x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ცნობილი ვარსკვლავი, სექსუალური ტყუპი დები
ტყუპები, როგორც წესი ძუძუმწოვრებისა და ადამიანის ორი ან მეტი ნაშიერია (ბავშვი). ტყუპები ჩნდებიან თითქმის ერთდროულად ერთი დედისგან. არსებობს ტყუპების ორი ტიპი: ერთკვერცხისეული და სხვადასხვაკვერცხისეული. ერთკვერცხისეული ტყუპები ვითარდებიან ერთი ზიგოტისგან (შედეგად მეორე სახელს მონოზიგოტურსაც უწოდებენ), რომელიც ორსულობის ადრეულ სტადიაზე იყოფა ორ ან მეტ იზოლირებულ ნაწილად; ამათგან თითეული დამოუკიდებელ ორგანიზმად ვითარდება. ჩანასახის ნაწილების არასრული დაცილების დროს ვითარდებიან სიამის ტყუპები. ერთკვერცხისეულ უჯრედებს აქვთ საერთო პლაცენტა, ერთნაირი გენოტიპი, ყოველთვის ერთი სქესისანი არიან, აქვთ სისხლის ერთი და იგივე ჯგუფი და ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. სხვადასხვაკვერცხისეული ტყუპების წარმოშობა შესაძლებელია ორი ან მეტი კვერცხუჯრედის ერთდროულად მომწიფების შემთხვევაში. ისინი შეიძლება იყვნენ როგორც განსხვავებული, ისე ერთი სქესისანი, ერთმანეთს ისე ჰგვანან, როგორც ჩვეულებრივი და-ძმა. ერთკვერცხისეულ ანუ იდენტურ ტყუპებს ერთნაირი გემოვნება, ჩვევები მისწრაფებები აქვთ. უპირატესობას ერთსა და იმავე ტანსაცმელს, თმის ვარცხნილობას ანიჭებენ. მოსწონთ ერთი და იგივე წიგნი, სპექტაკლი. იმ შემთხვევაში თუ მათ დაბადებისთანავე ერთმანეთს დააშორებენ და ცალ ცალკე გაიზრდებიან ხშირად ერთსა და იმავე პროფესიას ირჩევენ, ერთი და იმავე დაავადებით და თითქმის ერთდროულად ავადდებიან.


ბუნებრივია ნებისმიერმა თქვენგანმა იცოდა ამის შესახებ და უამრავი ტყუპი და-ძმის, დების თუ ძმების მნახველნი ხართ, თუმცა იშვიათმა თქვენგანმა თუ იცის ჩვენს ცნობილ და ფავორიტ ვარსკვლავებს, ისეთივე სექსუალური ტყუპი დები რომ ყავთ, როგორებიც თავად არიან. მაგალითად Vin Diesel-ს ჰყავს იდენტური- ტყუპი ძმა Diesel Paul-ი, რომელიც ასევე კინოინდუსტრიაშია, მაგრამ მუშაობს რედაქტორად, სწორედ ამის გამო ჩვენ მას ეკრანებზე ვერ ვხედავთ.

image


წარმოგიდგენთ ჩვენი ცნობილების სექსუალური ტყუპი დები მინდა გაგაცნოდ, რომელთა შესახებ აქამდე არ იცოდით.





1. Camilla & Rebecca Rosso. ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტყუპი დები დაიბადნენ 1994 წლის 6 ივლისს და ცნობილნი ძირითადად ტელესერიალებიდან "All type-top, or the Life of Zack and Cody, " "Legally Blonde" გახდნენ.

image



2. Sam & Amanda Merchent. მიუხედავად იმისა, რომ ტყუპმა დებმა 2008 წელს შოუში "Big Brother" ვერ გაიმარჯვეს, მაინც ერგოთ მილიონები და მედიის ცნობადი სახეებიც გახდნენ. მალევე შეითავსეს მომღერლობა და ცნობილი ჯგუფის Aqua-ს ჰიტი "Barbie Girl"-ის თავისი ვერსია ჩაწერეს.

