x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134499
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
სტრესი და მასთან გამკლავება



imageდღესდღეობით სტრესი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, სტრესული შეიძლება იყოს საცობში მოხვედრა, სამსახურში დაგვიანება, გამოცდაზე მოუმზადებელი მისვლა, არასასიამოვნო სამედიცინო პროცედურის ჩატარება, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა და სხვა. სტრესი არის ნეგატიური ემოციური გამოცდილება, რომელსაც თან ახლავს ბიოქიმიური, ფიზიოლოგიური, კოგნიტური და ქცევითი ცვლილებები, რომელთა მიზანია სტრესული მოვლენის შეცვლა ან მის ეფექტებთან შეგუება (ბაუმი). მოვლენა, რომელიც იწვევს სტრესის განცდას არის სტრესორი.ადამიანების პასუხი სტრესულ გარემოზე გამოიხატება როგორც დისტრესში, ასევე ფიზიოლოგიურ ცვლილებებში- ეს შეიძლება იყოს არტერიული წნევის მომატება, გულისცემის გახშირება, ოფლიანობა, პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროება, ძილის დარღვევები და სხვა. ეს ფიზიოლოგიურ-ფსიქოლოგიური ცვლილებები კი გარვეული ტრიგერების როლში გამოდიან ისეთი დაავადებების განვითარებისათვის როგორებიცაა: მაღალი არტერიული წნევა და პულსი, არითმია, ათეროსკლეროზი და ზოგიერთ შემთხვევაში ფსიქიკური აშლილობა.ზოგადად სტრესი ყველა დაავადების მიმდინარეობას ასვამს დაღს, ხელს უშლის მაღალი ცხოვრების ხარისხის დონის მიღწევას.სტრესის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი და იგივე მოვლენა ზოგიერთი ადამიანისათვის სტრესულია, ზოგიერთისათვის კი არა.შესაბამისად სტრესორების ზუსტი ჩამონათვალის შედგენა შუძლებელია.სტრესორის აღმოჩენა ხდება ინდივიდუალურ დონეზე, პიროვნება მოვლენას უფრო სტრესულად აფასებს მაშინ, როდესაც მოვლენა ნეგატიურია, არაკონტროლირებადი და ორაზროვანია ან ადამიანისათვის მნიშვნელოვან მოვლენას ეხება. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევის მიხედვით (2014) ამერიკელთა სამი მეოთხედი განიცდის სტრესს, ხოლო სტრესის პირველ მიზეზად ფული და ფინანსები სახელდება.ვინაიდან სტრესი მასშტაბური პრობლემაა და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხსზე მეცნიერები დიდ დროს უთმობენ იმ სტრატეგიების შესწავლაზე, რომელიც სტრესის დაძლევისათვის ეფექტურია.
რას მოიაზრებს სტრესთან გამკლავება?ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი ცდილობს დაარეგულიროს გარემოს მოთხოვნებსა და თავის შესაძლებლობებს შორის სხვაობა.სტრესთან გამკლავება აუცილებლობით არ გულისხმობს მის დაძლევას, შესაძლოა შემუშავდეს ისეთი სტრატეგიები, რომლებიც დაგვეხმარება სტრესის შემცირებაში.სტრესორების სიმრავლიდან გამომდინარე არსებობს სტრესის დაძლევის უამრავი სტრატეგია. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიხედვით სტრესის ეფექტური სტრატეგიის შერჩევისათვის და მისი მართვის მექანიზმების შესასწავლად უმჯობესია პროფესიონალს მივმართოთ.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სტრესთან გამკლავების სტრატეგიების ძებნის დაწყებამდე ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ სტრესს განიცდის.ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიხედვით საკუთარი ძალებით სტრესის დაძლევას შევძლებთ თუ: გავაანალიზებთ საკუთარ სტრესულ მდგომარობას და სტრესის გამომწვევ მიზეზს.ასევე საჭიროა აღმოვაჩინოთ ჯანმრთელობისათვის მავნე ქცევები, რომლებითაც ვცდილობთ სტრესის დაძლევას (სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება) და ვეცადოთ ჩავანაცვლოთ ისეთი ჯანმრთელობის ხელშემწყობი ქცევებით როგორებიცაა: სწორი კვება, საჭირო ოდენობის წყლის მიღება, ყოველდღიური სეირნობა, ვარჯიში, ალკოჰოლისაგან და ნიკოტინისაგან თავის შეკავება, სწორი ძილი, მედიტაცია, ოჯახთან და მეგობრებთან კომუნიკაცია (მათთან საუბრისას ემოციებისაგან დაცლა) და რელიგიური მრწამსი (ეკლესიური ცხოვრება) ასევე ხელს უწყობს სტრესთან გამკლავებას.სტრესის შემცირება შესაძლებელია ისეთი მარტივი ქცევებითაც, როგორებიცაა : მუსიკის მოსმენა, აბაზანის მიღება, წიგნის კითხვა და სხვა.

0
67
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ჟვანია
თამარ ჟვანია
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0