x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
როგორ დავტყუე ტელეფონის ნომერი გოგოს, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარს უყვარდა და თქმას ვერ უბედავდა

image ისტორია რომელზეც მინდა სტატიის სახით მოგითხროთ ზუგდიდში მოხდა და სტატიის წაკითვის მერე ზუგდიდელები მიხვდებიან ვინაა სტატიის ავტორი და ისტორიის მთავარი "გმირები".
ჩემი ბავშვობის მეგობარი დათო (სახელი შეცვლილია), რომელიც მეგობრებთან, ოჯახში და მთელ უბანში მხიარული და იუმორით სავსე ბიჭია, ქალებთან ურთიერთობაში ისე იბნეოდა ენა ებმებოდა და რამდენიმე გოგონამ დათო დაიწუნა–"ენაბრგვილიაო".
არა და ეს ასე არაა, ასაკის სიმცირის მიუხედავად დარდიმანდი, კარგი მსმელის და სასიამოვნო თამადის სახელი ჰქონდა და აქვს, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ბიზნესით დაკავდა და საკმაოდ წარმატებულიცაა. ერთადერთი რასაც ვერ მოაბა თავი დაოჯახება იყო და მისი მშობლების თხოვნით დათოს სამეგობროც დავტრიალდით, თუ ვინმე მოსწონდა ოდესმე დათოს ყველა გამოვძებნეთ, მაგრამ უმეტესობა უკვე გათხოვილი აღმოჩნდა და უკანვე მოვბრუნდით, ზოგიერთმა კი სასაცილოდ აგვიგდო: ეგ თქვენი "ენაბრგვილი" მეგობარი თქვენთვის შეინახეთ კარგადო, ჩვენმა ახსნა–განმარტებამ დათოს ეს ნერვიულობით მოსდის და ცდებითო არცერთმა მათგანმა არც დაიჯერა და არც მიიღო.
მოკლედ ჩვენმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო, ერთხელაც ერთერთ კლინიკასთან მოტრიალე დათო დავინახე და ეგრევე მივედი, რა პრობლემაა აქ რატომ ხარ, ხომ მშვიდობაა მეთქი?!
არა ელგუჯა მშიდობაა, ერთი პედიატრი გოგო მომეწონა და რამენაირად მისი ტელეფონის ნომერი უნდა გავიგო, არც მისმა კოლეგებმა მომცეს მისი ტელეფონის ნომერი და სხვა მცდელობებმაც მის გასაცნობად შედეგი ვერ გამოიღოო.
მე "ხათაბალა" არ ვიყო ტელეფონის ნომერი თუ არ გაგიგო მეთქი, წავიყვანე მეორეკლასელი დისშვილი (ჩემზე უარესი "ხათაბალა") და იმ პედიატრი გოგონას კაბინეტში ასე მოვხვდით, ბავშვი დარიგებული მყავდა და იმდენი ჩივილები "ჩამოალაგა" ექიმს გაუკვირდა, ამას ავადმყოფობის რა ეტყობა მეზურნესავით აქვს ლოყებიო, ანალიზების აღება მოგვთხოვა, ჩვენც ჩემს დას (ბავშვის დედა, ჩემი და ექიმია)შევავსებინეთ საჭირო ანკეტა და ექიმთან მივბრუნდით კაბინეტში.
ექიმმა ძალიან კარგი ანალიზებია და მედიკამენტოზური ჩარევის საჭიროება არააო, მე დრო ვიხელთე და ექიმო, თქვენი ნომერი ჩაგვიწერეთ საჭიროებისას რომ დაგიკავშირდეთ მეთქი, იმანაც ჩაწერა. გამოვედით გარეთ და ვაი თქვენს "ხათაბალას" მობილურის ნაცვლად სამსახურეობრივი ტელეფონის ნომერი აღმოჩნდა.
ბავშვი დედას მივუყვანე და ისევ მოვბრუნდი კლინიკაში, დაველოდე ექიმი გოგონას გამოსვლას და ავტოსადგომისაკენ მიმავალს განგებ შეწუხებული სახით "შევეჩეხე", ექიმმა მიცნო და რამე ხომ არ გაწუხებთო?
მანქანის გასაღები და მობილური მანქანაში ჩამრჩა, კარს ვერ ვაღებ და არავინ არ შემისრულა თხოვნა ჩემს მობილურზე ზარი რომ გაეშვათ მეთქი.
ტელეფონი მანქანაში თუა ზარის გაშვებას რა აზრი აქვსო! მობილური პულტის ფუნქციასაც ითავსებს და ეგრევე კარს გააღებს მეთქი, მიკარნახეთ ნომერიო და მეც ეს არ მინდოდა?! ვუკარნახე ტელეფონის ნომერი და მალე ჩემს მანქანაში ჩემი მობილური ტელეფონის ზარიც გაისმა, მანამდე კი დრო ვიხელთე და ჯიბეში ჩადებულ დისტანციური მართვის პულტს ჩაკეტილი მანქანა გავაღებინე.
