x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
რეალური ისტორია ყვავზე რომელიც წიწილებს ქორისა და მიმინოს თავდასხმისაგან იცავს

image ყვავი რომ ჭკვიანი ფრინველია ეს უჩემოდაც მოგეხსენებათ, ხშირად მომხდარა ყვავს მოპარული კაკალი სამანქანო გზაზე დაუგდია მანქანას რომ გადაევლო და დამტვრეული კაკლიდან ნიგოზი ადვილად რომ ამოეღო.
ფლორაზე და ფაუნაზე შექმნილ გადაცემებშიც ალბათ გინახიათ რეპორტაჟები ამ ჭკვიან "ყრანტალაზე".
თავად მე კი რაც ვნახე იმაზე მინდგა მოკლედ მოგითხროთ, წალენჯიხაში ნათესავთან სტუმრობის მერე ის იყო მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი, რომ ყვავის "ანჩხლი ყრანტალი" შემომესმა, უნებლიედ ცაში ავიხედე მაგრამ ყვავი ვერ დავინახე, ნათესავმა მითხრა: ელგუჯა ზევით რას უყურებ აგერ მეზობლის ეზოშია ეს ყვავი და სავარაუდოდ ქორი ან მიმინო დაინახაო.
ვიფიქრე ხეზე ზის ალბათ მეთქი, ნურას უკაცრავად ხეზე კი არა მიწაზე წიწილებთან ერთად ჯარისკაცივით მოსიარულე ყვავი დამანახეს, რომელიც კრუხივით "დაჰფოფინებდა" წიწილებს.
დამაინტერესა და ნათესავს ჩავეძიე ასე ვინ და როგორ მოაშინაურა მეთქი, როგორც აღმოჩნდა მეზობლის ბიჭმა ყვავის ბუდეს მიაგნო მაღალ ხეზე და იქიდან ერთი ბახალა ამოიყვანა, სახლში გაზარდა და კრუხ–წიწილას მიაჩვია.
ყვავიც ისე მიეჩვია ოჯახის წევრებს და გარემოს, მიუხედავად თავისუფლებისა არსად არ მიფრინავდა ეზოს გარეთ. ქორისა და მიმინოს გამოჩენაზე კი ისეთ ყრანტალს იწყებს თურმე მთელ უბანს ესმის, როგორც ამიხსნეს ძაღლი რომ ძაღლია თუ მეზობლისაა იმასაც კი არ აკარებს ეზოს.
მოსაყოლად დიდი ვერაფერი ისტორიაა, მაგრამ წამოიდგინეთ ეზო, სადაც წიწილებს ყვავი მეურვეობს და ჯარისკაცივით "სამწყობრო" ნაბიჯებით უვლის გარს მცველად და მომვლელად.

4
261
14-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
261
  
2016, 14 აპრილი, 16:36
ძნელია არ დაგეთანხმოთ...
2016, 14 აპრილი, 14:25
აბა მე რას ვამბობ, ცხოველ-ფრინველები გაადამიანურდნენ, ადამიანები გამხეცდნენ
2016, 26 თებერვალი, 15:16
ეს უნდა გენახა მაკა, დაუჯერებელია წარმოსადგენად, მაგრამ მე რაც ვნახე საოცარი იყო.
ადამიანებმა სიყვარული დაჰკარგეს ერთმანეთის მიმართ, ბოღმა, შური და დაუნდობლობამ გაიმარჯვა სიყვარულზე...
2016, 26 თებერვალი, 15:07
პირუტყვი და ფრინველი უწევს ერთმანეთს სიყვარულს და მფარველობას, ეს ადამიანები ასე რამ გადაგვაჯიშა, რომ მხოლოდ ბოღმით ვართ სავსე?!!!
0 1 4