x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
არ შემიყვარო 2
image
თეოს დილის გაბრაზება დღის ბოლომდე გაყვა სამსახურიდან დროზე ადრე წავიდა მაგრამ ვერც სახლში მოისვენა ვერ ხვდებოდა რა აწუხებდა გასეირნება გადაწყვიტა როგორც ყოველთვის საყვარელ ადგილას გადაწყვიტა წასვლა სადაც საათობით იჯდა და უსმენდა ზღვის ხმაურს და თან მზის ჩასვლას უმზერდა...

ნელნელა ხალხმა დაიწყეს მიმოსვლა ოდნავ მოშორებით მდებარე კაფეც ახმაურდა თეო კი მშვიდად იჯდა და ზღვას გაცქეროდა ...

სწორედ ამ დროს სანდრო ტელეფონზე სასაუბროდ ბარიდან გამოვიდა რადგან მუსიკების ხმაში საუბარი შეუძლებელი იყო მისი მზერა კი ნაპირთან მჯდარმა თეთრკაბიანმა გოგონამ მიიპყროოო უფროს სწორედ მისმა თმებმა რომელსაც ქარი ურჩად აფრიალებდა...ხომ არ მივსულყავი? საკუთარ თავს კითხვა დაუსვა და პასუხად უცნობისკენ აიღო გეზი...

-საღამომშვიდობის...გოგონამ უცნობს ახედა და მასში დილით გაცნობილი თავხედი ბიჭი ამოიცნო...


-თქვენ? მეორედ თქვენი ნახვა ეს უკვე მეტისმეტია..

-რას ვიზამთ მეც არ გამიმართლა არადა შორიდან რა ლამაზი მომეჩვენეთ...

გოგონამ გაბრაზებული თვალებით ახედა თუმცა აღარაფერი უთქვამს, სანდრომ წასვლა დააპირა მაგრამ რაღაც ძალა ამის გაკეთების უფლებას არ აძლევდა...

-დღეს ზედმეტი მომივიდა არა?თქვენს გამო სამსახურში ორი ზომით დიდი მაისურით მომიხდა მისვლა..

-ნამდვილად ზედმეტი მოგივიდათ...

-ხანდახან აუტანელი ვარ...ხო მართლა ალბათ დღეს ყავის გარეშე დაგტოვე..შეცდომა ხომ არ გამოვასწორო? ყავაზე გეპატიჟები..

-თქვენ შემთხვევით არაფერი დაგიშავებიათ?

-არ მახსენდება...

-კარგით, კიდევ ერთხელ ვუწუხვარ...

-ეგ არ გიშველის თუ გინდა შეცდომა გამოასწორო ჩემს შემოთავაზებას დათანხმდით...

-მერე არ გეშინია ისევ ყავა რომ გადაგასხათ?

-ესეიგი ეგ თანხმობა..

-არა !

-კი

-უცნობებთან ერთად ყავას არ ვსვავ..

-ხო? ჩემი სახელიი სანდრო თქვენი?

-თეო..

-ხოდა ძალიანაც კარგი თეო, უკვე ვიცნობთ ერთმანეთს..

გაუღიმა და ხელი გაუწოდა რათა ადგომაში დახმარებოდა.თეოსაც დიდხანს არ უფიქრია მაგრად ჩაჭიდა ხელი გამოწვდილ ხელს...

დრო ისე გავიდა ვერც კი შეამჩნიეს ... განშორებისას ნომრები გაცვალეს და ერთმანეთს დაშორდნენ...

მთელი კვირის მანძილზე მხოლოდ რამოდენიმე ესემესი გაცვალეს რომელიც ერთმანეთის მოკითხვით შემოიფარგლებოდა...

შაბათ დილით თეო სანდროს ესემესმა გააღვიძა..

" დღეს შაბათია მე კი გეგმების გარეშე ვარ არ გინდა დამეხმაროო? მარტოობა არ მიყვარს"

"ცუდია რომ მარტო ხარ მაგრამ სხვა კომპანიონის პოვნა მოგიწევს...დღეს მეგობრებთან ერთად კლუბში დალევის და ცეკვის დღე გვაქვს"

"კარგი რა გაეწყობა, კარგ დროსტარებას გისურვებ"

უნდოდა ეკითხა რომელ ბარში მიდიოდა მაგრამ არ უნდოდა ზედმეტი ინტერესი გამოეჩინა რადგანაც ამ გოგოსთან რაღაცნაირი ძაფი აკავშირებდა და ეს არ იყო მხოლოდ გოგო რომელთანაც რამოდენიმე კვირა გართობოდა...თან ბრაზობდა საკუთარ თავზე მას ხომ ყავდა მეგობარი გოგონა რომელთანაც ყველაფერი კარგად ქონდა?

