x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61788
  • ვიდეო:311332
  • სურათი:412199
"კაცების გადაკოცნის ტრადიციას ბოლო უნდა მოეღოს"-ეს ტრადიცია საქართველოდან შემოვიდა

imageსომეხმა დეპუტატმა სომხეთის ოპოზიციური პარტიის, “ეროვნული კონგრესის” საპარლამენტო ფრაქციის მდივანმა, არამ მანუკიანმა 23 თებერვალს სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “ლამაზი არაა, როდესაც სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) დეპუტატები მისალმებისას ყოველდღე ერთმანეთს კოცნიან”.


"ეს ულამაზოა, ნუ კოცნით ერთმანეთს, ეს არის ტრადიცია, რომელიც საქართველოდან შემოვიდა, მე პრაქტიკულად ავუკრძალე ჩემს თანაპარტიელებს ამის გაკეთება."


დეპუტატის არასათანადო ემოციის და განსახილველი თემიდან გადახვევის გამო პარლამენტის ვიცე-სპიკერი ედუარდ შარმაზანოვი იძულებული გახდა კოლეგებისთვის მუშაობის გაგრძელებისკენ მოეწოდებინა, გაეგრძელებინათ ობდუსმენდის კანდიდატის განხილვა.


თვითონ შარმაზანოვმაც ვერ შეიკავა თავი და დეპუტატს განუცხადა:"მთავარია ეს კოცნა "იუდას კოცნა" არ იყოს, დანარჩენი არაა პრობლემა."

image

5
755
9-ს მოსწონს
1-ს არა
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
27 თებერვალი, 19:04
კაცების გადაკოცნის ტრადიცია დაახლოებით გასული საუკუნის შუა ხანებიდან მოდის..ბლატნოი..ძველბიჭური მენტალობიდან გამომდინარე....ისე არასდორს მსიამოვნებდა ეს პროცესი..მაგრამ რატომღაც დამკვიდრდა ჩვენში..რაც შეეხება საქართველსთვის დაბრალებას..უმაღლე ს ეშელონებში ბრეჟნევი იყო მაგის ჩემპიონი...თავიდ დროზე..პირდაპირ ტუჩებში კოცნიდა რომელიმე მაღალ თანამდბობის პირს)))))
27 თებერვალი, 16:37
ეხლა გზას უკეთებენ რომ გარგად იარონ
27 თებერვალი, 14:45
ისე მართლა არა ეს გადაკოცნა მისაღები, ხელი ჩამოართვი კაცს და ესეც საკმარისია.
27 თებერვალი, 14:25
)))))))))))))))))
27 თებერვალი, 14:21
რაც არ აწყობთ საქართველოდან შევიდა და ვეფხისტყაოსანს და ბორჯომს თურმე ჩვენ ვართმევთ, ვაი თქვენს პატრონს.... :)))))
0 1 5