x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134478
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ცოლისთვის რომ სიცოცხლის ხალისი დაებრუნებინა, მან ყვავილების "ზღვა" გააშენა
ეს ისტორია იაპონიის ერთ-ერთ სოფელში განვითარდა, ცოლ-ქმარი მისტერ და მისის

კუროკები დიდი ხნის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდნენ, ჰქონდათ საკუთარი

ფერმა, ჰყავდათ შვილები და სრულ იდილეაში ცხოვრობდნენ.

image



ერთ დღეს კი მათი ბედნიერება უბედურებით შეიცვლა, როცა მისის კუროკმა დიაბეტის

გართულების გამო, მხედველობა დაკარგა და ღრმა დეპრესიაში ჩაიძირა.

იგი სულ უფრო და უფრო ეძლეოდა დარდსა და ტკივილს, ცხოვრების ხალისი ჰქონდა

დაკარგული.

image

სწორედ ამიტომ მისტერ კუროკმა გადაწყვიტა ცოლი ღრმა დეპრესიიდან გამოეყვანა და

ამისთვის ძალღონე არ დაუშურებია.

მან შესანიშნავი იდეა მოიფიქრა და განახორციელა კიდეც.

image

საყვარელი მეუღლისთვის უდიდესი და ულამაზესი ყვავილების ბაღი გააშენა.

მართალია მისი მეუღლე ვერ დაინახავდა ამ სილამაზეს, მაგრამ ყვავილების სურნელის

წყალობით მათ აღქმას ადვილად შეძლებდა, სახლიდან გამოსვლის სურვილი

გაუჩდებოდა და დეპრესიას თავს დააღწევდა.

image

მისტერ კუროკს ამისთვის ორი წელი დასჭირდა, ბევრი შრომისა და ათასობით ფერების

შერჩევის წყალობით, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

დღეს მისი ულამაზესი ბაღის სანახავად, არამარტო იაპონიიდან არამედ, სხვადასხვა

ქვეყნებიდან ჩადიან.

image

მისტერ კუროკიმ თავისი იდეით მსოფლიოს ჭეშმარიტი სიყვარულის ერთ-ერთი

სახე დაანახა.


მისის კუროკს ბაღის დანახვა არ შეუძლია, მაგრამ იგი ბაღში სასეირნოდ მეუღლესთან

ერთად მაინც გამოდის, რომ ყვავილების სასიამოვნო სურნელით დატკბეს.

მისტერ და მისის კუროკები 1956 წელს დაქორწინდენ და ცხოვრება ფერმაში დაიწყეს.

image


imageimage


1
133
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
133
  
2016, 25 მარტი, 19:04
რა მაგარია
0 1 1