x
აფილაცია
23 თებერვალი, 23:29

ავტორი :ნათია ჭანტურია


23.02.16


ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ, აქვთ და ექნებათ მოთხოვნილება სხვა ადამიანებთან ურთიერთობის.ჩვენ გვაქვს ტენდენცია ერთად ყოფნის და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთზე ვართ მიჯაჭვულნი, თუნდაც გადავავლოთ
თვალი ჩვენს ყოველდღიურობას . ჩვენ დროის უმეტეს ნაწილს სხვა ადამიანებთან ურთეირთობაში ვატარებთ, იქნებიან ესენი ოჯახის წევრები, თანამშომლები თუ მეგობრები, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგს განმარტოებით ურჩევნია დროის გატარება, თუმცა ეს ხშირ შემთხვევაში გარკვეულ გარემოებებზე და სიტუაციაზეა დამოკიდებული.
აფილაცია არის ადამინების მისწრაფება იმისკენ რომ ერთად იყვნენ, ერთად იცხოვრონ, ჰქონდეთ სხვა ადამიანების გვერდში დგომის, ემპათიისა და გაგების იმედი, მათ სურთ გარკვეული ჯგუფის წევრები იყვნენ, რომლებსაც ერთნაირი
მისწრაფებები, მიზნები, პრობლემები აქვთ . საკითხავია რა განაპირობებს ამას, რატომ
არიან ადამიანები ასე დამოკიდებულნი ერთმანეთზე, რა შემთხვევაში შეიძლება გაძლიერდეს ან შემცირდეს აფილაციის მოთხოვნილება?image


აფილაცია შეიძლება ახსნილ იქნას ინსტინქტების,
შინაგანი დეტერმინანტების და დასწავლის საფუძველზე.

მაკ-დუგალი თვლიდა რომ ადამინების მისწრაფება ერთად ცხოვრებისკენ განპირობებულია მათი ინსტინქტებით და რომ ის ისევე თანდაყოლილია
როგორც მაგალითად, ახალშობილის მიერ ძუძუს წოვა, ის ამას გაუაზრებლად აკეთებს და ასევეა აფილაციის შემთხვევაშიც .აფილაცია თითქოს დაბადებიდან არის თანდაყოლილი და ჩვენგან დამოუკიდებლად, ინსტინქტურად ხორციელდება.ადამიანები ვიზიდავთ ერთმანეთს, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი, მაგრამ ალბათ ვერც ვიაზრებთ ამას ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ საკუთარ ინსტინქტებს მივყვებით და არ ვუღრმავდებით ამ საკითხს.

შინაგანი დეტერმინანტების მიხედვით ადამიანები უბრალოდ დამოკიდებულები არიან ერთმანეთზე, რადგან ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებდნენ.ამის მაგალითია ახალშობილი, რომელიც მთლიანად მშობლებზე ან მეურვეზეა დამოკიდებული და რომ არა მზრუნველი პირი უბრალოდ დაიღუპება, რადგან ის იმდენად უსუსური და უძლურია რომ საკუთარ თავზე, რა თქმა უნდა, ზრუნვას ვერ მოახერხებს.

დასწავლის მიხედვით კი ადამიანები სხვებზე დაკვირვებით და სხვებთან ინტეგრაციის საფუძველზე დროთა განმავლობაში სწავლობენ რომ მათი კეთილდღეობა და სურვილების რეალიზება უმეტეს შემთხვევაში სხვა ადამიანებზეა დამოკიდებული.ადამიანი ბავშვოდან სხვა ბევრ თვისებასა და ჩვევასთან ერთად აფილაციასაც დაისწავლის.

შეხტერმა ექსპერიმენტულად იკვლია ის გარემოებები, როცა აფილაცია ძლიერდებოდა ან პირიქით იკლებდა.შიში და შფოთვა არის ის გარემოებები, რომლებიც მოქმედებენ ადამიანების მისწრაფებაზე იყვნენ სხვა ადამიანების გარემოცვაში.ექსპერიმენტის მონაწილეები აპარატურებით აღჭურვილ ოთახში შეჰყავდათ, მათ ეუბნენოდნენ რომ მეხსიერებაზე ელექტროშოკის გავლენას იკვლევდნენ.ისინი აყალიბებდნენ შიშის ორ დონეს . შიშის მაღალი დონის ჩამოსაყალიბებლად ექსპერიმენტატორები ცდისპირებს ეუბნებოდნენ რომ ელექტროშოკი საკმაოდ მტკივნეული და ძლიერი იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ უკუჩვენება არ ექნებოდა, შიშის დაბალი დონის ჩამოსაყალიბებლად
კი აწვდიდნენ ინფორმაციას რომ საკმაოდ უმტკივნეულო და მსუბუქი იქნებოდა ელექტროშოკის მოქმედება.ყოველივე ამის შემდეგ კი თვითონ მონაწილეს უნდა გადაეწყვიტა, მანამ სანამ თითქოსდა აპარატურას
მოაწესრიგებდნენ, ერჩივნათ სხვა ადამიანების გარემოცვაში მოეცადათ თუ განმარტოებულიყვნენ.ძლიერი შიშის პირობებში სუბიექტები სხვებთან ერთად მოცდას ირჩევდნენ, რისთვისაც მზად იყო ოთახი და ასევე იმ შემთხვევისთვის თუ მარტო მოისურვებდნენ ყოფნას.ამასთან ერთად მონაწილეები, ძლიერი შიშის პირობებში თუ არჩევანის საშუალება ექნებოდათ, ამჯობინებდნენ მის მდგომარებობაში
მყოფ ადამიანებთად ერთად ყოფილიყვნენ, ვიდრე განსხვავებული პრობლემის მქონე ხალხთან, რადგან ადამიანები მათი პრობლემების სხვებთან შედარების საფუძველზე უკეთ ერკვევიან საკუთარ შიშებში, მათ ზუსტ მახასიათებლებში და უფრო მეტად მშვიდად გრძნობენ თავს როცა მისსავე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ესაუბრებიან და აზრთა მიმოცვლის საშუალება აქვთ.

