x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ცრუ აღიარებითი ჩვენების ფსიქოლოგიური ასპექტები



თითის ანაბეჭდი პროკურორებისათვის ყველაზე ძლიერ სამხილს წარმოადგენს აღიარებითი ჩვენება, რომლის საფუძველზეც ხდება ეჭვმიტანილისათვის სასჯელის წაყენება.ერთ-ერთი მთავარი მიზანი დაკითხვისა არის სწორედ აღიარებითი ჩვენების მიღება.ზიმბრადოს (1967) მიხედვით დანაშაულებრივი საქმის 80% აღიარებითი ჩვენების საფუძველზეა გახსნილი.ასეთი მტკიცებულების გარეშე მსჯავრის დადება შემცირდებოდა 70%-ით.


ცრუ აღიარებითი ჩვენების საფუძველზე დაკავებულ უდანაშაულო ადამიანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის საშუალო დროა 13, 5 წელი.ასეთი ჩვენების მქონე ადამიანთა 92% მამაკაცია, ხოლო 63% არის 25 წლამდე ახალგაზრდა.
განაჩენის სიმცდარისა და ადამიანების უდანაშაულობის აღმოჩენა ყველაზე ხშირად ხდება ნამდვილი ბრალდებულის აღმოცენით ან ახალი მტკიცებულების მოპოვებით.პროფესორ სტივ დრიზინის და რიჩარდ ლეოს კვლევაში 125 ცრუ აღიარებითი ჩვენებიდან 80% ეხებოდა მკვლელობას.
ბედაუს და რადალეტის მიხედვით (1987) აშშ-ში 350 საქმიდან 49 (11.4%) შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იძულებით დაკითხვისაგან მიღებულ ცრუ აღიარებით ჩვენებას, რაც წელიწადში დაახლოებით 300 ცრუ ჩვენებას გულისხმობს.
ოთხი საუკუნის წინათ აღიარებითი ჩვენება ყოველგვარი სხვა სამხილის გარეშე საკმარისი იყო საქმის გასახსნელად.გარდა ამისა, წამება და ფიზიკური ძალადობა მიღებულ მეთოდს წარმოადგენდა ჩვენების მოსაპოვებლად.მეცხრამეტე საუკუნეში სასამართლო აღარ კმაყოფილდებოდა აღიარებითი ჩვენებით და სამხილადაც კი შეიძლებოდა არ მიეღო იმ შემთხვევაში თუ არ ცნობდა სანდოდ. 1900-იანი წლების დასაწყისში სამართალდამცავების მიერ ეჭვმიტანილებზე ფიზიკური ზეწოლის შედეგად მიღებულმა აღიარებითმა ჩვენებებმა იმდენად იმატა, რომ მიღებულ იქნა ცვლილება დაკითხვის შესახებ.სამართალდამცავებს აეკრძალათ ყველანაირი ძალის გამოყენება დაკითხვის დროს, მთელი პროცესი გახდა ნებაყოფლობითი.გარდა ამისა აიკრძალა დასაკითხ პირზე ფსიქოლოგიური ძალადობა.1966 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს დაკითხვის დაწყებამდე უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ აქვს დუმილის უფლება.თუ ეს უფლება ბრალდებულს არ წარედგინა აღიარებითი ჩვენება სასამართლოზე მტკიცებულებად არ ითვლება.
ერთ-ერთი მიზეზი ცრუ აღიარებითი ჩვენებისა არის დასაკითხი პირის შთაგონება;
Gudjonsson and Clark (1986)-ის მიხედვით შთაგონებადობაზე საუბრისას საყურადღებოა ინდივიდუალური სხვაობები.მათ გამოყვეს 5 კომპონენტი შთამაგონებელი დაკითხვისა: 1.ახლო სოციალური ინტერაქცია დასაკითხ პირსა და დამკითხველს შორის. 2.დაკითხვის პროცედურა, რომელიც გულისხმობს ორ ან მეტ ადამიანს. 3.შთამაგონებელი სტიმულები. 4.შთამაგონებელი სტიმულების მიღება. 5.ქცევითი (არავერბალური) მიმანიშნებლები იმის შესახებ ხდება თუ არა დასაკითხი პირის შთაგონება.სხვა ტიპის შთაგონებისაგან დაკითხვაზე წარმოებული შთაგონება განსხვავდება შედეგით ა) ახლო სოციალური ინტერაქცია ბ) კითხვები ეხება ახლო წარსულში მომხდარ ფაქტებს. გ) სიტუაციას აქვს დარწმუნებულობის კომპონენტი დ) დაკითხვაზე ყოფნა სტრესულ მდგომარეობას იწვევს. ამ შემთხვევაში დაკითხვის მწარმოებელს შეუძლია მოახდინოს მანიპულაცია დასაკითხი პირის დაურწმუნებლობის, ინტერპერსონალური ნდობის და მოლოდინების გამოყენებით.
დასაკითხი პირის ინდივიდუალური მახასიათებლები განსაზღვრავს მისი შთაგონებადობის ხარისხს, ეს მახასიათებლებია: დაბალი ინტელექტი, მეხსიერების მცირე მოცულობა, დაბალი თვითშეფასება, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და შფოთვა.
Eysenck (1964)-ის თანახმად ინტროვერტი ადამიანები უფრო შთაგონებადები არიან, ვიდრე ექსტრავერტები.დელინქვენტური ქცევის მქონე კრიმინალები უფრო მეტად ექსტრავერტები არიან, შესაბამისად დაკითხვის ტექნიკებიც მათ შესაბამისადაა შემუშავებული. ასეთი ტექნიკის გამოყენებამ ინტროვერტ ადამიანზე შესაძლოა მისი შთაგონება და ცრუ აღიარებითი ჩვენება გამოიწვიოს.


