x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134520
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ტრავმსათან დაკავშირებული ფსიქო-სოციალური ჩარევის მნიშნველობა

image












5წლის დაგ გილდია 1979 წლის ოქტომბერში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.მოძალადე იყო მისივე მეზობელი, ოთხი შვილის მამა, დასაქმებული და სამეზობლოს რწმუნებული ზრდასრული მამაკაცი, რობერტ კუკი.ყველაფერი ცხადი გახდა მაშინ, როდ-ესაც ეზოდან დაბრუნებული შვილი არ იყო ხალისიანი და დედის კითხვაზე თუ რა სჭირდა მან ისეთი ისტორია მოყვა, რომელიც ხუთი წლის ბავშვს განაგონიც კი არ უნდა ჰქონოდა.მშობლებმა მყისიერად დარეკეს კუკთან და გადასცეს დაგის სიტყვები, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ კუკი წუხდა და მეორედ აღაც გაიმეორებდა.

დაგის მამას არ სურდა პოლიციაში დარეკვა, რადგან ამით მომხდარს გაახმაურებდა.მეუღლემ დაითანხმა დაერეკვაზე იმ არგუმენტრით, რომ კუკი სხვა ბავშვებისათვისაც საფრთხეს წარმოადგენდა.პოლიციამ დააკავა მოძალადე, დაკითხვის შედეგად აღმოჩნდა რომ მას კიდევ მრავალი მსხვერპლი ჰყავდა.დაგის დედა ღელავდა შვილის მდგომარეობაზე და მისი ფსიქოლოგთან მიყვანა სურდა, თუმცა ოჯახის ექიმმა დაარწმუნა, რომ არ იყო ამის საჭიროება და რომ დაგს ყველაფერი დაავიწყდებოდა.წლების განმავლობაში მომხდარზე არავინ ლაპარაკობდა, ყველას ეგონა რომ დაგს აღარ ახსოვდა ეს ფაქტი.დაგი წარმატებული და მხიარული ადამიანი გაიზარდა, ის იყო ნიჭიერი ფეხბურთელი, ჰყავდა შეყვარებული, რომელმაც ერთ დღეს ორსულობის ამბავი შეატყობინა.მამობაზე ფიქრმა დაგის მოგონებები გაამძაფრა, მან მოუთხრო თავისი ისტორია შეყვარებულს და უთხრა, რომ მამობისათვის მზად არ იყო.მეორე დღეს დაგი უფროსმა ძმამ ჩამომხრჩვალი იპოვნა.

წლების შემდგომ აღმოჩნდა, რომ კუკი დაგის უფროს ძმაზეც ძალადობდა, მაშინ ის 7წლის იყო და ვერ გაბედა ამის შესახებ ვინმესათვის მოეყოლა.მას არ ჰქონია თავის მოკვლის მცდელობა, ჰქონდა წარმატებული კარიერა და ცოლ-შვილი.ის განიცდინა, რომ არაფერი თქვა, დაგს რომ სცოდნოდა ის მარტო არ იყო და გვერდით ჰყოლოდა მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, შესაძლოა სხვანაირად წარმართულიყო მისი ცხოვრება.2013 წელს გილდიების ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ძალადობის ფაქტი არ უნდა იმალებოდეს და გაახმაურეს თავიანთი ტრაგედია.


ამ ისტორიაში რამოდენიმე საინტერესო ასპექტი იკვეთება შეხედულება, რომ ძალადობის ფაქტზე საუბარი ცუდია მსხვეპლისათვის მცდარია.დაგის ძმა მართალი იყო, დაგს ნამდვილად გაუუმჯობესებდა ყოფნა მისნაირი გამოცდილების მქონე ბავშვებთან ურთიერთობა.ოჯახის ექიმმა შეცდომაში შეიყვანა დაგის დედა, რადგან ფსიქოლოგის ჩარევა აუცილებელია ძალადობაგადატანილი ადამიანის მიერ ტრავმასთან გამკლავებისათვის, ასევე მნიშნველოვანია მშობლებისათვის ინფორმაციის მიწოდება ძალადობის ემოციურ, კოგნიტური შედეგების შესახებ.ტრავმაზე რეაქცია ორ დონეზე განიცდება:პირველია უშუალოდ ტრავმის ზემოქმედება, მეორე კი რეაქცია ადამიანების მხრიდან.სტრესისა და ტრავმის დაძლევისათვის მნიშვნელოვანია უახლოესი ადამიანების სწორი რეაქცია.ძალადობაგანცდილ ადამიანებთან გამოიყენება ფსიქოანალიტიკური და ქცევითი თერაპიები.ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპია მიმართულია ცდილობს მსხვერპლს ჩაუმოუყალიბოს მიჯაჭვულობის განცდა ახლობელი ადამიანის მიმართ.ქცევითი თერაპია კი აქცენტს გარემოს პოზიტიური მხარეების დანახვაზე აკეთებს.ფსიქოთერაპია მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც პაციენტმა უნდა მოახერხოს გარემოსთან ადაპტაცია, პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება, განცდების გარეთ გამოტანა და ჰქონდეს მომოვალში სირთულეების დაძლევის უნარი.






0
27
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ჟვანია
თამარ ჟვანია
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0