x
მეტი
  • 28.10.2016
  • სტატია:61695
  • ვიდეო:311079
  • სურათი:412069
ცნობილი სპორტსმენები,რომლებიც ასპარეზობის დროს დაიღუპნენ

მარტო ბოლო 80 წლის მანძილზე დაახლოებით 150-მდე სპორტსმენი დაიღუპა სპორტული ასპარეზობის დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.ესენი არიან: ჰოკეისტები, ველომრბოლელები, ფეხბურთელები, მოკრივეები, ავტომრბოლელები და სხვა.მოდით გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი.


1-აირტონ სენა-ლეგენდარული ბრაზილიელი ავტომრბოლელი, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი "ფორმულა-1"-ში.

image

1994 წლის 1 მაისს სან-მარინოს გრან-პრის ასპარეზობის დროს რომელიც იტალიის ქალაქ იმოლას ავტოდრომზე იმართებოდა, ის "Tamburello" - ს მოსახვევში სავარაუდოდ ბოლიდის გაუმართაობის გამო, 300 კმ/სთ სიჩქარით გადავიდა გზიდან და ბორდს შეეჯახა, როდესაც მასთან ექიმებმა მიირბინეს, ის უკვე აღარ რეაგირებდა.




2-სერგეი პერხუნი-უკრაინის ნაკრების და მოსკოვის «ЦСКА»-ს მეკარე.

image

2001 წელის 18 აგვისტოს "ანჟისთან"სტუმრად თამაშის დროს მეკარე ნახტომის დროს თავით დაეჯახა ბურუნ ბურუნოვს.ექიმების თავდაუზოგავი ბრძოლის მიუხედავად, სეგეი პერხუნი 10 დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.




3-ბილ მასტერტონი-კანადელი ჰოკეისტი.


image

1968 წლის 13 იანვარს "მინესოტა ნორტ სტარზსის" ფორვარდი დაეჯახა რონ ჰარისს, უკან გადავარდა და თავით ყინულზე დაეცა(მაშინ ჰოკეისტები დამცავი შლემის გარეშე გამოდიოდნენ).ორ დღეში სპორტსმენი გარდაიცვალა.დღესდღეობით დაწესებულია მისი სახელობის პრიზი-"Bill Masterton Memorial Trophy", რომელიც გადაეცემათ იმ ჰოკეისტებს, რომლებიც მაღალ ოსტატობას ავლენენ და ჰოკეის ერთგულნი არიან.




4-ნოდარ ქუმარიტაშვილი-ქართველი მოციგავე.

image


2010 წლის 12 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების
წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე
ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ
სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან
ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო
დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი
გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში
მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.




5-ჟან პიერ მორსერე-ბელგიელი ველომრბოლელი, მსოფლიო ჩემპიონი და ჯირო დი ლომბარდიას გამარჯვებული.

image


1971 წლის 15 მარტს შეჯიბრის დროს შეეჯახა გზის პირას მდგარ ავტომობილს..7 წლის შემდეგ ანალოგიურად გარდაიცვალა მისი შვილიც.




6-მარკ ვივიან ფოე-კამერუნელი ფეხბურთელი, ნაკრების წევრი, თამაშობდა"მანჩესტერ იუნაიტედში", საფრანგეთის "ლიონში" და "მაჩესტერ სიტიში ".


image

კონფედერაციის თასის ნახევარფინალურ მატჩის დროს თამაშის 71-ე წუთზე მოულოდნელად მოედანზე დაეცა, ხოლო 45 წუთის შემდეგ გარდაიცვალა.მიზეზი კარდიომიოპატია.




