x
ცნობილი ადამიანები, რომლებსაც აკრძალული აქვთ ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლა
23 თებერვალი, 0:20

ცნობილ ადამიანებს შორს საკმაოდ ბევრია ისეთი, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზის გამო აკრძალული აქვთ რომელიმე ქვეყანაში შესვლა. ხშირ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია თავად მსახიობის ან მომღერლის მიერ ჩადენილ კანონდარღვევასთან, ხანდახან ეს ხდება მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ზოგჯერ კი აკრძალვა მოქმედებს სრულიად აბსურდული და სასაცილო მიზეზით.

ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ იმ ცნობილების სია, რომელთაც რაიმე მიზეზით აკრძალული აქვთ რომელიმე ქვეყანაში ვიზიტი.


ლედი გაგა


image

ლედი გაგა უდავოდ ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ექსტრავაგანტულ მომღერლად. ბევრს მოსწონს მისი ეპიტაჟური სტილი, მაგრამ სხვებს საშინლად აღიზიანებს ლედი გაგას გამომწვევი და უხამსი საქციელი თუ ჩაცმულობა. ინდონეზიის "ისლამის დაცვის ფრონტმა'' ლედი გაგა ''ეშმაკის მოციქულადაც" კი გამოაცხადა და მას აუკრძალა ჯაკარტაში ჩასვლა. აკრძალვას დაეთანხმნენ ინდონეზიის სხვა რელიგიური დაჯგუფებებიც. მოლაპარაკების შედეგად მომღერალს ნება დართეს კონცერტი ჩაეტარებინა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩაიცვამდა ისეთ ტანსაცმელს, რომელიც მის სხეულს თავიდან ფეხებამდე დაფარავდა. ლედი გაგას მენეჯერებმა ამ იდეაზე უარი განაცხადეს, თანაც მათ იფიქრეს, რომ ამ ქვეყანაში ვიზიტი მომღერლისათვის უსაფრთხო არ იქნებოდა და საბოლოოდ უარი თქვეს ტურზე.


ბრედ პიტი


image

1997 წელს, მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა ცნობილი ფილმი "შვიდი წელი ტიბეტში", ბრედ პიტს სასტიკად აეკრძალა ჩინეთის მიწაზე ფეხის დადგმა. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელებმა შეურაცხყოფად მიიჩნიეს ის, რაც ბრედ პიტმა ფილმში აჩვენა, ამიტომ მას სამუდამო ვეტო დაუდეს ამ ქვეყანაში ვიზიტზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დროთა განმავლობაში ვნებები დაცხრა და 2014 წელს, ფილმის გამოსვლიდან 17 წლის შემდეგ პიტმა მაინც მოახერხა ჩინეთში ჩასვლა, სადაც ის მეუღლეს, ანჯელინა ჯოლის ახლდა "მალეფისენტის" პრემიერაზე.


მაილი საირუსი


image

მოკრძალებულმა გოგონამ, რომელიც ოდესღაც ოჯახურ ფილმ "ჰანა მონტანაში'' თამაშობდა, 2009 წელს სრულიად შეიცვალა იმიჯი და ნამდვილი ახტაჯანა გახდა. სწორედ ამ წელს აუკრძალეს მას ჩინეთში შესვლა, რადგან მაილიმ გამოაქვეყნა ფოტოსურათი, რომელზეც მეგობრებთან ერთად მხიარულად იმანჭებოდა და ჩინელებს ბაძავდა. 2014 წელს კი საირუსს აეკრძალა დომინიკის რესპუბლიკაში შესვლა იმ მოტივით, რომ ის არ იცავს მორალის და ეთიკის ნორმებს. მიუხედავად აკრძალვისა, მომღერალმა მაინც გააგრძელა ფონდ The Happy Hippie Foundation-ის დაფინანსება, რომლიც დომინიკანელ უსახლკარო ბავშვებს ეხმარება.