ცრუ აღიეარებითი ჩვენების ტიპები:

1.იძულებითი ცრუ აღიარებითი ჩვენება:

ეჭვმიტანილების მიერ ამ ტიპის აღიარებითი ჩვენების მიცემის მოტივია პოლიციელებისაგან ფიზიკური ძალადობის თავიდან არიდება, ხანგრძლივი დაკითხვის დასრულება.ცრუ აღიარებით ჩვენებებში იძულებით ცრუ აღიარება ყველაზე დიდ პროცენტს მოიცავს.თუმცა ყველა იძულებით აღიარებითი ჩვენება არ არის ცრუ.

2.განზრახ ცრუ აღიარებითი ჩვენება:

34% ცრუ აღიარებითი ჩვენების მოდის ამ კატეგორიაზე.

სკოლის მოსწავლემ მეორე მოსწავლე დაადანაშაულა სასკოლო ბენდის ოთახიდან მუსიკალური ინსტრუმენტების მოპარვაში, ბრალდებულმა დაადასტურა ქურდობის ფაქტი, თუმცა ვერ დაასახელა დეტალები, შემდგომ აღმოჩნდა, რომ დანაშაული არ იყო მის მიერ ჩადენილი.ცრუ აღიარების მოტივი კი მეგობარი გოგონასთვის თავის მოწონება იყო.

ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი ტიპის აღიარება გამოწვეულია ფსიქიკური აშლილობით.ჯანმრთელი ფსიქიკის შემთხვევაში მოტივი მრავალი შეიძლება იყოს, მაგალითად ციხეში ჩაჯდომის გზით ბევრად უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენის ეჭვმიტანილობის თავიდან არიდება.კიდევ ერთი გავრცელებული მოტივია საყვარელი/ახლობელი ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობის აღება, მათი დაკავების არიდების მიზნით.ზოგიერთ შემთხვევაში კი მოტივი უბრალოდ ხალხის ყურადღებაც კი აღმოჩნდეს.