8-სერგო შალიბაშვილი-წყალში მხტომელი — საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი.

image


1983 წლის 16 ივლისს კანადაში უნივერსიადაზე სერგო კოშკურიდან ასრულებდა ილეთს, რომელსაც "სამ-ნახევარი უკან, წინა დგომიდან" (იგივე "ავერბახი" - იმ ადამიანის პატივსაცემად, ვინც ეს ნახტომი პირველად შეასრულა) ჰქვია. სერგო 10 მ-ის სიმაღლიდან გადმოხტა და ნახტომის შესრულებისას სადგარს ჩამოარტყა თავი. ილეთი ისეთი სიძლიერით ჰქონდა
დაწყებული, რომ ნახევარი ბრუნი კიდევ გააკეთა და წყალში ჩავარდა. იმ დღეს
შეჯიბრება შეწყდა და სერგო სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში
გადაიყვანეს, მას თავის ფუძე ჰქონდა მოტეხილი. იგი 2 დღის განმავლობაში
აპარატზე იყო შერთებული რის შემდეგაც გარდაიცვალა.

image





9-რობერტ ვანგილა-კენიელი მოკრივე, სეულის ოლიმპიადის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული.

image

1994 წლის 24 ივლისს ლას-ვეგასში ამერიკელ დევიდ გონსალესთან კრივის დროს მიიღო მრავლობითი დარტყმები, ამიტომ მე-9 რაუნდზე რეფერი იძულებული იყო ბრძოლა შეეჩერებინა, თუმცა თვითონ ვანგილას ბრძოლის გაგრძელების სურვილი ჰქონდა.შესვენებისას სპორტსმენი კომაში ჩავარდა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.ვანგილა 36 საათში გარდაიცვალა.


image





10-პიერმარიო მოროზინი, -იტალიელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, თამაშობდა "ატლანტაში", "უდინეზესა" და "ბოლონიაში".

image

გარდაიცვალა 2012 წლის 14 აპრილს, იტალიის ჩემპიონატის სერია ბ-ს მატჩის დროს "პესკარას" წინააღმდეგ.მატჩის 31-ე წუთზე მოროზინმა გრძნობა დაკარგა და მოედანზე დაეცა.ადგილზე ფეხბურთელს რამდენჯერმე აღმოუჩინეს დახმარება, რის შემდეგაც გრძნობაზეც მოვიდა, თუმცა სასწრაფო დახმარების მანქანაში ისევ გრძნობა დაკარგდა და გარდაიცვალა.სიკვდილის მიზეზი დღესაც ბოლომდე დაუდგენელია.

656
12-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
საწყალი ჩვენი ბიჭი, ქუმარიტაშვილი... მთელი ცხოვრება ჰქონდა წინ...
26 თებერვალი, 23:34
ვერა, თვალებს ახელს მაგრამ კონტაქტში ვერ შედისო ფერარის პრეზიდენტმა განაცხადა.
26 თებერვალი, 23:29
მართლა შუმახერი როგორააა....კაი ხანია არაფერი ისმის..გამოვიდა მდგომარეობიდან?
26 თებერვალი, 23:20
აირტონ სენას ფანი ვარ, რაც კი წიგნი ან დოკუმენტური ფილმია მასზე გამოსული წაკითხული და ნანახი მაქვს.
"წვიმის კაცი".
"ერთადერთი ავტომრბოლელი ფორმულა 1-ის ისტორიაში რომელიც ნებისმიერ ამინდში თანაბრად ფლობს და მართავს ბოლიდს "წვიმის კაცი" აირტონ სენაა"-ეს სიტყვები თავად ლეგენდარულ ავტომრბოლელ სამგზის მსოფლიო ჩემპიონ ნიკი ლაუდას ეკუთვნის.
რომ არა ბოლიდის გაუმართაობის გამო მომხდარი ავარია არავინ იცის კიდევ რამდენჯერ მოიპოვებდა ჩემპიონის ტიტულს სენა.
როცა ლეგენდარულ შუმახერს ჰკითხეს: როგორი მრბოლელი იყო აირტონ სენა, მან უპასუხა სენას ავარია ჩემი ბოლიდის წინა კამერითაა დაფიქსირებული.
წინა კამერა წინხედს იღებს და მოკლედ განმარტა შუმახერმა-ის დიდი მრბოლელი იყოო.
0 1 4