x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
გამოგვეცხადებინა აღდგომის მეორე დღე კაცების დღედ- იუნა შაფათავა მამაკაცებზე წუხს
ერთ-ერთი სექსუალური, ყოველთვის პირდაპირი, სკანდალებით სავსე მსახიობი იუნა შაფათავა გამორჩეულია საკუთარი facebook-ის პირად გვერდზე მიმდინარე მოვლენებსა თუ ზოგადად საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირებით. ჯერ არ დამდგარ, ე.წ. ვალენტინობასთან დაკავშირებით დისკუსიამ ინტერნეტში რეკორდი უკვე მოხსნა, ვისთვის უმნიშვნელოვანესი, ვისთვის კი ყოველგვარი ფასეულობის გარეშე- ერთი ჩვეულებრივი დღეა, თუმცა მაინც სიმბოლური. იუნაც შეეხო ვალენტინობის თემას და საკუთარი აზრი ტკბილ მოგონებებთან და რჩევებთან ერთად გაგვიზიარა. ასევე ვალენტინობა დღეს შეეხეო ე.წ. "არა ნამდვილ მამაკაცებს" ტექსტით: "დადებენ ალ პაჩინოს ფოტოებს, სავარძელში, Godfather-დან, ან Scarface-დან, გადაიღებენ სიგარეტით ხელში მოჭუტული თვალებით ფოტოს და თავი კაცი გონიათ... ამდენ *ლეს როგორ იტევს ეს პატარა საქართველო და ქალებო, რატომ აპარპაშებთ. ძალიან უხდებათ სამი სიტყვისგან და ასოსგან შემდგარი კომბინაცია. ეგრევე ალ პაჩინოს გამოხედვასაც კარგავენ და ახსენდებათ, რომ კაცის მხოლოდ ფორმა აქვთ...... ბოდიში ნამდვილ კაცებთან. რამე რომ იყოს, ალ პაჩინოც არ არის არც კორლეონე ან ტონი მონტანა... მსახიობია ჩვეულებრივი. კაცებად იბადებიან, ვერ გახდები კაცი ვეეერ... თუ ასეთად არ დაიბადე. ბედი თქვენი, რომ ქალად გავჩნდი".

image

ახლახანს კი ის 23 თებერვალს, წითელი არმიელების ხსენების დღეს შეეხო, რომელსაც ასევე მამაკაცების დღედ აღნიშნავენ. როგორც ჩანს, იუნასთვის მამაკაცების თემა ერთ-ერთი სისუსტეა, ამიტომ საკუთარი facebook-ის გვერდზე დაპოსტა მოსაზრება, მე კი მას, როგორც ყოველთვის, უცვლელად შემოგთავაზებთ:



"ок, 23 თებერვალს არ აღვნიშნავთ-წითელი არმიის დღეა ჯანდაბასაც წაუღია არასოდეს შექმნილიყო, მაგრამ დედების დღე გვაქვს; სიყვარულის 2 დღე გვაქვს; 8 მარტი მშრომელი ქალების დღეს გვაქვს და კაცებმა რა დაგვიშავეს? გამოგვეცხადებინა აღდგომის მეორე დღე კაცების დღედ -თან ხსნილია, თან ცოლებიც უარს ვერ მოიმიზეზებენ, თან სუფრა ყველა სახლშია გაშლილი -მცოცავი დღე, აღდგომის მეორე დღე-ორშაბათი??? ок, 23 თებერვალს არ აღვნიშნავთ-წითელი არმიის დღეა ჯანდაბასაც წაუღია არასოდეს შექმნილიყო, მაგრამ დედების დღე გვაქვს; სიყვარულის 2 დღე გვაქვს; 8 მარტი მშრომელი ქალების დღეს გვაქვს და კაცებმა რა დაგვიშავეს? გამოგვეცხადებინა აღდგომის მეორე დღე კაცების დღედ -თან ხსნილია, თან ცოლებიც უარს ვერ მოიმიზეზებენ, თან სუფრა ყველა სახლშია გაშლილი -მცოცავი დღე, აღდგომის მეორე დღე-ორშაბათი??? თან რწმენაც არ დაგავიწყდებათ, თან მარხვას დაიცავთ, თან ჩაგვეთვლება" - წერს შაფათავა.



image

1
784
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
784
  
2016, 24 თებერვალი, 12:01
ჰმ, სულ ჩვენი დღე არ არი?
0 1 1