x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გოგრა - განუმეორებელი პროდუქტია ჯანმრთელობისთვის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლოა მისი თესლი
image

გოგრა - განუმეორებელი პროდუქტია ჯანმრთელობისთვის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლოა მისი თესლი.რა ვიცით და როგორია გერმანელი და ესპანელი ექსპერტების კვლევის შედეგები? გოგრის თესლი სავსეა თუთიით, რაც იმუნური სისტემისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, თუთიის გარდა გოგრაში ბევრია მანგანუმი, კალიუმი, ფოსფორი, ცილა.

ესპანელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ გოგრის თესლი კიბოს უჯრედებს ანადგურებს.ცოტა განსხვავებულ, მაგრამ უფრო დამაჯერებელ მოსაზრებებს გვიზიარებენ გერმანელი მეცნიერები.მათი თქმით, ქალების შემთხვევაში გოგრის თესლის ხშირად მიღება 20 პროცენტით ამცირებს მკერდის კიბოს გაჩენის რისკს.გარდა იმისა, რომ კიბოს უჯრედებს ებრძვის, ის ადამიანს ეხმარება ძილის გაუმჯობესებაში, საუკეთესოდ ითვლება მხედველობისთვის.ქართული ტრადიციიდან გამომდინარე, რაზეც უცხოელი ექსპერტებიც საუბრობენ, ის იდეალური საშუალებაა ჭიების საწინააღმდეგოდაც.imageimage

ცნობისათვის, გოგრა ძალიან მარტივად გადამუშავდება და შესაბამისად ხელს უწყობს ფუნქციონირებაში ნაღვლის ბუშტს.გოგრა იმდენად მდიდარია ორგანიზმისთვის სასარგებლო ვიტამინებით, მისი ხშირად მირთმევის შემთხვევაში ღვიძლი ათასგვარი შლაგებისგან თავისუფლდება ანუ ადამიანის ღვიძლი ჯანმრთელი ხდება.

მრავალწლიანი კვლევის შედეგად უცხოელი ექსპერტები თანხმდებიან ერთზე; გოგრის ნაყოფი იდეალურია გასტრიტის, გაციების, ყელის ტკივილის დროს.


ხშირად გოგრას ვყიდულობთ არა მარტო კულინარიული მიზნებისათვის, არამედ სამკურნალოდაც.გოგრა განსაკუთრებით სასარგებლოა და არავისთვის უცხო არაა, რომ მას გამაახალგაზრდავებელი ეფექტებიც აქვს. არსებობს გოგრის მრავალი სახეობა და მასთან ერთად არსებობს მისი მომზადების მრავალი მეთოდი.image

1
442
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
442
  
2016, 25 თებერვალი, 16:21
გ-გ
0 1 1