x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ალკოჰოლიკები თუ უკანასკენლი რომანტიკოსები
image ქართველი საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი ის საგანგაშო ვითარება, რაც ნარკომანიას უკავშირდება, ამაზე ძალიან ბევრს და ძალიან ხმამაღლა საუბრობენ, რამდენად შედეგიანია ამ თემის პოპულარიზაცია სხვა თემაა, თუმცა ჩემი ყურადღება ამჯერად მიიპყრო სხვა არანაკლებ მტკივნეულმა პრობლემამ ალკოჰოლიზმმა, რომელზეც როგორც აღმოჩნდა, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები შედარებით ნაკლებად საუბრობენ.
აკოჰოლიზმი არის სპირტიანი სასმელებისადმი ავადმყოფური ლტოლვა, რის გამოც მას ნარკომანიის ჯგუფში განიხილავენ. ჩვენში ამ დაავადებას, ლოთობას უწოდებენ და მოსახლეობაში ფართოდ გავრცელების გამო იგი არა მარტო სამედიცინო, არამედ მეტად მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემად ითვლება.

რატომღაც ლოთობაზე რომ ჩამოვარდება საუბარი მეზობელი სახელმწიფოსკენ ვიშვერთ ხელს, თუმცა " რუსის ვანიები" ჩვენც ბლომად გვყავს, თუ გავითვალისწინებთ ერის მცირერიცხოვნებას გამანადგურებელ შედეგებამდე მივდივართ, ალკოჰოლიკების ოფიციალური სტატისტიკა ჩვენს ვეყანაში არაა, იმ უბრალო მიზეზით რომ მსმელების უმრავლესობა არ აღიარებს რომ ალკოჰოლზეა დამოკიდებული. არც ანონიმური ალკოჰოლური ორგანიზაციებია ჩვენში პოპულარული, მამრობით სქესზე რომ აღარაფერი ვთქვათ სმაში მათ ტოლს აღარც მანდილოსნები და არასრულწლოვანი მოზარდები უდებენ.
ჩემი დაკვირვების ობიექტებიც ამჯერად მსმელი ქალები და მოზარდები არიან. რომლებიც თავის მხრივ რამდენიმე კატეგორიად იყოფიან:
1. ქალები, რომელთაც უყვართ დროსტარება და სასმელი ერთად! ამ ყველაფერს კი თითქმის ყოველდღიური ხასიათი აქვს!
მე-2 კატეგორია არის ხანშიშესული ქალბატონები, მათ არყის ბოთლი მუდმივად "რედუკულში" აქვთ და ხელსაყრელ სიტუაციაში ალკოჰოლს მოურიდებლად " ხუხავენ".
3. არსებობენ ასევე ლუდის მოყვარულები, მაგრამ უკვე მათი მოყვარულობა გადადის მასზე დამოკიდებულებაში და ლუდით თრობაში. გასაკვირია, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ეს სასმელი ქართველ მანდილოსნებში. არიან მანდილოსნები, რომლებიც დილიდან იწყებენ ლუდის სმას და ცდილობენ ნებისმიერ ფასად შეიძინონ ალკოჰოლი.
4. არანაკლებ პოპულარულია კლუბებსა და ბარებში ალკოჰოლით გონის დაკარგვამდე თრობა, "საქმიანი ქალბატონები" განტვირთვისათვის შაბათ-კვირას მსგავს ადგილებს ხშირად სტუმრობენ და იმდენი კოქტეილებისა სპირტის დოზას იღებენ, რომ მთელი კვირა ყოფნის ორგანიზმს ალკოჰოლი. ეს ე.წ. სვეცკი "ტუსოვკები" განტვირთვის ნაცვლად, რა თქმა უნდა, ფიტავს ორგანიზმს, მაგრამ ეს მათი არჩევანია.

თუმცა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი დათვალშისაცემია არასრულწლოვანი გოგოების მიდრეკილება ალკოჰოლისადმი.
ყოველგვარი მიზეზის გარეშე პატარა გოგოები "ჩაუსხდებიან" სახლებსა თუ ბაღებში და დაუფრავად და დიდი დოზით ეძალებიან სასმელს. ერთ დროს "მზიური ბავშვთა ქალაქი იყო, ახლა მას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ "მსმელ ბავშვთა ქალაქი". აქ ცარიელ არაყზე ქეიფობენ, თან ამ ყველაფერს ხშირად ყოველდღიური ხასიაათი აქვს, მათ არც სუფრის კულტურა მიაჩნიათ ღირებულად და ტრადიციულ სადღეგრძელოებსაც არად დაგიდევენ. ეგ კი არა და ერთი აღმოჩენაც გავაკეთე: წინაპრებისა და წარსულების სადღეგრძელო ცუდ ტონად ითვლება, როგორც ბავშვები ამბობენ: "იმიტომ სვამენ რომ უსწორდებათ, კარგ ხასიათზე დგებიან და მსგავსი სადღეგრძელოებით თავს არ იგრუზავენ."
აღარაფერს ვამბობ იმაზე თუ რა მოდური გახდა 13 -14 წლის გოგოების თავშეყრა რესტორნებსა და კლუბებში, როგორც ხშირად ხდება, აქაც უკონტროლო მდგომარეობაა.
რატომაა ასეთი პოპუალარული ალკოჰოლი განსაკუთრებით მოზარდებში? ერთ_ერთი არასრულწლოვანის პასუხი ასეთია:
" ზოგი გოგოსთვის დალევა იმიტომ არის კარგი, რომ ისე ფხიზლად ვერ აკეთებენ თავიანთ გასაკეთებელს და რომ თვრებიან ვეღარ აკონტროლებენ თავებს, ამიტომ სვამს ძალიან ბევრი."
– და რის გაკეთება უნდათ?
– მაგალითად კლუბში ხარ და ვერ ცეკვავ, სვამენ რომ კომპლექსები მოეხსნათ და ადვილად შევიდნენ ბიჭთან ურთიერთობაში!
ისე რომ სვამენ ცარიელ არაყს? გახშირდა გოგოების "ჩასხდომა", ამაზე რას მეტყვი?
– ალბათ იმიტომ როომ კარგი ხასიათი შეიქმნან, მე როცა მოწყენილი ვარ, მაქვს ხოლმე დალევის სურვილი. ეს სკმაოდ ხშირად ხდება, უმეტესად რამდენიმე გოგო ვიკრიბებით ერთად ხან სად, ხან სად. რა თქმა უნდა, მშობლების ჩუმად და ვსვამთ. ზოგჯერ მშრალადაც, თუ ფული გვაქვს რაღაცეებსაც ვყიდულობთ, ძირითადად არაყის ფულს ვაგროვებთ ერთად.
– რომ სვამ გააზრებული გაქვს რომ მავნებელია?
– არც ვფიქრობ მაგაზე. ეგრე ყველა სვამს მე თუ მოვკვდები სხვაც მოკვდება.:)

