x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დისკრიმინაცია- მისი ფორმები და გამომწვევი მიზეზები

image

რა არის დისკრიმინაცია და რატომ ახორციელებენ ადამიანები დისკრიმინაციულ ქცევას?
ტერმინი „დისკრიმინაცია“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან Discriminato რაც ნიშნავს განსხვავებას, და ამის გამო არათანაბარ მოპყრობას .არსებობს დისკრიმინაციის სხვადასხვა სახეები:
რასიზმი-დისკრიმინაციული ქცევა რომელიმე რასის ადამიანების მიმართ.
სექსიზმი-დისკრიმინაციული ქცევა, რომელიც მიმართულია ამა თუ იმ სქესის ადამიანების( უმეტესად ქალების) მიმართ.
ასევე აქტუალურია დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური მრწამსისა და ეროვნულობის გამო.
რა არის დისკრიმინაციის წინაპირობა?
ნორმალურად ფუნქციონირებისათვის ადამიანს ადეკვატური თვითშეფასება სჭირდება, იმ შემთხვევაში თუ ის იქცევა „ცუდად“ სტრესის თავიდან ასარიდებლად ირთვება დაცვის მექანიზმი, ის თავს იმართლებს, შესაძლოა მოხდეს უარყოფითი ქცევის სხვისთვის გადაბრალება. თუ უარყოფითი ქცევა მიეწერა კონკრეტულ ჯგუფს, დროთა განმავლობაში ყალიბდება უარყოფითი პრეჯუდისები ანუ ცრურწმენები, რომლების დისკრიმინაციის საფუძველია. ხშირ შემთხვევაში პრეჯუდისები შვილებს მშობლებისგან აღზრდის პროცესში გადაეცემათ და უქმნის მათ გარკვეულ განწყობას რომელიმე ჯგუფის მიმართ.პრეჯუდისი, არის უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც შეიცავს სამ კომპონენტს:
ემოციური-კომპონენტი მიუთითებს ნეგატიურ გრძნობებზე, რომელიც ადამიანს ეუფლება მისთვის ნეგატიური ჯგუფის წევრებთან ურთიერთობისას, ან მათი დანახვისას.
შემეცნებითი-მოიცავს რწმენებსა და მოლოდინებს, მოცემული ჯგუფის წევრების მიმართ.
ქცევითი-კომპონენტი მიუთითებს ან ქცევის ტენდენციაზე, რომელიც იქნება უარყოფითი, ან განზრახვის არსებობზე განახორციელოს ეს ქცევა. პრეჯუდისს, რომელიც ვლინდება ქცევაში დისკრიმინაცია ეწოდება.

დისკრიმინაციული ქცევის გამოვლენის მრავალი ფორმა არსებობს, იწყება განრიდებიდან და იღებს ისეთ რადიკალურ ფორმებს, როგორიცაა სამეზობლოდან მოკვეთა ან ფიზიკური შეურაცხყოფა.
ადამიანებს აქვთ ტენდენცია მოიპოვონ გარშემომყოფთა მოწონება. ამისათვის საზოგადოებაში მიღებული წესებით მოქმედებაა საჭირო.რადგან დისკრიმინაციული ქცევა უარყოფითად ფასდება საჭირო გახდა უფრო დახვეწილი ფორმების შემუშავება. თუ ადამიანი დავისას მხარს უჭრენ განსხვავებული კანის ფერის ადამიანს, იმის გაუთვალისწინებლად თუ ვინ არის მართალი საქმე პოზიტიურ დისკრიმინაციასთან გვაქვს. ამ შემთხვევაში ადამიანები უარყოფენ დისკრიმინაციის არსებობას, მაგრამ არც თანაბარუფლებიანობას აღიარებენ, ე.ი. შენარჩუნებულია ნეგატიური განწყობა, უბრალოდ შეცვლილია გამოხატვის ფორმა.
დადებითიდი დისკრიმინაციის კიდევ ერთი ფორმა- ტოკენიებია, ამ შემთხვევაში ხორციელდება მცირე მნიშვნელობის დადებითი ქცევა სამიზნე ჯგუფის მიმართ, რათა გადაიფაროს შემდეგ დაგეგმილი უფრო მასშტაბური უაყოფითი ქცევა.
დისკრიმინაცია, იქნება ის პოზიტიური თუ ნეგატიური, ქმნის სოციალური კონფლიქტების საფრთხეს, ამიტომ მის აღმოფხვრაზე ზრუნვა აუცილებელია. საჭიროა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის საჭიროების გაზრდა, ( ადამიანის ქცევას მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილი წარმართავს, თუ მისთვის ქცევის ღირებულება მაღალია, ის ყველა შემთხვევაში განახორციელებს მას, მაშინაც კი თუ ეს მისთვის არასასურველი ჯგუფის წევრის დახმარებით მოხდება)რაც დაეხმარება მათ ერთმანეთის უკეთ გაცნობაში და ცრურწმენების შემცირებაში.არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანს პატივი უნდა ვცეთ არა მისი სოციალური ჯგუფის, არამედ მისი პიროვნების გამო, მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ მას ეს სოციალური ჯგუფი თავად არ აურჩევია.

0
1793
შეფასება არ არის
ავტორი:მედეა ბარბარიანი
მედეა ბარბარიანი
1793
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0