x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133848
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
შოკისმომგვრელი ფაქტები XVIII-XIX საუკუნეების ჰიგიენის შესახებ
XXI საუკუნეში ადამიანს აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ მოუაროს საკუთარ თავს: შამპუნი, ბალზამი, კრემი, ლოსიონი, ჰიგიენური საშუალებები. გარდა ამისა, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია მივიდეს სალონში ან ესთეტიური სილამაზის ცენტრში, სადაც მას ყველაფერს გაუკეთებენ სპეციალისტები. წარმოუდგენელია, თუ როგორ ცხოვრობდნენ ამ ყველაფრის გარეშე ადამიანები საუკუნეების წინ.
ყველასთვის ცნობილია თუ რა პრობლემებს შეიძლება შეხვდეს ადამიანი ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში. თუმცაღა, ეს პრობლემა არ იყო აქტუალური XIX საუკუნემდე.

image

image






























უმრავლესობა თვლიდა, რომ ცხელი ცყალი ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ინფექციის შეჭრას და ხშირი ბანაობა ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას.


image
















განსაკუთრებით იჩაგრებოდნენ ქალბატონები, ვინაიდან კრიტიკული დღეები მართლაც ძალიან კრიტიკული იყო იმ დროს და არ არსებობდა არანაირი ჰიგიენის საშუალებები. გარდა ამისა, ექიმების თვალსაზრისით, ქალის ტვინის უჯრედების მუშაობა ამ პერიოდში არის დაქვეითებული და მათ ეკრძალებოდათ კითხვა.

image













შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო პირის ღრუს ჰიგიენასთან დაკავშირებით. 1700 წელს იტალიაში დაიწყეს კბილის პასტის წარმოება, მაგრამ მხოლოდ ერთეულები იყენებდნენ მას. კბილის ჯაგრისის წარმოება კი დაიწყეს უკვე 1780 წლიდან. ის გამოიგონა ინგლისელმა პატიმარმა ვილიამ ადდისმა ციხეში ჯდომის დროს.

image















პირველი ტუალეტის ქაღალდი გამოიგონეს 1880 წელს. აქამდე მის შემცვლელად ძირითადად გამოიყენებოდა გაზეთები. ამასთან დაკავშირებით ყველა ხუმრობდა, რომ იოჰან გუტენბერგი, რომელმაც გამოიგონა გაზეთის საბეჭდი დანადგარი, იყო ტუალეტის ქაღალდის არაოფიციალური მწარმოებელი.

image










პირველი წინსვლა ადამიანის ჰიგიენის საკითხში მოხდა XIX საუკუნის ბოლოს. ექიმებმა დაასკვნეს, რომ ბანაობის შემდეგ ადამიანის სხეულზე ბაქტერიების რაოდენომა მცირდება. თავიდან მხოლოდ ინგლისელებმა აღიქვეს ეს ფაქტი და დაიწყეს ყოველდღიურად ბანაობა და საპნის გამოყენებით.

ამის მიუხედავად, ХХ საუკუნემდე ყველა თვლიდა, რომ ხშირი ბანაობა უშვილობის პირველი წინაპირობაა.

image














პირველი დეზოდორანტი გამოიგონეს 1888 წელს. მანამდე, ოფლის გამოყოფას ებრძოდნენ სუნამოს საშუალებით, მაგრამ ეს დროებითი და არაეფექტური იყო.

image














შამპუნის წარმოება დაიწყეს მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს. თმას იბანდნენ ჩვეულებრივი საპნით, რომელსაც ამზადებდნენ სახლის პირობებში.

image

























ამის გამო ძალიან გავრცელებული იყო პედიკულოზი (ტილიანობა), რომელსაც ებრძოდნენ ვერცხლისწყლის გამოყენებით.

image


0
424
1-ს მოსწონს
ავტორი:Casper
Casper
424
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0