გრეგორი ლეპსი


image

2014 წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სახალხოდ დასდო ბრალი რუს მომღერალ გრეგორი ლეპსს რუსულ მაფიასთან კავშირში. მათი სიტყვით, მომღერალი ფარულ კავშირში იყო დანაშაულებრივ ორგანიზაცია ''საძმო წრესთან'' («Братский круг). ლეპსის შეყვანა შავ სიაში გულისხმობს არამარტო მისი ვიზიტის აკრძალვას ამ ქვეყანაში, არამედ აშშ-ის ნებისმიერ მოქალაქეს უკრძალავს რაიმე სახის საქმიან კავშირს ამ ადამიანთაან, ასევე გულისხმობს ლეპსის კუთვნილი აქტივების გაყინვას ამ ქვეყანაში. თავად მუსიკოსი ხშირად ხუმრობს ამ თემაზე და ალბომიც კი გამოსცა სახელწოდებით განგსტერი №1 ( «Гангстер №1»).


ალეკ ბოლდუინი


image

ერთადერთი გაუფრთხილებლად ნათქვამი სიტყვა, რომელიც ალეკ ბოლდუინმა ეროვნული ტელევიზიის ეთერში წარმოთქვა, აგორდა არამარტო საერთაშორისო სკანდალად, არამედ გამოიწვია ის, რომ მსახიობს სამუდამოდ აეკრძალა ფილიპინებში შესვლა. უფრო მეტიც, ფილიპინელი პოლიტიკოსები ბოლდუინს შეჰპირდნენ, რომ თუ ის მათ ქვეყანაში ფეხს დაადგამდა, დაასახიჩრებდნენ მას. ყველაფერი კი დაიწყო იქედან, რომ ტოქ-შოუ «The late show-ის ეთერში მიწვეულ ბოლდუინს წამყვანმა ჰკითხა, აპირებდა თუ არა ის ბავშვების ყოლას. პასუხად მსახიობმა იხუმრა, რომ უფრო მეტიც, ის აპირებდა საპატარძლოს ფოსტით გამოწერას ფილიპინებიდან ან რუსეთიდან. რა თქმა უნდა, ამ უხეში ხუმრობის შემდეგ ბოლდუინს ბოდიშის მოხდამ მოუწია, მაგრამ ფაქტია, რომ ის ამ ქვეყანაში ფეხს ვერასოდეს დაადგამს.


პერის ჰილტონი


image

2010 წელს ამერიკული ელიტის ვარსკვლავ პერის ჰილტონს სერიოზული პრობლემები ჰქონდა კანონთან: ლას - ვეგასის სასამართლომ მას პირობითად ერთი წელი მიუსაჯა კოკაინის შენახვის გამო. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ 2010 წელსვე იაპონიაში დასთან- ნიკისთან ერთად ქალის ჩანთების სარეკლამო კომპანიის ეგიდით ჩასული პერისი საპასპორტო კონტროლის გავლისთანავე უკანვე გამოაბრუნეს აეროპორტიდან. საქმე იმაშია, რომ მკაცრი იაპონური კანონის თანახმად პირს, რომელიც თავის ქვეყანაში რაიმე დანაშაულის გამო ნასამართლევია, სასტიკად ეკრძალება იაპონიაში შესვლა.



ბეიონსე


image

2007 წელს ბეიონსე საკონცერტო ტურს ატარებდა მალაიზიაში. მას მოუწია ამ ტურის შეწყვეტა, რადგან ადგილობრივმა ისლამისტურმა პარტიამ მიიჩნია, რომ ის სცენაზე უღირსად იქცეოდა. მომღერლის მენეჯერები საკმაოდ დიდხანს აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც მათ წამოაყენეს მოთხოვნები, რომელთა შესრულების შემთხვევაში მომღერალს ნება ეძლეოდა საკონცერტი ტური გაეგრძელებინა, კერძოდ, ბეიონსეს უნდა ჩაეცვა კაბა, რომელიც მას კისრიდან ტერფებამდე დაფარავდა და მას არ უნდა ეცეკვა სცენაზე. მომღერალი მხოლოდ უნდა მდგარიყო მიკროფონთან და ემღერა, სხვა მოძრაობები მას ეკრძალებოდა. ბეისონსემ ამ ულტიმატუმზე უარი განაცხადა და კონცერტები ჩაიშალა.


