x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კანი ახალშობილივით – სასწაულმოქმედი პროცედურა სახლის პირობებში
image

image

რაში მდგომარეობს ამ ნიღბის საიდუმლო?

ეს წყალია, რომლის გარეშე, არ არსებობობს არაფერი დედამიწაზე და მათ შორის, არც ლამაზი, მკვრივი და ხავერდოვანი კანი.

ისეთი კანის მისაღებად, როგორიც ახალშობილებს აქვთ, ჯერ ორგანიზმი შიგნიდან უნდა გავაჯეროთ წყლით. 1, 5-2 ლ. წყლის დალევა, ერთი დღის მანძილზე, სავსებით საკმარისი იქნება.

პროცედურისთვის დაგჭირდებათ: ყინულის კუბიკების მოსამზადებელი ფორმა, კოსმეტიკური ბამბის ორი დისკო, პირსახოცი და ხელსახოცი (ბამბის, აბრეშუმის ან დოლბანდის), 10 წუთი დრო და მშვიდი მუსიკა რელაქსაციისთვის.

image

image


image

შემდეგ, ყველაფერი ინსტრუქციის მიხედვით უნდა გააკეთოთ:


1. გააკეთეთ ყინული.
2. აიღეთ ყინულის 2 კუბიკი და ჩადეთ პატარა თასში. დაელოდეთ, რომ ცოტა გადნეს.
3. ამ კუბიკებით გაიწმინდეთ სახე და კისერი, ვიდრე ყინული ბოლომდე გადნება.
4. შეიმშრალეთ სახე და კისერი პირსახოცით.
5. დაასველეთ 1 კოსმეტიკური ბამბა თასში დარჩენილ მდნარ წყალში. არ გაწუროთ და წყალი დაიტანეთ სახეზე, კისერზე და ხელებზე.
6. თითის ბალიშების კანზე დარტყმით, შეეცადეთ წყალი კანში ჩაუშვათ.
7. დაასველეთ მეორე ბამბა და კარგად დაისველეთ სახე, კისერი და ხელები. ასევე დაისველეთ ქუთუთოებიც.
8. დაიფარეთ სახეზე ხელსახოცი.
9. იწექით ასე 5-10 წუთი, იფიქრეთ პოაზიტიურზე ან მუსმინეთ მუსიკას.

image

image

image

წყლის ნიღბის შედეგი:


* კანის უჯრედებს იდეალურ სტრუქტურას ანიჭებს. შეამჩნევთ, რომ კანი ატლასივით პრიალა გახდება.

* ნიღაბი სახეზე დამცავ აპკს ქმნის, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას.

* აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

* იწვევს კანის ზედა ფენის განახლებას – შეიძლება ამის გამო, მსუბუქი წვა იგრძნოთ, ჩხვლეტა და სიცივე.

* აძლიერებს კოლაგენის და ელასტინის გამოყოფას – ცვლილებას ორი დღის შემდეგ შეამჩნევთ: კანი უფრო სქელი გახდება და ნაოჭები შემცირდება.

ამ ნიღბის გასაკეთებლად, მხოლოდ წყალი და თქვენი მონდომებაა საჭირო, შედეგი კი ისეთივეა, როგორიც ძვირადღირებული პროცედურის შემდეგ.

0
1238
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0