x
მეტი
  • 08.12.2016
  • სტატია:61746
  • ვიდეო:311215
  • სურათი:412166
საიდუმლოებებით მოცული ტბა ინდოეთში, სადაც ინდოელთა ტომების ჩონჩხები იპოვეს!

დედამიწის მრავალფეროვნებაზე ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ, სასწაულებრივი

ადგილები ძალიან ბევრჯერ განვიხილეთ, ახლა ვნახოთ რამოდენიმე საიდუმლოებებით

მოცული ადგილი ჩვენს პლანეტაზე, წარმოგიდგენთ ტბას, რომელიც მდებარეობს

ინდოეთში.


imageimage


ინდოეთის უტარაკჰანდის რეგიონში მდებარე "როუპქანდის" ტბა, ნამდვილად

შთამბეჭდავი სანახავია. ერთი შეხედვით მთებს შორის მოქცეული ულამაზესი

ადგილია, მაგრამ ინტერესი უფრო ღვივდება, მაშინ როდესაც გავიგებთ, რომ

ეს ტბა საიდუმლოებებით არის მოცული.


image


იდუმალებით აღსავსე ტბას მეორე სახელიც აქვს, მას ასევე "ჩონჩხების ტბას"

უწოდებენ. ტბა მდებარეობს ჰიმალაის მთებზე, 5029 მეტრის სიმაღლეზე.

იგი ყველაფრისგან იზოლირებულია, იშვიათად თუ შეძლებს ვინმე

მანდ ასვლას.


image


კვლევების თანახმად აღმოჩნდა, რომ ადრეულ პერიოდში, ინდოელთა ტომებს

სურდათ ტბის ტერიტორიაზე დასახლება. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ

ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, ტერიტორიაზე ვერ მოხერდა ინდოელტა

ტომების დასახლება.


image


ზამთარს მოჰყვება გაზაფხული, გაზაფხულს ზაფხული და დნება ტბის გარშემო

ყინულებიც, საინტერესოა, საინდან ჩნდება ამდენი ადამიანის ჩონჩხი, ისეთ

ადგილას, სადაც არავინაა დასახლებული? ამ კითხვას პასუხი ჯერ-ჯერობით

არ აქვს.


image


ტბის შესახებ უკვე ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, მაგრამ გაურკვეველია,

თუ საიდან ჩნდება ადამიანის ჩონჩხები, ტბის ტერიტორიაზე...


image


ზამთარში ამ საზარელ სანახაობას ვერ წააწყდებით, ხოლო ზაფხულში

"ღია სასაფლაო" გეგონებათ...


image


მთელი რიგი სხვადასხვა ნახშირბადის ექსპერიმენტების შედეგად, აღმოჩნდა

რომ ადამიანის ძვლები, რომლებიც ტბის გარშემო ტერიტორიაზე იპოვეს,

ეკუთვნის XII-XV საუკუნეს.


image


დნმ-ის ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მკვდრები ორ განსხვავებულ ჯგუფს

ეკუთვნოდა.


image


ჩონჩხებთან აღმოაჩინეს ბეჭდები, ისრები, ტყავის ფეხსაცმელები

და ბამბუკის ჯოხებიც. თავის ქალებზე მოკლე, მაგრამ ღრმა ნახვრეტები, რაც

ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ეს ხალხი ერთიდა იგივე იარაღით დახოცეს...


imageimageimageimageimageimage





იმედია მოგეწონებათ!
















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

8
888
12-ს მოსწონს
1-ს არა
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
27 თებერვალი, 16:45
ააააა.... მერე ვნახა აბაააა
27 თებერვალი, 15:36
ვიცოდი, მეც მიწერია ამაზე სტატია :)))
27 თებერვალი, 15:33
:-D ეს უკვე იცოდი თუ სტატიის შემდეგ მოიძიე?
27 თებერვალი, 14:11
მაინც საინტერესოა, შემეცნებითი და იშვიათია. ;) რა ვიცოდი რას წერდი :D
27 თებერვალი, 14:03
რა კარგი იქნებოდა წყაროზე მითითებული რომ ყოფილიყო ეს ყველაფერი... ან რო მოგეწერა:-D
27 თებერვალი, 13:43
სხვა დანარჩენი კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ეს ყველა ჩონჩხი ტრავმირებულია ბურთის ხელა მძიმე საგნით, სავარაუდოდ ქვით, ზევიდან (მაღლიდან) თავში დაცემით და არა მარტო თავში, სხეულის სხვა ნაწილებზეც აღინიშნებოდა უამრავი ტრავმა. ისტორიული წყაროებით კი ცნობილია, რომ ამ მთებში არანაირი სავაჭრო და სავალი გზები არ არსებობდა. გარდაცვლილი ხალხი კი Nanda Devi-ს მიმდევრები იყვნენ, რომელთაც 12 წელიწადში ერთხელ ფესტივალის გამართვა იცოდნენ და ამჯერად უნდა მოეხდინათ სწორედ ამ მთებში და ვინაიდან გზა არ იცოდნენ, 500-600 კაციანმა ჯგუფმა დაიქირავა გიდი. მთებში ყოფნის გარკვეული პერიოდის შემდგომ გადაწყვიტეს სწორედ ამ ტბასთან შესვენება და სასმელი წლის მომარაგება, როდესაც ქვები ჩამოწვა კლდიდან და აღნიშნული ტრავმებიც ამ ჩონჩხებისა ასეთი სახით იქნა გამოწვეული. გაყინულმა ტბამ კი ამ ცხედრების ბუნებრივობის შენარჩუნება მოახდინა, რადგან ქალების თმა დღემდე ბუნებრივად გამოიყურება და ტანსაცმლის უმეტესი ნაწილიც გადარჩენილია.
27 თებერვალი, 11:05
მეტი არ იყო მითითებული წყაროზე, ვერც სხვა ინფორმაცია მოვიძიე, ყველგან თითქმის ერთი და იგივე ეწერა..მადლობაა
27 თებერვალი, 11:01
იმდენად,რომ არ მეყო ინფორმაცია ,მაგარია
0 1 8