x
სლაიდ-შოუს გაკეთება ნულიდან
24 თებერვალი, 12:05

image

საქართველო 5 კადრში

image

სლაიდ-შოუს შექმნის პროცესი რამოდენიმე ეტაპად იყოფა:

image1. მასალების მომზადება
პირველ რიგში, უნდა გავაკეთოთ ან ინტერნეტში მოვძებნოთ ჩარჩო – შაბლონი სლაიდშოუსთვის.

image

თუ ანიმაცია მობილური ტელეფონისთვის მზადდება, შაბლონის ზომა შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ მობილური ტელეფონის ეკრანის გაფართოების ზომასთან. ამის შემდეგ, საჭიროა ფოტოსურათების შერჩევა.

imageimage2. მონტაჟი

შაბლონ – ჩარჩოზე ჯერ უნდა დავამონტაჟოთ ის სურათები, რომლებიც კადრების შეცვლის დროს, არ შეიცვლება. შემდეგ უნდა მოვახდინოთ ფენის კოპირება იმდენჯერ, რამდენი სურათიც გვაქვს სლაიდშოუში წარმოსადგენად და დავამონტაჟოთ სურათები ფენებსე (შევქმნათ კადრები). ქვედა ფენაზე უნდა იყოს პირველი კადრი, ხოლო ზედაზე, ბოლო.
ანომაციის პალიტრის გახსნის წინ, Layers პალიტრა ასე უნდა გამოიყურებოდეს:

image

image

3. ანიმირება
ბრძანებით: მენიუ Window > Animation, ეკრანზე გამოდის ანიმაციის პალიტრა ერთი კადრით.

image

დავაჭიროთ კადრების დამატების ღილკს (1) და დავამატოთ იმდენი კადრი, რამდენი ფენაც გვაქვე Layers პალიტრაში ანუ იმდენი კადრი უნდა გვქონდეს, რამდენი სურათიც იქნება სლაიდშოუში და დამატებით კიდევ ერთი კადრი. კადრების დამატების შემდეგ, ყველა კადრში ერთნაირი გამოსახულება იქნება ასახული. კადრში ცვლილების შესატანად, საჭიროა მისი მონიშვნა და Layers პალიტრაში იმ ფენის ჩართვა და გააქტიურება, რომელიც უნდა აისახოს ამ კადრში. პირველი და ბოლო კადრი ერთნაირი უნდა იყოს.

imageძირითადი კადრების მომზადების შემდეგ, საჭიროა გარდამავალი კადრების ჩასმა. ამისათვის ანიმაციის პალიტრაში უნდა მოვინიშნოთ პირველი კადრი და დავაჭიროთ შუალედური კადრების შექმნის ღილაკს (2). ეკრანზე გამოვა სადიალოგო ფანჯარა, რომელშიც ყველა პარამეტრი უკვე დარეგულირებულია, მხოლოდ OK ღილაკზე დაჭერაა საჭირო.

imageპირველსა და მეორე კადრებს შორის ჩაემატება 5 გარდამავალი კადრი. იგივე ოპერაცია უნდა ჩავატაროთ დანარჩენ კადრებთან დაკავშირებით, ბოლო კადრის გარდა.

imageამის შემდეგ, დავარეგულიროთ ეკრანზე კადრის შეჩერების დრო. ანიმაციის პალიტრაში თითოეული კადრის ქვეშ მოცემულია კადრის შეჩერების დრო. პატარა შავ სამკუთხედზე დაჭერით, ეკრანზე გამოდის მენიუ, რომელშიც შეიძლება შეჩერების დროის არჩევა 0-დან 240 წამამდე დიაპაზონში (Other პუნქტზე დაჭერით, ეკრანზე გამოდის სადიალოგო ფანჯარა, რომელშიც მენიუს პუნქტებისგან განსხვავებული დროის პარამეტრის ჩაწერა არის შესაძლებელი). ძირითად ანუ სრულ კადრებზე უნდა დავაყენოთ 2 წამი, ხოლო დანარჩენზე, 0 წამი დავტოვოთ.