Jay-Z


image
2003 წელს ამერიკელი რეპერის Jay-Z-ის მენეჯერებმა ვერაფრით ვერ მოახერხეს ჩინეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ამ ქვეყანაში საკონცერტო ტურის ჩატარებაზე. მიზეზი, რომლის გამოც მომღერალს უარი ეთქვა ჩინეთში ვიზიტზე, იყო შემდეგი: "Jay-Z-ის ზოგიერთი სიმღერა შეიცავს უხამს გამოთქმებს და ვულგარულ ლექსიკას, აგრევე მოწოდებას ძალადობისა და კრიმინალისაკენ".


50 Cent


image

კანადელ ხელისუფლებს არც 50 Cent-ის სიმღერების ტექსტები მოეწონათ. ჩინოვნიკებმა მიიჩნიეს, რომ მათში ძალიან ბევრია ძალადობის პროპაგანდა და რომ კანადელებისათვის სულაც არაა საჭირო ამ სიმღერების მოსმენა. არანაკლები როლი ითამაშა თავად მომღერლის პრობლემებმა კანონთან, კანადელებმა 50 Cent-ს ნასამართლეობაც გაუხსენეს, საქმის ბოლო წერტილი კი გახდა 2003 წელს რეპერის მიერ ტორონტოში ჩატარებული კონცერტი, რომლის მიმდინარეობისას დარბაზში ახალგაზრდა კაცი დახვრიტეს.



Bloodhound Gang


image

დიდი სკანდალი აგორდა ამერიკული ჯგუფის მიერ ოდესაში ჩატარებულ კონცერტზე. შუა კონცერტის დროს ჯგუფის ბასისტმა ჯარედ ჰასელჰოფმა სიტყვებით - "ოღონდ პუტინს არ უთხრათ" რუსეთის დროშა ჩაიტენა ტრუსში, შემდეგ ამოიღო იქედან და მაყურებლებში ისროლა. რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლები ძალზედ აღაშფოთა ამ ინციდენტმა და მათ სულაც არ მიიღეს მხედველობაში ის არგუმენტი, რომ ჯგუფის წევრები იგივეს აკეთებენ მშობლიური - ამერიკული დროშითაც. ჯგუფის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მუხლით ''სახელმწიფო გერბის ან დროშის შეურაცხყოფა", მათ აეკრძალათ რუსეთში შესვლა და მათი სიმღერები და ვიდეორგოლები აბსოლუტურად ყველა რადიოსადგურის და ტელევიზიის გადაცემებიდან ამოიღეს.


ბითლზები (Beatles)


image

1966 წელს ჯგუფ Beatles-ის წევრებმა მათდა უნებურად შეურაცხყვეს ფილიპინების პირველი ლედი. საქმე იმაში, რომ ამ ქვეყანაში გასტროლებისას ისინი სადილზე მიიწვიეს პრეზიდენტის სასახლეში. რადგან ასეთი რანგის შეხვედრებს მიჩვეულები არ იყვნენ, მუსიკოსებმა თავაზიანად თქვეს უარი მიწვევაზე. ამ უარმა პირდაპირ გააცოფა ქვეყნის პირველი ლედი. ჯგუფის წევრები იძულებული გახდნენ სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქვეყანა. მათ სამუდამოდ აეკრძალათ იქ შესვლა.


