x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ასიმეტრიული ინფორმაცია

image ასიმეტრიული ინფორმაციის ქვეშ გულისხმობენ სიტუაციას, როდესაც გარიგების მონაწილე ერთი მხარე ფლობს სრულ ინფორმაციას პროდუქტის შესახებ, ან სხვა სახის ინფორმაციას, ხოლო მეორე მხარე ნაკლებ ინფორმირებულია. მაგალითად გამყიდველებმა კარგად იციან როგორ პროდუქტს ყიდიან, ხოლო მყიდველებს ზუსტი ინფრომაცია არ აქვთ. მუშებმა
უკეთესად იციან თავიანთი შესაძლებლობები, ვიდრე იმ ფირმებმა რომლებიც მათ ქირაობენ. ასიმეტრიული ინფორმაცია გვაძლევს შესაძლებლობას ავხსნათ თუ რატომ აქვს ერთსა და იმავე პროდუქტს განსხვავებული ფასი, გარანტია და ა.შ. ასიმეტრიული ინფორმაცია გვხვდება შემდეგ ბაზრებზე: პროდუქტის, დასაქმების, დაზღვევის, საკრედიტო და ა.შ.
ამ საკითხთან დაკავშირებით მე-20 საუკუნეში რამდენიმე მოსაზრება წარმოიშვა ეკონომისტებს შორის. ნოკლასიკოსები არ აღიარებენ ინფორმაციაული ბაზრის არსებობას. მათი მოწინააღმდეგები კი მიიჩნევენ, რომ ინფორმაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გარიგების დადებისათვის. როგორც კენეტ ოროუ აღნიშნავს, ინფორმაციას ორი მნიშვნელოვანი მდგომარეობა აქვს: იგი წარმოადგენ საქონელს, რომელსაც აქვს ღირებულება და ასევე არსებობს ასიმეტრიული ინფორმაცია. ის ფირმები, რომლებიც ფლობენ სრულ ინფორმაციას, იღებენ მაღალ მოგებას და აქვთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ მონოპოლიური მოგება.
ნეოკლასიკური თეორია ეყრდნობა იმ მოსაზრებას, რომ ბაზარზე არსებობს სრულყოფილი კონკურენცია, რეალურ ცხოვრებაში კი მათი მოსაზრება არ მართლდება. ფასი ყოველთვის კონკურენციის შედეგად არ ყალიბდება და ბაზარზე არსებობს არასაფასო ხასიათის ფაქტორები. ამასთან დაკავშირებით მრავალმა ეკონომისტმა გამოთქვა თავისი მოსაზრება, რომელთა შორისაც არიან: ჯონ ნეში (ალბათ ყველასათვის ცნობილია ნეშის წონასწორობა), ჯორჯ აკერლოფი, მაიკი სპენსი, ჯოზეფ
სტიგლიცი და ა.შ.
ვისაც ოდესმე ეკონომიკასთან შეხება ჰქონია, შეუძლებელია არ გაეგოს“ თამაშთა თეორიის” შესახებ, სადაც უმთავრესი დასაყრდენი "ნეშის წონასწორობაა.”თამაშთა თეორია არის მათემატიკური ეკონომიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს კონფლიქტურ სიტუაციებს სუბიექტებს შორის და მათ სტრატეგიებს. მისი
გამოყენება ეკონომიკას სცილდება და შეიძლება სხვა ნებისმიერი სფერო მოიცვას. პირველად მის შესახებ საუბარი მე-18 საუკუნეში იყო, ხოლო მათემატიკური
აპარატი და ეკონომიკური თეორიის გაერთიანება შემოგვთავაზეს ჯონ ნეიმანმა და ოსკარ მორგენშტერმა წიგნში „თამაშთა თეორია და ეკონომიკური ქცევა“.50-ანი წლების დასაწყისში ჯონ ნეშმა დახვეწა ეს თეორია და შემოგვთავაზა ახალი ანალიზის
მეთოდი, რომელსაც „ნეშის წონაწორობა უწოდეს“. წონასწორობა ეწოდება ისეთ სიტუაციას, როდესაც მოთამაშეებს არ შეუძლიათ გაიუმჯობესონ სიტუაცია მისი კონკურენტის მდგომარეობის ცვლილების გარეშე. ნეშის აზრით ადამ სმითის მიდგომა, როდესაც ყველა თავისთვის მოქმედებს (იხილეთ მის ცნობილ წიგნში ეკონომიკური ადამიანის განმარტება ) არაოპტიმალურია. უმჯობესია სიტუაცია, როდესაც სუბიექტი სხვისი მდგომარეობის გაუმჯობესებით უკეთეს მდგომარეობაში ხვდება.
