x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იცით თუ არა,რომ...
imageამ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომლებიც ყოველდღიურად ნებით თუ უნებლიედ ჩვენს ირგვლივაა და ვერ ვამჩნევთ ან მის შესახებ არასდროს არაფერი გაგვიგია.

1)ჟირაფებს სრულიად შავი ენა აქვთ, რომლის სიგრძეც 45 სანტიმეტრს აღწევს

2)ქათმის ფრენის ოფიციალურად დაფიქსირებული ყველაზე დიდი დროა 13 წამი


3) ვეშაპის გული წუთში მხოლოდ 9ჯერ ძგერს


4)ვეფხვებს არა მხოლოდ ბეწვი აქვთ ზოლებიანი, არამედ კანიც.


5)სტანდარტული ზრდასრული ვეშაპი 2 წამში 2400 ლიტრ წყალს შთანთქავს



6)სპილოს თავის ტვინის მასა, მისი მთლიანი მასის დაახლოებით 0.27 პროცენტია


7)სკუნსს არ შეუძლია ერთდროულად კბენა და "სეკრეტის" გამოშვება


8)მსოფლიოში ცნობილია კოლიბრის 300 სახეობაზე მეტი : წითელი, გრძელკუდა, ანგელოზისებრი, გიგანტური (რომელიც მერცხლის ზომას არ აღემატება ) და სხვები...


9)ფოლკლენდის კუნძულზე მცხოვრებ თითო ადამიანზე 350 ცხვარო მოდის, ახალი ზელანდიის მცხოვრებზე კი 20


10)ანტარქტიდაზე მობინადრე ზოგიერთი თევზის სხეულის შინაგანი ტემპერატურაა -1.7 გრადუსი ცელსიუსი


11)სინდიოფალას დღე-ღამეში 20 საათი სძინავს


12)ფრანგები მტრედებს მფრინავ ვირთხებს ეძახიან


13)სირაქლემას კვერცხის ბოლომდე მოსახარშად, დაახლოებით 40 წუთი უნდა ადუღოთ


14)სახრეთ-ამერიკულ ელექტრულ გველთევზას ელექტროგენერატორების 1200 ვოლტამდე ძაბვის გენერირება შეუძლია, ეს იგივეა რაც 6 ცალი 100 ვატიანის ანთება


15)ქამელეონებს ენის გამოგდება სხეულის სიგრძის ნახევარზე შეუძლიათ, გარდა ამისა მათ თვალების სხვადასხვა მიმართულებით შებრუნების უნარიც გააღნიათ.ეს მათ თავის მობრუნების გარეშე ყველაფრის დანახვის საშუალებას აძლევს, რაც მათ გარშემოა

1
495
8-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
495
  
2016, 19 მაისი, 21:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1