image



3. Alicia & Annie Sorell. ტყუპმა დებმა 2008 წელს სერიალის "The Movie Twins"-ის 60 ეპიზოდში ითამაშეს. ასევე მონაწილეობა მიიღეს ფილმებში "Wishmaster", "Cruel Intentions 2".

image



4. Mary-Kate & Ashley Olsen. ყველასათვის კარგად ნაცნობი ტყუპი დები ბავშვობიდანვე სცენაზე დგანან, თუმცა გარდა მსახიობობისა, ისინი ასევე დიზაინერებიც არიან. მათი პირველი როლი სერიალ "Full House"-ში შედგა, სადაც მათ Michelle Tanner-ი განასახიერეს. 1993 წელს კი ისინი კომპანია Dualstar-ის მფლობელები გახდნენ.

image



5. Gisele Bundchen. 1980 წელს დაბადებული ყველაზე ცნობილი ბრაზილიელი მოდელი, პროდიუსერი და მსახიობი ასევე ცნობილი როგორც Victoria's Secret-ის ყოფილი ანგელოზი. მასაც ყავს ტყუპისცალი და, რომელიც არ არის შოუ-ბიზნესში ჩართული.

imageimage



6. Nikki & Brie. ამერიკელი ტყუპი დები ცნობილი მოჭიდავეები არიან, რომელთაც ხშირად მიუღიათ მონაწილეობა WWE-ში. 2011 წლის აპრილში ბრი გახდა WWE-ს ქალღმერთი, ხოლო ნიკიმ ეს ტიტული მოიპოვა 2012 წლის აპრილში და მრავალი წლის მანძილზე შეინარჩუნა ჩემპიონის ქამარი.

imageimage



7. Gabriela & Monica Irimia. პოპ-მომღერალმა ბრიტანელმა ტყუპმა დებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი სახელწოდებით "Cheeky Girls" და მათი სადებიუტო სიმღერა კი "Touch My Bum" იყო, რომლის მილიონზე მეტი ეგზემპლიარი გაიყიდა.

image



8. Kristina & Karissa. ტყუპი დები დაიბადნენ 1989 წლის 2 ოქტომბერს. 2008 წელს მონაწილეობა მიიღეს The Girls Next Door-ის ფოტოსესიაში, რომელიც მიზნად ისახავდა ამ ფოტოების Playboy-ს ჟურნალებში გამოქვეყნებას.

imageimage



9. Connie & Cassie Pauni. ბრიტანელი ტყუპი დები ცნობილნი გახდნენ 2002 წლის ფილმიდან "What a Girl Wants" და ასევე ითამაშეს 2006 წელს ტელესერიალში "Hollyoaks". Cassie კი დღეს ჟურნალ Cosmopolitan-ის კორესპონდენტია.

image



10. Tia & Tamera. 1978 წელს დაბადებულმა ტყუპმა დებმა 1990 წელს უკვე მოახერხეს და დააარსეს საკუთარი ჯგუფი "Voices". მათ სიმღერამ "Yeah, Yeah, Yeah!"-მა კი მე-12 ადგილი დაიკავა 1992 წელს Billboard hot 100-ში.

image


7
2498
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2498
  
2016, 5 მარტი, 5:58
ნეტა შენ რა : დდდდდ
2016, 5 მარტი, 5:57
აუ ეს ქერები......................
2016, 3 მარტი, 23:53
სიამოვნებით ვიქნებოდი რომელიმე დის საყვარელი და უუუუფრო დიდი სიამოვნებით შემეშლებოდნენ ხოლმე ერთმანეთში :–)
2016, 2 მარტი, 22:44
პირველი სურათი 100 % პლასტიკური ქირურგიის შედეგად მიღებული უკანალებია :DDD
2016, 27 თებერვალი, 16:06
ვიიშ
2016, 27 თებერვალი, 15:48
ერთობლივი ძალებით და აზრებით... :))
2016, 27 თებერვალი, 15:42
მაგარია, როგორც ჩანს ტყუპები ნიჭიერები არიან...
0 1 7