3.იძულებით გათავისებული აღიარებითი ჩვენება

ამ ტიპის აღიარებას ვხვდებით მაშინ, როდესაც პოლიციელები შთააგონებენ ეჭვმიტანილს, რომ ის არის დამნაშავე და არ ახსოვს მომხდარი.ლიტერატურაში მოიხსენიება როგორც ე.წ მეხსიერებისადმი უნდობლობის სინდრომი.21% ცრუ აღიარებითი ჩვენებებისა სწორედ ამ ტიპზე მოდის.აქ გვხვდება სამი ქვეკატეგორია ეჭვმიტანილობისა:

1.ჭეშმარიტად დამნაშავეები, რომლებიც აღიარებენ დანაშაულს, თუმცა შფოთიანობის და აღზნებულობის მაღალი ხარისხის გამო ვერ ხდება დადგენა აღიარების სიმცდარე/ჭეშმარიტებისა.

2.დამნაშავე, რომელსაც არ ახსოვს დანაშაულის ჩადენა, მიუხედავად იმისა, რომ ის მართლაც დამნაშავეა აღიარება მაინც არასანდოდ მიიჩნევა, ვინადიან ბრალდებული ვერ იხსნებს დეტალებს.

3.მესამე ქვეტიპს წარმოადგენენ ეჭვმიტანილები, რომლებსაც არ ჩაუდენიათ დანაშაული და დაკითხვის პროცესში მოხდა მათი შთაგონება, რის შედეგადაც მიიჩნევენ თავს ბრალეულად.



არარსებული აღიარება

არარსებული აღიარების დროს, ეჭვმიტანილი არ აღიარებს დანაშაულს, თუმცა მის მონათხრობში არის რაღაც მამხილებელი.ეს შეიძლება იყოს ცრუ ალიბი და სხვა.

ტანსაცმლის მაღაზიიდან მოპარულ იქნა თანხა, ამის შესახებ პოლიციას აცნობა მენეჯერმა რომელიც წელიწადზე მეტი იყო დასაქმებული კონკრეტულ მაღაზიაში.პოლიციამ ეჭვმიტანილად ჩათვალა მეორე თანამშრომელი, რომელსაც ახალდაწყებული ჰქონდა მაღაზიაში მუშაობა და მენეჯერზე ახალგაზრდა იყო.დაკითხვის შედეგად ახალგაზრდა თანამშრომელმა არ აღიარა დანაშაული, თუმცა განაცხადა, რომ აანაზღაურებდა მაღაზიის ზარალს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ქურდობა ჩაიდინა მენეჯერმა.

შეჯამება

იმისათვის, რომ მოხდეს ცრუ აღიარებითი ჩვენების თავიდან არიდება საჭიროა გამოკითხვა/დაკითხვის ინდივიდუალური გეგმის შედგენა, ტაქტიკის სწორად შერჩევა, გამოკითხვის პროცესში კომუნიკაციური უნარების ფლობა აუცილებელი ელემენტია სასურველი შედეგების მისაღებად.

კვლევებმა აჩვენა, რომ ცრუ აღიარებით ჩვენებაზე გავლენას ახდენს დაკითხვის ხანგრძლივობაც, რაც უფრო დიდხანს გრძელდება დაკითხვა, მით მეტია ალბათობა არასანდო ჩვენების მიღებისა.

იმისათვის, რომ აღიარებით ჩვენებას ჰქონდეს მტკიცებულების ძალა, მას უნდა ერთვოდეს დამადასტურებელი სამხილები.ჩვენების ჭეშმარიტება-მცდარობის დადგენისას მთავარია დავადგინოთ ცრუ აღიარებითი ჩვენების მიცემის მოტივი.გარდა ამისა, ჩვენება რომელიც არ მოიცავს დეტალიზაციას და ძირითადი აქცენტი კეთდება მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობის აღებაზე, ნაკლებ სანდოა.

0
45
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ჟვანია
თამარ ჟვანია
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0