x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ნუკა კვალიაშვილი მეორე ბიჭის დედობისთვის ემზადება.
image
ცნობილი ქართველი მომღერლის ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი, ნუკა კვალიაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მუსიკალური ტელეპროექტის "საქართველოს ვარსკვლავის" მეშვეობით. ნუკამ ხალხს თავი დაამახსოვრა ძლიერი ხმითა და განსხვავებული იმიჯით. ნუკა პროექტის ფინალისტი იყო, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება სხვას ერგო. გარდა ამისა იგი მონაწილეობას ღებულობდა კიდევ ერთ სატელევიზიო მუსიკალურ ტელეპროექტში "ერთი ერთში".

მომღერალი ადრე მამის გვარს, გვალიას ატარებდა, მაგრამ "საქართველოს ვარსკვლავის" შემდეგ, მამაზე განაწყენებულმა და იმის გამო, რომ არ ჰქონდა მასთან არანაირი ურთიერთობა, ცნობილი დედის გვარზე, კვალიაშვილზე გადავიდა.

24 წლის მომღერალი ნუკა კვალიაშვილი გათხოვილია, ჰყავს შესანიშნავი მეუღლე ნიკუშა კობახიძე.

წყვილმა ინტერნეტის საშუალებით გაიცნო ერთმანეთი.


ნუკა კვალიაშვილი ყოველთვის ცდილობს დაარღვიოს ქართული სტერეოტიპები გარეგნობასთან დაკავშირებით და ხშირად იცვლის იმიჯს. განსაკუთრებით კი უყვარს ექსპერიმენტების ჩატარება თმის ფერსა და ვარცხნილობაზე. აქვს უამრავი ტატუები და პირსინგები სხეულის სხვადასხვა ნაწილებში.
ნუკის მეუღლეც განსხვავებული იმიჯით გამოირჩევა.

წყვილს ყავს 2 წლის პატარა ლუკა. ახლა მომღერალი მეორე ბავშვზეა ფეხმძიმედ და ივლისისთვის ელოდება პატარას. ნუკისთვის უკვე ცნობილი გახდა ბავშვის სქესი, მას მეორეც ბიჭი ეყოლება და მომავალი შვილისთვის სახელიც შერჩეული აქვს. სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ეს სასიხარულო ინფორმაცია თავის მეგობრებს გაუზიარა:

" ჰოოოოდაააააააააააა მეორე ბიჭის დედა ვხდები ივლისის ბოლოს... ლუკა და ალექსანდრე, ვოტ ტაკ..."

imageimage

0
145
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0