x
"ამხელა ჯორი ვიდექი და ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები"-მძიმე კაცის ემოციური პოსტი
26 თებერვალი, 1:08

image
"მძიმე კაცთან"-ასე ჰქვია გადაცემას, რომლაც "ტაბულას" ეთერში ჟურნალისტი დავით კოვზირიძე უძღვება. ამჯერად ყურადღება არა გადაცემის სტუმარმა, არამედ მისმა წამყვნმა მიიპყრო, რომელიც სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს: "рукописи не горят - ბულგაკოვის ეს ფრაზა ედო ვიღაცას და ერთი ამბავი გამახსენდა: დაახლოებით 15 წლის წინ ერთ გაზეთში ვწერდი, ვწერდით პასტებით, მერე ამ ნაწერს სტილისტ-კორექტორი კითხულობდა და მბეჭდავებს აძლევდა. სტილისტი ხანში შესული კაცი იყო, ენასთან ძალიან კონსერვატიული მიდგომებით, მაგრამ ძალიან მაგარი პროფესიონალი. პირველი ტექსტი რომ მივუტანე, მაგრა გადააჭრელა და იმ დღის მერე ჩვენ შორის ორთოგრაფიულ-გრამატიკული ხმალაობა დაიწყო, ეს იყო ერთგვარი თაობების ბრძოლა - საათობით ვკამათობდით თითო მძიმეზე და წერტილზე, ხანდახან ისეთ წვრილმანებზეც, მკითხველი ვერასდროს რო ვერ გაიგებს. დროთა განმავლობაში დავმეგობრდით, ტექსტებშიც ნაკლებად ერეოდა - მე მისთვის ახალ ფანჯარად ვიქეცი საქმეში და ის დიდ ინფორმაციულ სკივრად, რომელში ქექვაც ძალიან შემიყვარდა და უამრავი რაღაც ვისწავლე. ერთ დღესაც პატარა ბავშვივით მორცხვად მოვიდა ჩემთან, ფურცელი მომაწოდა და მეუბნება, ჩემი შვილიშვილი ძალიან ცუდადაა, არ ვიცით როგორ იქნება, ხვალ დაბადების დღე აქვს, ჰოდა ეს დავუწერე და მინდა პირველად შენ წაიკითხო, სხვას ვერავის ვანდობ და სიმართლე მითხარი, როგორიაო. არცერთი სიტყვა არ მახსოვს, რაც იქ ეწერა, მაგრამ შუა კითხვაში მივხვდი, რომ ამხელა ჯორი ვიდექი და ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები. მსგავსი ემოცია არცერთი ტექსტისგან არ მიმიღია არასდროს. მოვიდა და ჩამეხუტა. მგონი ისიც ტიროდა"image

146
3-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:K.P.
K.P.
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
სად გაქრა ანანო მჟავია და ვის წაართვა მან ქმარისად გაქრა ანანო მჟავია და ვის წაართვა მან ქმარი
ერთ დროს ძალიან პოპულარული მომღარალი და "ჯეოსტარის" თანაწამყვან...
როუზ ჰანტინგტონის ცხელი ფოტოსესიაროუზ ჰანტინგტონის ცხელი ფოტოსესია
ულამაზესი 28 წლის მოდელი როუზ ჰანტინგტონ-უაიტლი, რომელიც victoria secret-ის ...
ინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ, ვისაც უკვე გაფორმებული აქვს ...
არ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვებიარ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვები
ძვირფასო მომხმარებლებო თქვენთვის ინტერნეტში მოვიძიეთ იმ სიტ...
კარგი ამბები ინტერმედიაზე!კარგი ამბები ინტერმედიაზე!
ძვირფასო მომხმარებლებო საიტზე სიახლეები გვაქვს! კერძოდ კი სიახლე ტელევიზიების ...
ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5
20 წლის მოჭიდავემ _ ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქ...
რატომ მოიყარა თავი 10 000 ჩინელმა ერთ აუზში?რატომ მოიყარა თავი 10 000 ჩინელმა ერთ აუზში?
ალბათ წარმოუდგენელია თუ როგორ ცხოვრობდნენ წინაპრები კონდიცირების ე...
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ერთჯერად იცვლება თანხის მოთხოვნისა ...