x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
თქვენ... ვისაც გიყვართ და გახსოვთ, არასდროს დაივიწყოთ რომ არასდროს გაქრეს...
რეზო ინანიშვილი ძალიან დიდი ქართველი მწერალი გახლავთ, თუ მისი სახელის ხსენებაზე, პირველ რიგში, ციყვები, მელაკუდები და ოფოფები ახსენდება

ვინმეს, ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ საქართველოს ისტორიისა არ იყოს, ქართული მწერლობაც თავიდან არის წასაკითხი, გადასაფასებელი და შესაფასებელი.

image




წარმოშობით ხაშმელი გლეხი გახლავთ; კახელი, პურისა და ღვინის მომყვანი კეთილშობილი გლეხების შთამომავალი.





მის საოცარ მოთხრობას თუ ჩახედავთ, უბრალო სათაურით - "ზოოპარკში", სადაც ასევე უბრალო ამბავია აღწერილი, - როგორ მიჰყავს პაპას ორი "გემრიელი" შვილიშვილი ზოოპარკში და მერე, იქ, როგორ დგანან, ძალიან დიდხანს, კამეჩების ვოლიერთან, სადაც არავინ ჩერდება, რადგან "კამეჩები იციან", - დაინახავდით, რომ

"...ეს იქნებოდა ტრაგიკულად განშორებულ და მერე კვლავ შეხვედრილი ოჯახის წევრთა ყველაზე დიდი სურათი ქვეყნიერებაზე."


image



თუ ვინმეს სოფლისა რამე გაეგება, აუცილებლად ეცოდინება, რომ ეს არ არის წითელი- ყვითელი ფოთლების შრიალი და "თოვს, თოვს, ხოშკაკლავს,

პაპაჩემი ღორს დაკლავს". სოფელი გაცილებით ღრმაა და საშიშია, ვიდრე

ქალაქი, იმიტომ რომ იქ ყველაფერი

ხელისგულზეა და კიდევ იმიტომ რომ იქ ნათესავები ცხოვრობენ, რომლებიც ძალიან გიყვარს, იმათაც უყვარხარ, მაგრამ მიჯნები სულ გასარკვევი და გასაყოფი გაქვთ. მე ვიცი, როგორ შევიდა რეზო ინანიშვილი ხაშმში, თავის წლობით უნახავ მარანში, - შეაჭრიალა მოქცეული კარი და სიბნელეში და თქვა: - "შენ გენაცვალე, ჩემო მარანოო!" ძალიან მაგარი უნდა იყო რომ სოფელში შენ ცხოვრებას ფასი ჰქონდეს და უფრო მაგარი, რომ სოფელზე წერო.



ტკივილით არის დატენილი რეზო ინანიშვილის მოთხრობები: "ანანურელი ულამაზოები", "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება", "სადგური", "ტყვეები", "ყვავი", "წყალობა", "კალათები", "ტყვია". ტკივილი იგრძნობა საბავშვო წიგნში "შორი თეთრი მწვერვალი". დახედავ ყდას და ხედავ, გრძნობ იმ იდუმალ, შორ თეთრ მწვერვალს.

დიდი მწერლები, დიდი წინასწარმეტყველების უნარითაც არიან დაჯილდოებულები.

რეზო ინანიშვილი თავის ყველაზე თბილ მოთხრობებშიც გვეუბნებოდა და გვაფრთხილებდა, რომ ადვილი არ იქნებოდა, ადვილად არაფერი მოხდებოდა და აი, არც მოხდა.

image















image
















ცალკე სათქმელია მისი მცირე პროზა, მინიატურები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება მის დიდ პროზას და მიზანში მორტყმის თვალსაზრისით კი, იქნებ, აჭარბებს კიდევაც.

დიდმა მწერალმა ყოველთვის იცის რომ დიდი მწერალია, რა თქმა უნდა, რეზო ინანიშვილმაც იცოდა, რომ დიდი მწერალი იყო, აქედან მოდიოდა მისი შინაგანი გამბედაობაც და თავმდაბლობაც. გვხიბლავს მისი საოცარი სითბო, ადამიანური სიკეთე, რაც მწერალმა სტრიქონებს გააყოლა, მაგრამ ჩნდება ფიქრი რომ მის შესაძლებლობებს განგებ შეუკვეცა ფრთები - უარყო, როგორც წმინდა ეპიკური ისე კონცეფციური პროზა.

....წეღან ვთქვი, დიდი მწერლები წინასწარმეტყველები არიან მეთქი. ასევე იწინასწარმეტყველა რეზო ინანიშვილმა თავისი უკანასკნელი საათები ამ დედამიწაზე. თავის ერთ-ერთ მინიატურაში დაახლოებით ასეთ რამეს ამბობს: "არ

არსებობს უფრო საპატიო დაკრძალვა, ვიდრე ის, როგორიც მოცარტსა და ფიროსმანს ერგოთ წილად. რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით მღვდელი რომ აგიგებს წესს და მიწას მიგაბარებენ" - სწორედ ასე დაკრძალეს რეზო ინანიშვილი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ამ დროს რუსთაველზე რეზო ინანიშვილის მოთხრობებზე გაზრდილი ქართველები ერთმანეთს უბათქუნებდნენ...

მე არაჩვეულებრივი ბაბუა და კარგი პაპა მყავს ( რომელიც დიდი ხანია არ მინახავს) მაგრამ მომინდა.. რატომღაც მომინდა, რეზო ინანიშვილი ჩემი პაპა ყოფილიყო....

ჩემი მიზანი კი ერთია... კიდევ ერთხელ გაიხსენოთ, ან უბრალოდ გაიხსენოთ ან თავიდან წაიკითხოთ და არასოდეს დაივიწყოთ ჩემი... ჩვენი... კეთილშობილი "პაპა".


0
295
4-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0