x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა არის ალტუიზმი ?
ავტორი:ნათია ჭანტურია


24.02.16



ალბათ გვსმენია და თავადაც შევსწრებივართ ისეთ მოვლენებს როცა ადამიანი გასაჭირშია და დახმარებას საჭიროებს, ამ დროს ადამიანთა უმრავლესობა იბნევა და დახმარების გზის ძებნის ნაცვლად ადგილზე შეშდება, არ იცის როგორ მოიქცეს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი ფიქრის გარეშე, უყოყმანოდ და დაუფიქრებლად ცდილობენ სხვისთვის დახმარების გაწევას ისე რომ ამ დროს არც აქვთ გაცნობიერებული თუ რაოდენ ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ეს ქმედება პირადად მათთვის, ისინი არც რაიმე სახის ჯილდოს მიღების მიზნით აკეთებენ ამას და არც იმისთვის რომ სხვებმა შეამჩნიონ და გმირებად გამოაცხადონ, მათ მხოლოდ სხვისი დახმარების სურვილი და დახმარების გაწევით გამოწვეული კმაყოფილება შეიძლება ახასიათბდეთ.ეს ადამიანები ალტუისტები არიან. ცოტა არ იყოს იშვიათია ასეთი ხალხი ჩვენს სოციუმში, თუმცა საბედნიეროდ არც იმდენად იშვიათი რომ ფაქტების მოძიება შეუძლებელი იყოს.ტელევიზიით შეიძლება გვსმენია ისეთი ფაქტები როგორიცაა, თუ როგორ გამოიყვანა ადამიანმა ცეცხლოდებული შენობიდან მსხვერპლი, შეიძლება ვიფიქროთ რომ ეს მეხანძრის მოვალების ნაწილია, მაგრამ დაუფიქრებლად თავს ბევრი მეხანძრეც არ გაწირავს, თუ სიტუაცია უიმედო და საგანგაშოა ასვე გვსმენია თუ როგორ გადაეფარა სხვისთვის განკუთვნილ ტყვიას ჩვეულებრივი მოქალაქე და მსგავსი ალტუისტული ქმედებები.image





















საკუთარ თავს ვკითხოთ კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში გასაჭირში მყოფი ადამიანის გამო გავრისკავდით თუ არა ჩვენსავე სიცოცხლეს და საფრთხის ქვეშ დავაყენებდით მას? თუმცა რთულია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სანამ ფაქტის წინაშე არ დავდგებით და პირისპირ არ შევეჯახებით მსგავს რელობას.მაგრამ მაინც რა უბიძგებს ადამიანს ალტუისტული ქმედებისკენ? ეს შეიძლება იყოს გენეტიკურად განპირობებული, რაგდან ადამიანები ერთმანეთის დახმარების სურვილით არიან თავიდანვე განმსჭვალულნი და ეს მათ გენეტიკურ კოდში დევს.სოციობიოლოგმა რობერტ ტრივერსმა (1971) ხაზი გაუსვა ორმხრივი ან საპასუხო ალტრუიზმის სავარაუდო ბიოლოგიურ საფუძველს. მისი აზრით, ის შესაძლო „ხარჯები“, რომლებსაც ინდივიდი გასცემს სხვისი დახმარების დროს, კომპენსირდება შესაძლებლობით, რომ თავად ისიც მიიღებს დახმარებას სხვისგან. თუმცა, ურთიერთდახმარების ასეთ სისტემას საფრთხეს უქმნის პოტენციური „გაიძვერა“, რომელიც სხვისგან იღებს დახამრებას, მაგრამ თვითონ არაფერს გასცემს.ასევე ადამიანების ალტუისტულ ქმედებაზე გავლენას ახდენს ის თუ როგორ გარემოში გაიზარდნენ და როგორი ქცევითი მაგალითები აქვთ გარშემომყოფებისგან, თუ როგორ გამოხატავენ მის წრეში მყოფი ადამინები სხვების მიმართ ემპათიას, მათდამი დახმარების სურვილს, ანუ ადამიანები დაისწავლიან სხვებისგან თუ როგორი რეაგირება იქნება მართებული გარკვეულ სიტუაციაში და უფრო მეტია ალბათობა მათი მიბაძვისა შესაბამის სიტუაციებში.დახმარების სურვილი შეიძლება დამოკიდებული იყო იმაზეც თუ რამდენად სწორად და სწრაფად შეაფასებს ადამიანი სიტუაციას და საჭიროდ და აუცილებლად ჩათვლის დახმარებას, ამ დროს გადამწყვეტ როლს თამაშობს ის, რომ ხშირად გაურკვეველია სიტუაცია და რთულია მყისიერად გადაწყვიტო როგორ მოიქცე, თუმცა სიტუაციაში გარკვევისა და მათი საჭიროების აუცილებლობაში დარწმუნების შემთხვევაში ალტუიზმი ადამიანები ახორციელებენ დახმარების ქცევას ბევრი ფიქრისა და პროგნოზირების გარეშე.ამგვარი ადამინები აუცილებლად იმსახურებენ რომ შემჩნეულნი და დაფასებულნი იყვნენ სხვების მიერ, მიუხედავად იმისა რომ ამას არ ითხოვენ და ჩრდილში ამჯობინებენ ხოლმე ყოფნას.ჩვენ ჩულებრივმა ადამიანებმა უნდა დავუფასოთ მსგავსი გმირული სულისკვეთების მქონე ხალხს მათი ეს გარჯა და უნდა ვეცადოთ თითოეულ ჩვენგანში გავაღვიძოთ გარვეული დოზით ალტუიზმის ნიშნები, რათა სამაგალითო ვიყოთ სხვებისთვისაც და მეტ ადამინას გავუჩინოთ გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანების დახმარების სურვილი და შესაძლებლობა.

გამოყენებული ლიტერატურა:
ე. ტეილორი, ლ.პეპლოუ და და სირსი “სოციალური ფსიქოლოგია"

2
523
2-ს მოსწონს
ავტორი:ჭანტურია ნათია
ჭანტურია ნათია
523
  
2016, 24 თებერვალი, 23:31
წლების წინ, მიწისძვრის დროს პირველივე ბიძგზე ისე გადავახტი ჩემი სამი წლის ბიჭს (კიდევ კარგი, არ ახსოვს))) და გავვარდი გარეთ, რომ სინათლის სხივს შეშურდებოდა((( არადა, გულს ამოვიგლეჯ მისთვის...
2016, 24 თებერვალი, 20:52
ნამდვილად არ ვიცოდი ასეთ ხალხს კონკრეტული წოდება თუ ჰქონდათ,მშვენიერი ,ინფორმაციული სტატიაა
0 1 2