ნეტა რომელ ბარში მიდის?

სანდრო რამდენს ფიქრობ რამე გააკეთე ყველაზე კარგი რომელიცა იქ წადი ტელეფონს დასწვდა ..

-გიო კლუბში წავიდეთ?

-რომელში?

-სადაც დავდივართ ხოლმეე...

-კარგი დაურეკავ ჩვენებს, გოგოებიც წავიყვანოთ?

-რა პრობლემააა

-კარგი შევხვდებით საღამოს...

სანდროს სჯეროდა რომ კლუბში თეოს ნახავდა და ინტუიციამაც არ უღალატა....მაგრამ მასთან მისვლას მოერიდა კარგახანს შორიდან უყურა...თეო დაძაბული მოეჩვენა და არც შემცდარა თეოს არ უნდოდა სანდრო მასთან მისულიყო.არ უნდოდა მის მეგობრებს გაეგოთ სანდროს შესახებ რადგანაც მათი საუბრის თავი არ ქონდა, ისინი ხომ მუდამ იმას უჩიჩინებდნენ რომ ვინმე სჭირდებოდა..


ბოლოს ვეღარ მოითმინა და მესიჯი მიწერა..

" დღეს მოწყენილობა..გასეირნება გადავწყვიტე და ხომ არ შემომიერთდებოდი.გარეთ დაგელოდები"

თეოს უნდოდა უარი ეთქვა დაწერა კიდეც მესიჯი მაგრამ გადაიფიქრა

-თამო მე წავალ რა რაღაც თავი ამტკივდა დავწვები დავიძინებ...მანქანას დაგიტოვებ მე ტაქსით წავალ...

-არა რას ამბობ ჩვენც წამოვალთ ...

-არა რა გთხოვ უბრალოდ წავალ ნუ ეტყვი ჩვენებს გაერთეთ ..მიყვარხართ...

თეო გარეთ გამოვიდა სანდრო მანქანასთან ელოდა...

თეოს დანახვაზე კმაყოფილმა ღიმილმა გადაკრა სახეზე.ხომ გეუბნებოდი გამოვათქო საკუთარ თავს ნიშნის მოგებით უთხრა..და თეოს სახე აარიდა რათა მას არ დაენახა ეს კმაყოფილება...

-კარგი საღამოა...სეირნობისთვის...

-მეც შევამჩნიე...


არც ერთს უკითხავს სად მიდიოდენ ერთმანეთის გვერდიგვერდ გაუყვნენ ქუჩას..თეომ საათს დახედა...

-რა დრო გასულა, ჩემები იმედია არ მისულან სახლში...

-ხო უკვე თორმეტს გადაცდა დედა ნამდვილად გაგიბრაზდება..

-მშობლბთან არ ვცხოვრობ ისინი თბილიში ცხოვრობენ აქ სამეგობროსთან და ბიძაშვილთან ერთად ვცხოვრობ..მუშაობითაც ერთად ვმუშაობთ ერთად ჩამოვედით თბილისიდან...

-კარგია თავისუფლება ...

-ნამდვილად..

-მარტო ხარ?

-რას გულისხმობ?

-მეგობარ ბიჭს?

-არ მჯერა სიყვარულის და მსგავსი რაღაცეების...

-შენ ხომ უყვარხარ...

-არაა...

- შენნაირი ლამაზი გოგო? არარსებობს..

-ჩემი შეყვარება ძნელია

-რატომ?

-ტკივილის მომტანია...

სანდრო თეოს ნათქვამმა დააბნია...აღარ იცოდა რა ეთქვა....

-შენ?

-რა მე თეო?

-გყავს საყვარელი ადამიანი...

-კი..მყავს მეგობარი გოგონაა..თქვა და თავი დამნაშავედ იგრძნო..

-ძალიან კარგია მეგობარო....ეხლა კი სახლში დავბრუნდები მინდა მათზე ადრე მივიდე სახლში...

-რათქმაუნდა...

თეოს ნათქვამმა "მეგობარომ" სანდრო ზალიან დააბნია...

სანდრომ თეო ტაქსში ჩასვა თავად კი კიდე კარგახანს იხეტიალა ქუჩებში...

გაგრძელება იქნება

სიყვარულით ინტერ-გოგონა




1
205
7-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
205
  
2016, 2 მარტი, 19:01
მალმალე წერე რაააააა :) ფინალი მაინტერესებს
0 1 1