x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
რას აღარ ნახავთ დედამიწის ზურგზე - ყველაზე უცნაური ცხოველი მსოფლიოში
დედამიწაზე ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, მაგრამ ცოცხალი ბუნების ფანტაზიორობა ხანდახან ყოველგვარ საზღვარს სცდება და ის სიურპრიზის სახით საოცარი ფორმის ეგზემპლარებს გვთავაზობს ხოლმე. გსმენიათ რამე მსხვილფეხა მოლუსკ გუიდაკის შესახებ? თუ არ გსმენიათ, მაშინ ამ ფოტოს დააკვირდით, ოღონდ არ გაგეცინოთ ...


image


ფოტოსურათზე წარმოდგენილი არსების ლათინური სახელწოდებაა Panopea generosa, ანუ უბრალოდ გუიდაკი, როგორც მას მოკლედ უწოდებენ. ის მოლუსკებს შორის აბსოლუტური რეკორდსმენია- გუიდაკის საშუალო სიცოცხლისუნარიანობა 140 წელია, ხოლო ყველაზე ასაკიანი მოლუსკი, რაც დღემდე უპოვნიათ, 160 წლის იყო.

ამ "მუცელფეხა" მოლუსკის დღეგრძელობის საიდუმლო დღემდე ვერ ამოხსნეს მეცნიერებმა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ნივთიერებათა ნელი ცვლა, თავის დაცვის შესანიშნავი უნარი და გარემოში მტრების ფაქტიურად არარსებობაა (ადამიანის გარდა, მას ნაკლებად ეტანებიან მტაცებელი თევზები). გუიდაკები ბინადრობენ აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან და კანადაში.



image


მოლუსკებს მტაცებლებისაგან თავის დაცვის უნიკალური ხერხი აქვთ: ამაზე მათი სახელწოდებაც მეტყველებს - ინდიელების ენაზე გუიდაკი " ღრმად მთხრელს" ნიშნავს- გუიდაკებს უნარი აქვთ საოცრად ღრმად დაიმალონ ქვიშაში, მაგრამ არსებობს ერთი მტაცებელი, რომელსაც ის ვერც ქვიშაში ვერ დაემალება- Homo sapiens ანუ ადამიანი. გუიდაკებისაგან მომზადებული კერძები ძალიან პოპულარულია იაპონიაში და ჩინეთში. მას იშვიათად წვავენ ხახვთან ერთად, ხშირ შემთხვევაში კი უმად მიირთმევენ.


image


ეს არსება კულინარიაში იმდენად პოპულარულია, რომ მხოლოდ ერთი თევზმჭერი გემი წელიწადში ორ მილიონამდე გუიდაკს იჭერს აშშ-ის და კანადის ნაპირებთან. გემებიდან მათ აგზავნიან ჩრდილოეთ ამერიკის რესტორნებში, სადაც მოლუსკებს ძმარში ამუჟუჟებენ, ან გუიდაკები ხვდებიან იაპონელი მზარეულების ხელში, რომლებიც მათგან სუშის ამზადებენ. ჰონკონგის თევზის ბაზარზე ერთი გუიდაკის ფასი დაახლოებით 60 დოლარია.


image


როგორც ავღნიშნეთ, თავად დასახელება ''გუიდაკი'' ინდიელების ენიდან მომდინარეობს . gweduc - ამ სიტყვით ადგილობრივები აღნიშნავდნენ მოლუსკებს, რომლებსაც ქვიშაში ღრმად ჩაფვლა ეხერხებოდათ, თუმდა გუიდაკი გარეგნული იერსახით ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი მოლუსკებისაგან. პატარა, დაახლოებით 20 სმ სიგრძის ნიჟარიდან გამოდის უსაშველოდ გრძელი, სპილოს ხორთუმისმაგვარი ფეხი ან კისერი-როგორც გნებავთ, ისე უწოდეთ. ამ ორგანოს სიფონს ეძახიან და ის წარმოადგენს მოლუსკის სასიცოცხლო ორგანოს: მას ეს არსებები იყენებენ ყველაფერში - დაწყებული სუნთქვით და მოძრაობით, დასრულებული კვებითა და გამრავლებით. სიფონის სიგრძე დაახლოებით 70 -90 სანტიმეტრის ტოლია, მაგრამ თევმჭერებს შეხვედრიათ გუიდაკები, რომელთა სიფონის სიგრძე ორ მეტრამდე აღწევდა.