ასევე ექსპერიმენტს დაემატა ერთი გარემოება რომ თუკი სხვებთად ერთად მოუწევდათ მონაწილებს მოცდა მათ არ ჰქონდათ უფლება ესაუბრათ ექსპერიმენტის შესახებ და გაეცვალათ აზრები ერთმანეთში ამ საკითხთან დაკავშირებით.ამ დროს აფილაციის მოთხოვნილება როგორც იყო ნავარაუდები მცირდებოდა, რადგან ადამიანებს უმცირდებათ შიში როცა ახერხებენ მათი სატკივარის თუ პრობლემის გაზიარებას სხვა ადამიანებთან, ხოლო თუკი ამას ვერ მოახერხებენ უპირატესობას განმარტოებით ყოფნას ანიჭებენ.

რაც შეეხება შფოთვას, ექსპერიმენტის თანახმად როცა მოანაწილეებს უქმნიდნენ სიტუაციას, როცა ისინი თავს გარკვეულწილად უხერხულად იგრძნობდნენ, ამჯობინებდნენ მარტო ყოფილიყვნენ.რაც უფრო მაღალი იყო შფოთვა მით უფრო
მეტად ენიჭებოდა უპირატესობა განმარტოებას.

როგორც ვხედავთ არის გარემოებები როცა ადამიანებს სჭირდებათ სხვების თანადგომა, მიმღებლობა, აქვთ საკუთარი სატკივარის გაზიარების მოთხოვნილება და საჭიროებენ სხვა ადამიანების გარემოცვაში ყოფნას, მათგან ადეკვატურ დამოკიდებულებას და სიყვარულს, ისევ და ისევ საკუთარი კეთილდღეობისა და კომფორტის განცდისთვის, თუმცა არის შემთხვევეი როცა უკეთესად განმარტოებით ყოფნა ესახებათ და საკუთარ თავთან მარტო რჩებიან, თუმცა ეს შედარებით დროებითია და როგორც ყველამ ვიცით და ვხედავთ საკუთარი გამოცდილებიდან ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანებთად ინტერპერსონალური ურთიერთობები.image
















გამოყენებული ლიტერატურა:
რ. ქვარცხავა “ლექციების კურსი სოციალურ ფსიქოლოგიაში"

55
შეფასება არ არის
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ჭანტურია ნათია
ჭანტურია ნათია
   ქართული კლავიატურა
აფილაცია ანუ ,,გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი,,? ))
0 1 1
ცრურწმენები, სტერეოტიპები და დისკრიმინაციაცრურწმენები, სტერეოტიპები და დისკრიმინაცია
თუ მხედველობაში მივიღებთ ორგანიზაციული დისკრიმინაციის წარმოშვების ის...
მომავალში მკვდრეთით აღდგომისთვის გაყინული ადამიანები!მომავალში მკვდრეთით აღდგომისთვის გაყინული ადამიანები!
კრიონიქსი არის სფერო, რომელიც თვლის, რომ მომავალში იარს...
ერი, რომელსაც ძველმა ცივილიზაციამ თავისი ცოდნა გადასცაერი, რომელსაც ძველმა ცივილიზაციამ თავისი ცოდნა გადასცა
V საუკუნეში ბარბაროსებმა (რომაელები ასე ეძახდნენ ძველ გე...
პანიკური აშლილობა!პანიკური აშლილობა!
პანიკური აშლილობა ერთერთი უძველესი დარღვევაა რომლსაც ახასიათებს მოულოდნელი პანიკური შეტევა დ...
მომავლის გასაოცარი გამოგონებებიმომავლის გასაოცარი გამოგონებები
აქ მოცემულია, თუ როგორი ეგონათ მომავალი მე-19 საუკუნელებს: ...
მეცნიერებმა დედოფალი კლეოპატრას გარდაცვალების საიდუმლო ამოხსნესმეცნიერებმა დედოფალი კლეოპატრას გარდაცვალების საიდუმლო ამოხსნეს
კლეოპატრა VII, ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პ...
5 უცნაური მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი ვერ გასცეს!5 უცნაური მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი ვერ გასცეს!
ძალიან ბევრი უცნაური ფაქტი თუ მოვლენა არსებობს, რო...
დაუნის სინდრომიდაუნის სინდრომი
დაუნის სინდრომი არის ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 ქრო...