გოგონას მადლობა გადავუხადე და დათოსკენ გავწიე, ჩემს ნომერზე შემოსული ნომერი დათოს ტელეფონშიც ჩავწერეთ და დაიწყო ექიმის გოგონას გასაცნობად აუცილებელი "სპეცოპერაციის პროექტირება".
დათოს ამბავი რომ ვიცოდი მას რომ დაერეკა ძლივს დაწყებულ საქმეს გამიფუჭებდა და ისევ მე დავიწყე ექიმთან დათოს მობილურით დარეკვა, გოგონამ პირველად განცვიფრებით მკითხა: ჩემი ნომერი ვინ მოგცათო? მჭირდებოდა და ვიშოვე მეთქი, რაში გჭირდებათო? რა უნდა მეთქვა და დათოს ნაცვლად მომიწია იმის გაკეთებამ რაც ჩემი ნინის გაცნობისას და დაახლოებისას ვინ იცის რამდენჯერ გამიკეთებია, ესა და ესა ვარ (დათოზეა საუბარი), მომეწონეთ და როცა შეძლებთ, ვისთანაც ერთად შეძლებთ და სადაც გნებავთ იქ შევხვდეთ მეთქი.
გოგომ "ქვა ააგდო და თავი შეუშვირა", მაგრამ არც მე ვარ ნაკლები "კერკეტი" და იმდენჯერ დავურეკე გოგონა (მოდით და პირობითად შორენა დავარქვათ) ქალაქის ერთერთ საუკეთესო კაფე–ბარში შეხვედრაზე დავითანხე, მანამდე კი ისე გავაკეთეთ მე და დათომ ყოველ დილას შორენას კაბინეტთან სანიტარი ხვდებოდა თაიგულით ხელში. ასეთმა ყურადღებამ სავარაუდოდ გოგოს ინტერესი გაუღვიძა და შეხვედრაც მოხდა, შორენას თან ახლობელი კოლეგა ახლდა, დათოს კი მე.
კაფეში შესვლამდე დათო ისე "დავამუშავე" ფსიქოლოგიურად, რამე არ უნდა შეშლოდა, მაგრამ თან გავაფრთხილე ეს "სპეცოპერაცია" რომ ჩამიგდო მე მოგკლავ მეთქი.
თან კაფეში შესვლამდე 3 სირჩა მაღალი ხარისხის კონიაკი "ჩავაცეცხლე".
არ ვიცი ჩემმა "დამუშავებამ" იმოქმედა თუ 3 სირჩა კონიაკმა, მაგრამ რაც დათომ იქ "რეჩები დაარტყა", ნებისმიერ ნორმალურ გოგოს მოეწონებოდა, თან მართლა განათლებული და წიგნიერი ბიჭია და ისე მოზომილად, კორექტულად და ლოგიკურად ისაუბრა შორენასაც და მის ახლობელსაც აშკარად შეეტყოთ სახეზე დათოს სიმპათია.
კაფედან გამოსვლისას კი შორენამ ხმადაბლა მითხრა: ახლა მივხვდი ჩემი ტელეფონის ნომერი როგორც მოხვდა თქვენს ხელშიო, კი ნამდვილად ასე იყო იძულებული ვიყავი მომეტყუებინეთ, მობილურითაც მე გირეკავდით, მაგრამ თაიგულებს ნამდვილად დათო გიგზავნიდათ მეთქი.
პირველ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, გვიან ღამემდე კომპიუტერში მიწერ–მოწერა გრანდიოზული ქორწილით დამთავრდა, დათოს მეჯვარე მე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ბედმა მიმუხთლა და სამსახურში მომხდარი ინციდენტის გამო სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა ფეხზე.
დღეს ძალზე ბედნიერ წყვილს უსაყვარლესი ბიჭი ჰყავს, რომლის ერთერთი ნათლია მეც ვიქნები.
ასე რომ ბიჭებო ვისაც თქვენი გულის რჩეულებთან კომუნიკაცია გიჭირთ შემომეხმიანეთ და "ხათაბალა" თქვენს სამსახურში იგულეთ.
:D

6
394
15-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
394
  
2016, 7 მარტი, 11:49
ვიციიი )პატარაც გყავთ:)
მე ძველი ამბავი მეგონააა...:)
2016, 7 მარტი, 11:47
მე დაოჯახებული ვიყავი უკვე. :)
ისე ჩემი მეუღლე ყოფილი ინტერმედიელია, ჩხუბით დავიწყეთ და დიდი სიყვარულით შევრიგდით. :დ
2016, 6 მარტი, 16:35
ისეეე გაიმართლა რომ იცოდეეე?
"ბევრი ვეცადე შენთვის და გამომივიდა ჩემთვისო ხო გაგიგონია"
2016, 27 თებერვალი, 19:21
კი შევეცდები:))
2016, 27 თებერვალი, 19:17
მადლობა, ასე რომ გამოიყენეთ დასაოჯახებელმა ბიჭებმა ჩემი მაგალითი. :))
2016, 27 თებერვალი, 18:49
საღოლ ძაან მაგარი ამბავი იყო:))
0 1 6