x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
,,გაფუჭებული ტელეფონი''-აირების პოლიტიკა

image

9-10 წლის
ბავშვობაში ერთი მეზობელი მყავდა.
დიდი იყო ჩემზე და კუთვნილებითი შერკინებებიც ხშირად გვქონია.
გასაგებია, სიდიდე გარკვეულ პრიორიტეტს მუდამ გაძლევს ადამიანს, განსაკუთრებით, თუ ეს ფენომენი მძაფრ მასშტაბებში გადადის და განსხვავება, როგორც ასაკი, (სადღაც 5-7 წელი) ასევე ზომა-წონაა.
საქმე იმაში კი არ არის, რომ მე ჩემი მეგობრის აღნაგობას, ხასიათს, მდგომარეობას აღგიწერთ, საქმე იმაშია, რა გვემართებოდა ხოლმე, რაში მდგომარეობდა ჩვენი მუდმივი გაუგებრობის არსი.
ჩემი სათამაშოები და საკუთრებები მას სურდა. ერთხელ ისიც მითხრა თქვენი სახლი ადრე ბებიაჩემის იყოვო? მოი დომ, მოი დომ, გაუდიოდა
დედისერთული ეგოისტობა რომ ამასხავდა თავში, მინდოდა მომეკლა, ნუ, პატარა ვიყავი.
ერთხელაც, საქმე ისე შემოტრიალდა, აქეთ დამჭირდა მისი დახმარება ( ამა სიტყვას თუ სწორ კონტექსტში ვიხმართ)
ტელეფონი ჰქონდა ერთი, გაფუჭებული, ჩემს ბავშვიბას კი ტელეფონები იშვიათი და ახალი ხილი იყო და მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ ფუნქციურად ვერ ვიყენებდი, დავიჭერდი და ვსაუბრობდი ტყუილად, სხვების დასანახად.
იქამდე მქონდა სხვა, სათამაშო, პლასტმასის ტელეფონი, მაგრამ არა, მე მაინც იმისას მივეძალე. ალბათ იმიტომ, რომ ამ დრომდე სულ ის ეძალებოდა ჩემს ნივთებს.
ერთხელაც, უთქმელად ამომიტანა და მათხოვა განუსაზღველი ვადით.
გამეხარდა, გიჟივით დავდიოდი და “ვამარიაჟებდი’’ ნათხოვარ ტელეფონს.
მეოთხე დღეს ამოვიდა, ჰამაკი ეჭირა ხელში და შენს თხილებს შორის უნდა გავაბაო.
მე-გავჩუმდი (შემეშინდა ტელეფონი არ წაერთმია)
მეორე დღეს ჰამაკის ქვეშ მისი სათამაშოები ვნახე დაყრილი-ერთი სიტყვით, კარგად მოკალათდა ჩემს ეზოში.
მაკომპრომიტირებლად ტელეფონი ისევ სრულიად საკმარისი იყო.
ბოლოს, ავდექი და მივაგდე ეს გაფუჭებული აპარატი, მაგრამ საქმე იცით სადამდე წავიდა? ცემა-ტყეპა დამჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ ჩემს ტერიტორიაზე სასახლეები არ უნდა მოეწყო, მხოლოდ მისთვის და არ უნდა მიესაკუთრებინა ჩემი თხილები. (მესმის, ძალიან ბავშვურია)
მორალი იმაში მდგომარეობს, რომ დღევანდელ მსოფლიოში უამრავი ასეთი გაფუჭებული და უხარისხო, ან/და ხარისხიანი და საჭირო რამ არსებობს, რაზეც მუდმივი ფიქრი და რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ აქტორებს.
ჩემი, ბავშვობიდან გადმოყოლილი, რჩევა იქნება: ის გერჩიოთ, რაც გაქვთ და ცოტა გაიჭირვეთ, ვიდრე სხვა ალტერნატივას დათანხმდებოდეთ და საბოლოო ჯამში საკუთარი ტერიტორიის, ადამიანობის, მიწების ხელყოფის წინაშე დადგებოდეთ.
“გაზპრომი-თავისუფლების გაზის კამერა’’
გაზპრომი-ჩემი ბავშვობის გაფუჭებული ტელეფონი.

0
52
2-ს მოსწონს
ავტორი:ოდოშაშვილი გიორგი
ოდოშაშვილი გიორგი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0