შემდეგი ეკონომისტია ჯორჯ აკერლოფი. 1970 წელს აკერლოფმა გამოიწვია მინი-სენსაცია,
ეკონომიკურ მეცინერებაში, როცა გამოაქვეყნა სტატია”ლიმონების ბაზარი”. სტატიის თემა ეხებოდა, როგორც ნახმარი ისე დეფექტური ავტომობილების(პირობითად ლიმონები) ბაზრის პრობლემას. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ბაზრის ფაისკოს გამომწვევ პოტენციურ მიზეზებზე, რასაც ადრე არ აქცევდნენ ყურადღებას.
აკერლოფის მსჯელობის არსი ასეთია: ვთქვათ არის
2 სახის ესკორტის მარკის( 1985 წლის გამოშვება) ნახმარი”ფორდები”. ექსპლუატაციის პროცესში ზოგ მათგანს კარგად უვლიდნენ და ფაქიზად ეპყრობოდნენ.
მფობელები მათ 2000 დოლარზე ნაკლებად არ გაყიდიან, ხოლო პოტენციური მყიდველები მზად იქნებიან მასში გადაიხადონ 2400 დოლარამდე. სხვა მფლობელები თავიანთ მანქანებს ბარბაროსულად იყენებდნენ, ისე რომ არ არის იმის გარანტია, რომ ეს მანქანები საიმედოდ მოგემსახურებიან. ლიმონების მფლობელები მოხარულები იქნებოდნენ, თუკი მათგან განთავისუფლდებოდნენ ნებისმიერ ფასად, რომელიც
1000 დოლარზე მეტი იქნებოდა.
მყიდველები კი რამდენადაც იციან რას ყიდულობენ, არავითარ შემთხვევაში არ გადაიხდიდნენ 1200 დოლარზე მეტს. თუკი იქნებოდა სხვადასხვა ბაზარი წესიერი მანქანებისთვის და ”ლიმონებისთვის”, არც პრობლემა იქნებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. გამყიდველებმა იციან ”ლიმონია”თუ არა მათი მანქანა, მყიდვეელბმა კიარა. რაც გზას უხსნის ”ლიმონების”გამყიდველებს. ასიმეტრიული ინფრომაცია აკეთებს თავის შავ საქმეს. გამყიდველი , რომელმაც არ იცის რა არის სინამდვილეში, იძულებულია იქონიოს შემთხვევითობის იმედი . ბაზარზე, რომ ცუდი და კარგი მანქანების თანაბარი რაოდენობა იყიდებოდეს, მყიდველის შანსი შეიძინოს კარგი მანქანა იქნებოდა 50% . მაქსიმუმი, რასაც ისინი გადაიხდიდნენ უცნობი ხარისხის მანქანაში იქნებოდა 1800 $. მაგრამ კარგი მანქანის პატრონები ამ ფასად ავტომობილებს უბრალოდ არ გაყიდიან და თვითონ ივლიან . ამის გამო ბაზარზე თანდათან დარჩება მხოლოდ”ლიმონები” . მყიდველები მათში გადაიხდიან 1800 $ მდე. ე.ი. ფასს, რომელიც სავსებით აძლევს ხელს გამყიდველს . ამგვარად”ლიმონები” მთლიანად დაიპყრობენ ბაზარს . ეს არის ბაზრის ფიასკოს მკაფიო მაგალითი.