როგორც ვხედავთ არასრულწლოვანებში ძირითადად ალკოჰოლზე დამოკიდებულება გაუცნობიერებლად ხდება, მოზრდილებისაგან განსხვავებით.
საინტერესოა რას ფიქრობენ ამ პრობლემაზე მედიკოსები?!
ლელა დანელია, ექიმი:

" ყველაფერი ყოველდრიურობად რომ არ იქცეს, საჭიროა პრობლემის გაჩენისთანავე ვეცადოთ მის აღმოფხვრას, თორემ შედეგები სავალალო იქნება!
ალკოჰოლური სასმელის ძირითადი მოქმედი ნივთიერება არის ეთილის სპირტი, რომელიც იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის მოშხამვას. დადგენილია, რომ სპირტიანი სასმელის ზომიერი დოზებიც კი ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ფუნქციების შეცვლას იწვევს. დასაწყისში მიღებული სასმელის მცირე დოზები განაპირობებს კუნთების მოდუნებას, მცირეოდენ გაბრუებას (ეიფორიას) და ერთგვარ დამშვიდებას, რაც სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს, განსაკუთრებით ნევროზული ან ფსიქოპათიური ხასიათის პიროვნებას, რომელსაც გაძნელებული აქვს გარემოსთან შეგუების უნარი.
– რა უწყობს ხელს ალკოჰოლზე დამოკიდებულებას და რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი?

– ქრონიკულ ლოთობას ხელს უწყობს მიკროსოციალური პირობები, აღზრდის ან ტრადიციის თავისებურება, დროებითი ან მუდმივი ფსიქოზური დაძაბულობა. გარკვეული მნიშვნელობა აქვს აგრეთვე მემკვიდრეობით მიდრეკილებას.
იმ შემთხვევაში თუ ლოთობამ მუდმივი ხასიათი მიიღო, ვითარდება ე.წ. ქრონიკული ალკოჰოლიზმი. ქრონიკული ლოთობისათვის დამახასიათებელია ე.წ. აბსტინენციური სინდრომი, ფსიქიკის და შინაგან ორგანოთა მუშაობის აშლილობით და მძიმე შეგრძნებებით. მათ დასათრგუნად ლოთი იძულებულია მიიღოს სასმელის ახალი დოზა.

ქრონიკული ალკოჰოლიზმის ფონზე ხშირად ვითარდება ხანმოკლე ფსიქიკური ეპიზოდები ან გაშლილი ალკოჰოლური ფსიქოზი: თეთრი ცხელება, ალკოჰოლური ჰალუცინოზი, ალკოჰოლური ბოდვები, მოზრდილ ასაკში (განსაკუთრებით მეუღლის ღალატის ბოდვა) ალკოჰოლური დეპრესია, ალკოჰოლური ენცეფალოპათის და ა.შ. განსაკუთრებულად საშიშია ახალგაზრდებში ალკოჰოლი, მას უამრავი უკუჩვენება აქვს, ჩამოუყალიბებელ ორგანიზმში უფრო ზლიერია მისი ზემოქმედება ცალკეულ უჯრედებზე, ასევე სხვადასხვა ორგანოებძე, განსაკუთებით კუჭსა და ღვიძლზე. რის შედეგადაც ვითარდება ისეთი დაავადება როგორიცაა ცე ჰეპატიტი.
ქნება.
მავნებლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გადაგვარებულია მომავალი თაობა, მათ კარგ მაგალითს არც ზრდასრულები აძლევენ, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რომ ასეთ ადამიანებს თავი არ მიაჩნიათ ალკოჰოლზე დამოკიდებულად, ზოგიერთი იმასაც კი გეტყვის " უკანასკნელი რომანტიკოსი ვარო"...
ფსიქოლოგების დასკვნის შედეგად კი: ძირითადი მიზეზი იმისაა, რომ ჩვენი თანამედროვენი ალკოჰოლისა და ნარკომანიის ილუზიათა სამეფოსკენ მიილტვიან - სულიერი დაცარიელება, ცხოვრების აზრის დაკარგვა, ზნეობრივი ორიენტირების ერთმანეთში არევა. ალკოჰოლიზმი არა მხოლოდ ცალკეული ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების სულიერი დაავადმყოფების გამოვლინებად იქცა.
0
238
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0