x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მე თუ ვრყვნი ახალგაზრდობას და ამხელა ზეგავლენა თუ მაქვს... - ნინი ონიანი

25 წლის, პროფესიით ფარმაცევტი, ყველასათვის კარგად ცნობილი, სექსუალური ნინი ონიანი სულაც არ არის სინამდვილეში მსახიობი. 8-9 წლის ასაკშიც ჰქონდა რაღაც რეკლამებში გადაღებები, თუმცა კომედი შოუს ქასთინგზე მან თავი არაჩვეულებრივად გაართვა და შესანიშნავი სამსახიობო მონაცემების წყალობითა და საკმაოდ თამამი და პიკანტური როლებით, მალე შეაყვარა მაყურებელსაც თავი. დედისერთა ლამაზმანი დედასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს და ჯერ-ჯერობით თავისუფალია, თუმცა თაყვანისმცემლები არ აკლია.

image


ყველა სხვა დანარჩენი ადამიანის მსგავსად დადის კლუბში, ჰყავს მეგობრები და აქტიურობს ფბ-ზე. პერიოდულად კი გვიზიარებს საკუთარ სურვილებსა და გულის ნადებს პოსტების საშუალებით.


ჯერ ახლახანს გაეხვა ახალ სკანდალში საკუთარი პოსტის გამო, რომლის თანახმადაც სექსის ლეგალიზაციას ითხოვდა. სწორედ ამ პოსტმა აღაშფოთა ვინმე ივერი ჯიქურაული, რომელმაც ჭკუის დასარიგებელი პოსტი დაუთმო:- "რა რაოო, ეგ რაღაც ახალი თქვი შენ! ოღონდ ამიხსენი შვილო ნინი, სექსის ლეგალიზაცია რაღაა? ალბათ პროსტიტუციის ლეგალიზებაზე გინდოდა გეთქვა ორი სიტყვა არაა? რა შეგვატყვე ასეთი "აზაბოჩენობის"? თუ ქუჩაში გიყურებენ დამშეული თვალებით? ვაააჰ, აფერუმ შენს დედაკაცობას, რა გჭირს დალოცვილო, შენ არ აცხადებდი?- აქედან წასვლა მინდაო? მაინცდამაინც ქაჯური გამოხტომებით გინდა ყურადღების ცენტრში ყოფნა? არ გიფიქრია, რომ შენს ქაჯურ გამოხტომებს მაიმუნებივით ბაძავენ მოზარდი გოგოები და სულს იხრწნიან? ბოზობა, ქაჯობა და სიბილწე გერევა სიტყვის თავისუფლებაში? შენს გვარს და კუთხეს მაინც ეცი პატივი! ნინი ლამაზი გოგო ხარ, ეშხიანი, ალბათ ჭკვიანიც, ჰოდა მანდ დარჩი რა... არაა საჭირო შენი ინტიმური მოთხოვნილებების სახალხო დემონსტრირება! პატივი ეცი შენს სახელს. ყველაფერი წარმავალია, სილამაზეც, სახელიც, პოპულარობაც და როცა მოხუცდები, აღარავის ენდომები გერენტოფილების გარდა!"



image


არც ნინიმ აცია და საპასუხოდ აი ეს მიწერა მას:


"რატომ არ დაგეზარათ ივერი??? :))) ძალიან სახალისო კომენტარია, ამდენი პარადოქსული აზრი ერთ ადამიანს როგორ გეტევათ თავში??? :)))))) თუმცა სხვა არც არაფერი გაქვთ და რაღაცით ხომ უნდა იყოს ამოვსებული ეგ თავი
...?! :)))))))) მე თუ ვრყვნი ახალგაზრდობას და ამხელა ზეგავლენა მაქვს.... მე ვყოფილვარ პირონება...?! ვაი ვაააააიიიიიიიიიი ......."- წერს ნინი ონიანი.


image

2
1336
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1336
  
2016, 6 მარტი, 17:06
რა უნდა ამას ეხლა ყველამ იცი დააწყნარეთ
2016, 24 თებერვალი, 16:26
სხვა "სიკეთესთან" ერთად უზრდელიც ყოფილა ეს გოგო...
0 1 2