x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ხმაურიანი დაშორების შემდეგ ყველაზე ლამაზი წყვილი შერიგდა
image
ალბათ როგორც ყველა წყვილმა, ლაშა კალანდაძემ და მარიამ ხორგუაშვილმა სოციალურ ქსელში ქორწილის ფოტოები ატვირთეს. რამდენიმე დღეში ინტერნეტსივრცე დაიპყრეს და ყველაზე ლამაზ წყვილაც მოიხსენიებდნენ. მარიამი - "იმიჯ ცენტრის" მოდელი, ლაშა კი ქობულეთის "შუქურას" ფეხბურთელი გახლავთ. გოგონამ კარიერას თავი დაანება და ოჯახის საქმეებით დაკავდა. ლაშას ძირითადად ქალქგარეთ შეკრებებზე უწევდა ყოფნა, მარიამი კი მარტო, თბილისში ცხოვრობდა. მეუღლეს ხშირად ვერ აკითხავდა, რადგან ფეხმძიმედ იყო, ლაშას კი სამსახური და კარიერა აკავებდა. მიუხედავად ამ ყველაფერისა, წყვილი თვეში რამდენიმე დღეს მაინც ატარებდა ერთად, ლაშა კი ცდილობდა დრო მაქსიმალურად გამოეყენებინა და ორსულ ცოლს ანებივრებდა.

"ძნელია, როდესაც ქმარი სხვაგან ცხოვრობს, მაგრამ გამიგო. ძალიან ეჭვიანია. მაგრამ მსიამოვნებს"-გვიამბობდა ლაშა.

"ერთმანეთს თვეში სამი დღე ვნახულობთ. მწყინს რა თქმა უნდა, მაგრამ ვერაფერს ვეუბნები, ვიცი რომ თავისი საქმე აქვს და ასეა საჭირო"-ამტკიცებდა მარიამი. თვეების წინ ერთადერთი საკამათო თემა ბავშვის სახელი იყო, თუმცა ყველასაგან მოულოდნელად ერთმანეთს დაშორდნენ.

"ფეისბუქის" საერთო გვერდი გააუქმეს, თუმცა პატარა დემეტრე მაინც აკავშირებთ. გავრცელებული ინფორმაციის თანამად, ფეხბურთელამა ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ გადაიტანა.


ყვითელი პრესის მტკიცებით კი წყვილი კვლავ შერიგდა, რასაც მათი საერთო ფოტოები მოწმობს. წყვილი ოფიციალურად ამ ყველაფერს ჯერ არ ადასტურებს, თუმცა მეგობრების კომენტარები სწორედ ამაზე მიგვანიშნებს.

ვუსურვოთ მათ ბედნიერება, პატარა დემეტრეს კი ჯანმრთელობა...

imageimageimageimage



0
728
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
728
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0