Akon


image

R’N’B -ის სტილის მუსიკის ვარსკვლავს აკონს აკრძალული აქვს შრი-ლანკაში შესვლა, საქმე იმაშია, რომ მის ერთ-ერთ კლიპში საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი გოგონები მხიარულად ერთობიან აუზში, რომლის უკანა ფონზე ბუდას ქანდაკებაა. ადგილობრივმა რელიგიურმა პირებმა ეს შურაცხყოფად მიიჩნიეს და საპროტესტო მსვლელობაც კი გამართეს. მუსიკოსმა თავი იმართლა იამით, რომ მან არაფერი არ იცოდა ამ ქანდაკების შესახებ, მაგრამ ბოდიშის მოხდა უკვე გვიან იყო. მას სამუდამოდ აეკრძალა შრი-ლანკაში შესვლა.


სელენა გომესი


image

2014 წელს სელენა გომესს გეგმაში ჰქონდა რუსეთში საკონცერტო ტური, მაგრამ მას მოუხდა ის გაეუქმებინა ერთი შეხედვით სრულიად აბსურდული მიზეზის გამო - გომესს არ მისცეს ამ ქვეყნის ვიზა. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა რუსული კანონის გამკაცრება უცხოელი არტისტებისათვის მოკლე სამუშაო ვიზის მისაცემად, მაგრამ კულუარებში გაჟონა ინფორმაციამ, რომ სელენა გომესს რუსეთში შემოსვლაზე უარი უთხრეს სულ სხვა მიზეზით. კერძოდ, რუს ხელისუფლებს შეეშინდათ, რომ მომღერალი კონცერტის მსვლელობის დროს განცხადებას გააკეთებდა არატრადიციული სექსუალური მიმდინარეობის წარმომადგენლების დასაცავად, როგორც ეს გააკეთეს ლედი გაგამ და მადონამ. ამიტომ მას უბრალოდ აუკრძალეს რუსეთში შესვლა.






956
8-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
23 თებერვალი, 20:00
მართალი ხარ, ინ..:)
23 თებერვალი, 16:34
ამიტომაა ნათქვამი სადაც მიხვალ იქაური ქუდი დაიხურეო.პატივი უნდა სცე სხვის კულტურას და მითუმეტეს " მასპინძელს "
23 თებერვალი, 11:28
მადლობა :)
23 თებერვალი, 0:29
ძალიან საინტერესოა, დიდი ინტერესით წავიკითხე... ნამდვილად უცხო და ექსკლუზივი სტატიაა....გავაზიარე რათქმა უნდა
0 1 4
დიდი თეძოების გამო დაწუნებული მოდელიდიდი თეძოების გამო დაწუნებული მოდელი
წარმოგიდგენთ მოდელ ისკრა ლოურენსის ისტორიას. ის სამოდელო სააგენოში 10 წლის...
რა იწინასწარმეტყველა ვაგნას პატარა მემკვიდრემრა იწინასწარმეტყველა ვაგნას პატარა მემკვიდრემ
დრო მიდიოდა, ვანგა არ ჩქარობდა თავისი მემკვიდრის დასახელებას.ნათ...
სოციალური ქსელის "მარგალიტები"სოციალური ქსელის "მარგალიტები"
ციფრულმა საუკუნემ ჩვენს ცნობიერებას და ყოველდღიურ ცხოვრებას დიდი დაღი დაასვა და ...
რატომ მე და არა ის?რატომ მე და არა ის?
გადავწყვიტე, სურპრიზი მომწყო. . . მის ეზოში ბოლო გამოშვების bmw-თი მივსულიყავი, სარკეში...
სასამართლოზე წარმოთქმული კურიოზული ფრაზებისასამართლოზე წარმოთქმული კურიოზული ფრაზები
1-იურისტი:"მაშ ასე, ბავშვის ჩასახვა 8 აგვისტოს დილით მოხდა?" მოწმე:...
ვარსკვლავების ყველაზე  ვულგარული ფოტოებივარსკვლავების ყველაზე ვულგარული ფოტოები
ვარსკვლავებისთვის ყველაზე კარგი პიარია გამოქვეყნონ ფოტოები ინსტაგრამზე...