imageანიმაციის შექმნის შემდეგ ეტაპზე, საჭიროა ჩვენების ციკლის დადგენა. ანიმაციის პალიტრის ქვედა მარცხენა კუთხეში, ღილაკების ზოლის თავში, მოთავსებულია ციკლის რეჟიმის პარამეტრი. ავტომატურ რეჟიმში უწყვეტი ციკლია დაყენებული (Forever). პატარა შავ სამკუთხედზე დაჭერის შემდეგ, ეკრანზე გამოდის მენიუ, რომელშიც შეიძლება ციკლის სხვა რეჟის არჩევა:
Once – ერთჯერადი ჩვენება;
Other – გამოდის სადიალოგო ფანჯარა, რომლის Play ველში საჭიროა ციკლის რაოდენობის მაჩვენებლის ჩაწერა;

imageყველა პარამეტრის დარეგულირების შემდეგ, Play ღილაკზე (3) დაჭერით, უნდა შევამოწმოთ მიღებული შედეგი (დოკუმენტის ფანჯარაში ჩვენს მიერ შექმნილი კადრები ამოძრავდება). შენახვის წინ, უნდა შევაჩეროთ ანიმაცია იგივე ღილაკზე დაჭერით.

image

4. ანიმაცია შევინახოთ GIF ფორმატში ბრძანებით: მენიუ File > Save for Web & Devices.

image

ანიმაციის შექმნის ამ წესით, ნებისმიერი შინაარსის ანიმაციის გაკეთება შეიძლება. მაგ., ასეთის:

image

image

მოწევა კლავს

imageimage

ს. დალის „ჩაფიქრებული ვარდი“ და სხვა ყვავილები

image

image

S. Dali (The best)

46
9-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
როგორ გადმოვწეროთ ვიდეო YouTube-დან და სხვა პორტალებიდანროგორ გადმოვწეროთ ვიდეო YouTube-დან და სხვა პორტალებიდან
ძვირფასო მომხმარებლებო გვინდა მოგცეთ რამდენიმე რჩევა, ...
რას ეძებენ Google-ში?! ყველაზე უცნაური ძიების რეზულტატები!რას ეძებენ Google-ში?! ყველაზე უცნაური ძიების რეზულტატები!
Google- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებ-საიტ...
იუთუბის რამოდენიმე საიდუმლო გვერდი რომელიც გაგახალისებთიუთუბის რამოდენიმე საიდუმლო გვერდი რომელიც გაგახალისებთ
წარმოგიდგენთ რამოდენიმე გასართობს იუთუბზე რომელიც იმედი...
სასწრაფოდ! სკაიპის მომხმარებლების საყურადღებოდ!სასწრაფოდ! სკაიპის მომხმარებლების საყურადღებოდ!
მაიკროსოფტი" სკაიპის" მომხმარებლებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის...
რა ხდება 10 წამში ერთხელ, სოციალურ ქსელებში?!რა ხდება 10 წამში ერთხელ, სოციალურ ქსელებში?!
დღესდღეობით მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 80% სარგებლობს სოციალურ ...
ფოტოგრაფია და ფოტოეფექტები (მე-19-ე საუკუნიდან დღემდე)ფოტოგრაფია და ფოტოეფექტები (მე-19-ე საუკუნიდან დღემდე)
XIX საუკუნეში, ფოტოგრაფიის გაჩენასთან ერთად, დიდი მოთხ...
Skype-ს ფარული სმაილებიSkype-ს ფარული სმაილები
დღეს ინტერნეტის მომხმარებელთა 90% სკაიპს იყენებს. როგორც იცით ამ პროგრამას საკმაოდ მრავ...
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჰაკერებიმსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჰაკერები
ჰაკერი არის ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია პროგრამული სისტემებით და შეი...