image


სხვა მოლუსკებისაგან განსხვავებით, რომლებიც განუწყვეტლივ მოძრაობენ, გუიდაკები თითქმის მთელ სიცოცხლეს უძრავ მდგომარეობაში-ქვიშაში ერთ მეტრამდე ჩაფლულები ატარებენ. აქ მათ ვერც ეკლებიანი ზღვის ძაღლი მიწვდება და ვერც ღორმუცელა კიბოები. თუ მოლუსკის სიფონი წყლის ზედაპირზე აღმოჩნდა, მას შეუძლია მიიქციოს ზღვის ვარსკვლავას ყურადღება, თუმცა სანამ ის თავდასხმას მოიფიქრებს, გუიდაკს უკვე შეწეული აქვს თავისი ხორთუმი და ღრმადაა ქვიშაში ჩაფლული-სწორედ ამიტომ ცოცხლობენ ისინი 120-140 წლამდე. საერთოდ, გუიდაკები დღეგრძელობით მეორე ადგილზე არიან (კუების შემდეგ) პლანეტის ცოცხალ არსებებს შორის. საინტერესოა, რომ მათ ასაკს მეცნიერები ნიჟარაზე გამოსახული წრეების რაოდენობის მიხედვით ადგენენ.


image


გუიდაკები უკონტაქტო გზით მრავლდებიან: წელიწადში ორ-სამჯერ, განსაკუთრებით ზამთრის დასარულს ან ადრე გაზაფხულზე, მდედრები წყალში გამოისვრიან კვერცხების სქელ ღრუბელს, რომელსაც შემდეგ მამრები ანაყოფიერებენ. სულ რაღაც 48 საათის შემდეგ ეს კვერცხები გადაიქცევიან თხელი ნიჟარით დაფარულ პატარა მოლუსკებად, რომლებიც ორიოდე კვირაში დასრულებეული გუიდაკების სახეს ღებულობენ და ისინი ღრმად ჩადიან ქვიშაში, რათა იქ გაატარონ ასეულობით წელი (სანამ ადამიანის მსახვრელი ხელი არ მიწვდებათ). მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში მდედრი გუიდაკი ხუთ მილიარდამდე კვერცხს დებს.


image



7
991
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
991
  
2016, 29 თებერვალი, 0:04
ვაიმეე, ამას შეჭამდი, ლეელ? :DD
2016, 28 თებერვალი, 0:28
დააგემოვნებდა კაცი.. ^^
2016, 26 თებერვალი, 13:16
რომ წავიდა ეგ მახსოვს და მერე უკვე აღარ ვიცოდი რა მოხდა. რა ცუდია, ამხელა ქვეყანა აქვთ, თან ტურისტული და ხომ უნდა შექმნან დამაკმაყოფილებელი პირობა?
2016, 26 თებერვალი, 13:14
ჩემი შვილი იყო 2 კვირა მივლინებაში და 5 კილო ჰქონდა წონაში დაკლებული, რომ ჩამოვიდა..ბრინჯის და კარტოფილის გარდა ვერაფერს ჭამდა,,,პური ფიზიკურად არ არსებობს, ვერსად ვშოულობდიო :(
2016, 26 თებერვალი, 13:12
იქ რომ ჩავიდე, ალბათ მოვკვდებოდი მშიერი რომ არ არსებობდეს სხვა ქვეყნის სამზარეულოები. თან ცოცხლადაც ჭამენო, ფუუუ... :))
2016, 26 თებერვალი, 13:10
რაც დადის, დაფოფხავს და დაცურავს, მოკლედ რაც მოძრაობს, ყველაფერს ჭამენ..მაგიტომ არიან პატარები :D
2016, 26 თებერვალი, 13:06
უკვე გამეცინა :)) ისე ეს ჩინელები ყველაფერს როგორ ჭამენ.
0 1 7