მაიკლ სპენსის თეორია მიუთითებს განათლების, როგორც შრომის ბაზარზე მწარმოებლურობის სიგნალის მნიშვნელობაზე. გასათვალისწინებელია, რომ სიგნალის გადაცემა შეიძლება წარუმატებელი იყოს, თუ”გადამგზავნების” ანუ სამუშაოს მაძიებელთა სიგნალის გადაცემის ღირებულება საკმაოდ არ განსხვავდება ერთმანეთისგან.დამქირავებელივერშეძლებსგანასხვავოსსამუშაოს მაღალმწარმოებლურიმაძიებლები ნაკლებად მწარმოებლურისაგან, თუ პირველი ნაკლებ ღირებულად თვლის განათლების მიღებას, ხოლო უკანასკელი აირჩევს განათლების დაბალ დონეს. ანუ უფრო გასაგებად, რომ ვთქვათ. ფირმა დაინტერესებულია, რომ მისი მომავალი კადრი იყოს გამოცდილი და განათლებული. ვაკანტური ადგილის პრეტენდენტები, არიან თუ არა ასეთები მსგავს სიგნალებს მაინც ავრცელებენ, რამაც შეიძლება შეცდომაში
შეიყვანოს დამქირავებელი.
ჯოზეფ სტიგლიცი შეეხო დაზღვევის ბაზარს. როგორც წესი
სადაზღვევო კომპანიები ფლობენ სრულ ინფორმაციას სადაზღვევო რისკის შესახებ. სტიგლიცის აზრით სადაზღვევო კომპანიები ცდილობენ შესთავაზონ სხვადასხვა ტარიფები, რადგან მათ საკმარისი ინფორმაცია მიიღონ. იმ მეთოდს, რომლითაც სადაზღვევო კომპანიები ცდილობენ ინფორმაციის ნაკლებობა აღმოფხვრან კლიენტებისათვის, ეწოდება სკრინინგი (screening ). სტიგლიცის აზრით იმ მოდელებს, სადაც სრულყოფილი ინფორმაციის მოდელს იყენებენ, შეცდომაში შეყავს ბაზრის მონაწილეები. სტიგლიცი ასევე შეეხო ფინანსურ ბაზარს. მისი აზრით თუკი ბაზარი სრულყოფილი აინფორმაციული კუთხით, მაშინ მთელი ინფორმაცია აისახება ფასების დონეზე, ამიტომ ბაზრის არც ერთ მონაწილეს არ აქვს სტიმული გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც აისახება ფასებში.
ამ თემას ასევე შეეხო ფრანგი ეკონომისტი ჟან ტიროლი, რომელმაც 2014 წელს აიღო ნობელის პრემია. ჟან ტიროლს დიდი წვლილი მიუძღვის აგრეთვე მიკროეკონომიკური ანალიზის განვითარებაშიც. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომია - კოლექტიური რეპუტაციის თეორია, რომელიც წარმოადგენს ასიმეტრიული ინფორმაციით განსაზღვრული ბაზრების შესახებ აკერლოფის მოდელის კონცეფციის დამუშავებულ ვარიანტს. ეს თეორია ფორმალიზებას ახდენს და მათემატიკური მოდელის სახით გამოხატავს ისეთ ცნებებს, როგორიცაა: რეპუტაცია, ხარისხი, დაა.შ. ჟან ტიროლის მიერ შემოთავაზებული კონცეფციის ბაზას ეფუძნება სხვადასხვა ავტორების ახალი ნაშრომები მსგავს თემებზე, როგორიცაა: კორუფციის დონე საზოგადოებაში და სხვ.

0
600
1-ს მოსწონს
ავტორი:თაკო ბლიაძე
თაკო ბლიაძე
600
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0