x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"თურქი ბრედ პიტი" ანუ ცნობილი თურქი მსახიობი კივანჩ ტატლიტუგი დაქორწინდა
image

დიდი ხანია თურქული ყვითელი პრესა აქტიურად წერდა პოპულარული თურქი მსახიობის ქივანჩ ტატლიტუღისადა ცნობილი დიზაინერის ბაშაკ დიზერის სასიყვარულო ურთიერთობაზე.

ის არაერთხელ მოექცა პაპარაცების ყურადღების ცენტრში და ყვითელი პრესა ყოველგვარი შელამაზების გარეშე 'დებოშიორადაც' კი მოიხსენიებდა მსახიობს. ტატლიტუღის სახელს უკავშირდებოდა ბოლო სკანდალი თურქულ ჟურნალ "Сабах" და ჟურნალისტ იუკსელ იავუზს შორის, რომელმაც პოპულარულ თურქ მსახიობს ქივანჩ ტატლიტუღს და მის საიდუმლო დასვენებას სტატია მიუძღვნა, რომელშიც მსახიობმა ურნალისტის თქმით 60 ათასი ლირა გადაიხადა მხოლოდ 5 დღეში. წყაროს ინფორმაციით ის საყვარელ ქალთან ერთად ანუ მომავალ მეუღლესთნ ერთად მარმარისის ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში "D Hotel Marıs" ისვენებდა, მაშინ როცა ქვეყანა კრიზისშია.ამ სტატიას მსახიობიც გამოეხმაურა და ჟურნალისტს არაპროფესიონალზმში და სიცრუეში ამხელდა.მოკლედ საგაზეთო სტატიები დიდ სკანდალში გადაიზარდა და გაბრაზებული ჟურნალისტი თითქმის ყოველდღე ახალ - ახალ ფოტოებს აქვეყნებდა წყვილზე.





imageimageimageimageimageimage

თურქი მსახიობის, კივანჩ ტატლიტუგის ქორწილი საფრანგეთის დედაქალაქში პარიზში გაიმართა. მისი რჩეული, სტილისტი - ბაშაკ დიზერი გახდა.როგორც ცნობილია, ქორწილი ვიწრო წრეში გაიმართა - დაპატიჟებული იყო მხოლოდ 45 სტუმარი.


აღსანიშნავია, რომ ქორწილს ვერ დაესწრო მსახიობის დედა. ის ცერემონიას ვიდეოტრანსლაციის საშუალებით ადევნებდა თვალყურს. წყვილმა ერთმანეთი სერიალის "აკრძალული სიყვარული", გადასაღებ მოედანზე გაიცნო, სადაც სტილისტად
მიწვეული იყო კივანჩის მომავალი მეუღლე ბაშაკ დიზერი

.


imageimage

image



1
1168
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1168
  
2016, 23 თებერვალი, 17:26
დამასწარი :)
0 1 1