x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
5 ყველაზე უხერხული ისტორიული შეხვედრა ცნობილ მუსიკოსებსა და პრეზიდენტებს შორის

ბევრი პოლიტიკოსი ოცნებობს ისეთივე რაოდენობის აუდიტორიის ნებაყოფლობით შეკრებაზე, როგორც ამას ცნობილი მუსიკოსები ახერხებენ. შეიძლება ახერხებენ კიდეც ამას, მაგრამ ფაქტია, რომ მათ გამოსვლებზე დამსწრეთა დიდი ნაწილი ნებაყოფლობით არ არის მისული, ან უბრალოდ რაიმე გამორჩენას ელის. ასეა თუ ისე, ბევრი პრეზიდენტი ცდილობს დაუმეგობრდეს ცნობილ მუსკოსებს, თუმცა ზოგ შემთხვევაში მათი შეხვედრა საკმაოდ უხერხული გამოდის.

რიჩარდ ნიქსონი და ელვის პრესლი
image

1970 წელს ელვის პრესლიმ რიჩარდ ნიქსონს მისწერა წერილი, რომელშიც მასთან შეხვედრას ითხოვდა. ქვეყნის პრეზიდენტი და მუსიკის მეფე ერთმანეთს შეხვდნენ 21 დეკემბერს, თეთრ სახლში, სადაც ნიქსონმა ელვისს ნარკოტიკებთან მებრძოლი ფედერალური აგენტის ნიშანი აჩუქა, ხოლო ელვისმა პრეზიდენტს თავისი ავტოგრაფიანი ფოტო უსახსოვრა.
image

ეს შეხვედრა სულ მალე ლეგენდარული გახდა. ამბობდნენ, რომ ელვისმა ფედერალური დაზვერვის ბიუროს დახმარება შესთავაზა შოუ-ბიზნესში ანტიამერიკული ელემენტების (კერძოდ The Beatles-ის) გამოსავლენად. მეორე ვერსიით კი ყველაფერი პირიქით იყო: დაზვერვის ბიუროში უნდოდათ პრესლის ჩანერგვა, რათა მას სცენიდან პროპაგანდა დაეწყო. მაგრამ სინამდვილეში, ელვისმა, რომელიც დიდი ხანია სამართალდამცავი ორგანოების ნიშნებს აგროვებდა, ეშმაკობას მიმართა, რათა მიეღო ნარკოტიკებთან მებრძოლი ფედერალური აგენტის ნიშანი.
ასეა თუ ისე, სეხვედრით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. პრესლი დამშვიდობებისას პრეზიდენტს გადაეხვია კიდეც.

რონალდ რეიგანი და მაიკლ ჯექსონი
image

1984 წლის 16 მაისს მაიკლ ჯექსონი მიპატიჟებული იყო თეთრ სახლში, სადაც რონალდ და ნენსი რეიგანებმ გადასცეს მას სახელმწიფო ჯილდო იმისათვის, რომ მუსიკოსმა თანხმობა განაცხადა მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის საწინააღმდეგო სოციალურ რეკლამაში თავისი სიმღერის, Beat It-ის გამოყენებაზე. შეხვედრის ინიციატორი იყო თავად მაიკლი: მან წამოაყენა პირობა, რომ სიმღერაზე უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცემდა, თუ ამისთვის პრეზიდენტის ხელიდან ჯილდოს მიიღებდა.


დაჯილდოების ცერემონიალზე, რეიგანმა, რომელიც ცნობილი იყო იუმორის გრძნობით, წარმოთქვა სახუმარო მისალმების ტექსტი, რომელშიც გამოიყენა ჯექსონის ჰიტების სახელწოდებები, რითაც მუსიკოსი შეაცბუნა. შეხვედრის შემდეგ რეიგანმა თავის დღიურშიც კი ჩაწერა: "არ მეგონა, რომ მაიკლ ჯექსონი ასეთი მორიდებული იყო".

ჯორჯ ბუში და ბონო
image

U2-ს ლიდერი, ბონო დათანხმდა ჯორჯ ბუშ უმცროსთან შეხვედრაზე 2002 წელს, რათა ერთად განეხილათ მესამე სამყაროს ქვეყნებში შოდსთან, მალარიასთან და სიღარიბესთან დაკავშირებული პრობლემები.


როგორც 2015 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში პრეზიდენტი იხსენებდა, შეხვედრის წინ იგი დარწმუნებული იყო, რომ უნდა შეხვედროდა სონი ბონოს, შერის ქმარს. როგორც ჩანს, ბუში დიდი ხანია არ დაინტერესებულა შოუ-ბიზნესით, რადგან გარდა იმისა, რომ სონი და შერი ერთმანეთს ჯერ კიდევ 1975 წელს დაშორდნენ, სონი 1998 წელს გარდაიცვალა.

ბარაკ ობამა და ბობ დილანი
image
2010 წელის 9 თებერვალს თეთრ სახლში შედგა ტრადიციული კონცერტი. პროგრამაში გამოცხადებული იყო ჯენიფერ ჰადსონი, სმკი რობინსონი, ნატალი კოული, იოლანდა ადამსი და ბობ დილანი. ეს უკანასკნელი არ დაესწრო არც ერთ რეპეტიციას და არ აცნობა ორგანიზატორებს, რომელ სიმღერას შეასრულებდა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ინტერვიუში ხუმრობით განაცხადა კიდეც, რომ ბობ დილანი მასთან შეხვედრას თავს არიდებდა.

კონცერტზე დილანმა შეასრულა The Times They Are a-Changing, რის შემდეგაც ჩამოვიდა დარბაზში, ხელი ჩამოართვა ობამას და უსიტყვოდ დატოვა თეთრი სახლი. თუმცა 2012 წელს მაინც შედგა პრეზიდენტისა და მუსიკოსის შეხვედრა, რომლის დროსაც ობამამ დილანს თავისუფლების მედალი გადასცა.

დიმიტრი მედვედევი და რუსი როკერები



image

2010 წლის 12 დეკემბერს "ბლუზ-კაფეში" რუსეთის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი შეხვდა რუს როკ-მუსიკოსებს ანდრეი მაკარევიჩს, სერგეი გალანინს, ბორის გრებენშიკოვს, ვადიმ სამოილოვს, ვლადიმირ შახრინს, ალექსეი კორტნევსა და ილია ჩორტს. შეხვედრაზე განიხილეს პოლიტიკური პრობლემები და საკითხი იმის შესახებ, ცოცხალია თუ არა ისევ როკ-ენ-როლი.

როგორც პრესაში წერდნენ, შეხვედრის ინიციატორი იყო ანდრეი მაკარევიჩი, თუმცა აღშფოთებული მუსიკოსი ამას კატეგორიულად უარყოფდა.



1
330
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
330
  
2016, 24 თებერვალი, 12:08
გ-გ
0 1 1