x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სანამ ვინმეს სოციალურ ქსელში უხამს კომენტარს დაუდებთ, ჯერ კარგად დაფიქრდით ღირს კი ამის გაკეთება

image სანამ სოციალურ ქსელში ვინმეს უხამს ან შეურაცმყოფელ კომენტარს დაუწერთ, ჯერ კარგად დაფიქრდით–იმსახურებს კი ეს ადამიანი თქვენგან მსგავს კომენტარს.
თუმცა ჩემი აზრით უცნობი ადამიანის მისამართით უხამსი კომენტარის გაკეთება ისედაც არაა მთლად კარგი და მისაბაძი საქციელი.
სოციალურ ქსელში ხშირად წააწყდებით სრულიად უწყინარ სურათზე, ვიდეოზე ან სტატუსზე გინების კორიანტელს, ვიღაცა ასე ცდილობს მონიტორს მიღმა მჯდარმა "გული უაზროდ მოიფხანოს".
გაითვალისწინეთ! დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას "ადრესატმა" გაიგოს კანონიერი ხერხებით ვინაა უხამსი კომენტარის ავტორი, რადგან "ტროლინგი" დასჯადი ქმედებაა ბევრ ქვეყანაში.
ამიტომაც გირჩევთ ნებისმიერი უხამსი კომენტარის დადებამდე კარგად დაფიქრდეთ თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამას!
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატში, ფეისბუქის გვერდზე სრულიად უცნობ მოსწავლე გოგონას სხვა სკოლელმა ბიჭმა "იქედნური" და ცინიკური კომენტარები გაუკეთა გოგონას გვერდზე, ალბათ ფიქრობდა დაუსჯელი დარჩებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
გოგომ მოიძია კომენტარის ავტორი, მივიდა მის სკოლაში და ამხანაგების თვალწინ მაგრადაც "მიძუყნა", როგორც აღმოჩნდა გოგონა ბრაზილიურ საბრძოლო ხელოვნებას(ჯიუ–ჯიცუ) საკმაოდ კარგად ფლობდა.

+14

0
150
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0