x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
კინოინდუსტრიაში შექმნილი, მოდის 7 ლეგენდარული იმიჯი

image

imageხშირ შემთხვევაში, წარმატებული ეკრანული იმიჯის შემდეგ, მსახიობები მხოლოდ პოპულარულები კი არა, მიბაძვის ობიექტებიც ხდებიან, რადგან მათი გმირების სამოსი, ისევე კარგად ამახსოვრდება მაყურებელს, როგორც ფილმები, მათი მონაწილეობით. აქ გავიხსენებთ 7 დაუვიწყარ კინო-იმიჯს, რომელიც ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს:

image

1. სკარლეტ ო’ჰარა (ვივიენ ლი) «ქარწაღებულნი»

imageimage

image

ამ გოგონამ, თავის დროზე, არაერთი მამაკაცის გული დაიპყრო და გოგონების არაერთი თაობის მოდის კერპი გახდა. ეს ლამაზმანი ფარდებისგან შეკერილ კაბას ისევე ღირსეულად ატარებდა, როგორც დედოფალი უძვირფასეს სამოსს მეჯლისზე. სკარლეტი თვლიდა, რომ ზედმეტად გადაპრანჭული, ქალი ვერ იქნება და ის მხოლოდ გამოპრანჭული შეიძლება იყოს. მისი კინოკო-კოსტუმების ნახვა დღესაც შეიძლება მუზეუმებში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამართულ აუქციონებზე, სადაც ეს კაბები, საარაკო თანხებში იყიდება. მაგ., მისი ნაცრისფერი კაბა, გასულ წელს, ბევერლი-ჰილზში (კალიფორნიის შტატი, აშშ) გამართულ აუქციონზე, 137 ათას დოლარად, ხოლო ჩალის ქუდი – 52 ათას დოლარად გაიყიდა.

image

imageimageimage

imageimageimageimage

image

image

image

2. ჰოლი გოლაიტლი (ოდრი ჰეპბერნი) «საუზმე ტიფანისთან»

image


image

image

ფილმმა «საუზმე ტიფანისთან» წარუშლელი კვალი დატოვა მოდის ინდუსტრიის შემდგომ განვითარებაზე. არასერიოზული, მომხიბლავი, მაცდური ქალის იმიჯი, დღემდე ყველას ატყვევებს. მზის სათვალე, საკმაოდ მასიური ჩარჩოთი, ფეხსაცმელი საშუალო სიმაღლის ქუსლზე და რა თქმა უნდა, პატარა შავი კაბა – ამ ყველაფერმა არ შეიძლება აღფრთოვანება არ გამოიწვიოს, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.

image

imageimageimageimage

image

image

image

3. გოგონა (მერლინ მონრო) «შვიდი წლის თავზე»

image

image

image

მერლინ მონრო – თავისი დროის ნამდვილი სექს-სიმბოლო იყო. მისი გახსენებისთანავე, გონებაში, ფოლადისფერი კულულები, წითელი ტუჩები და ქარით აფრიალებული კაბის სცენა ამოტივტივდება ხოლმე.

image

imageimageimageimage

image

image

image

4. ვივიენ უორდი (ჯულია რობერთსი) «ლამაზმანი»

image

imageმხოლოდ ჯულია რობერთს შეეძლო ერთნაირად მომხიბვლელი ყოფილიყო მეძავი ქალის და ნამდვილი ლედის სამოსში. ფილმის პრემიერის შემდეგ, პირველსავე კვირას, ასობით ყავისფერი კაბა გაიყიდა, ზუსტად ისეთი, როგორიც მის გმირს ეცვა ფილმში.

image

imageimageimageimage

image

image

image

5. კოკო შანელი (ოდრი ტატუ) «კოკო შანელამდე»

image

image

image

ფილმში, თავად კოკო შანელის ცხოვრებაზე, არ შეიძლებოდა განსაკუთრებული კოსტუმები არ ყოფილიყო: პატარა შავი კაბა, ტვიდის პიჯაკი, კოსტუმი “კაცის სტილში", ასევე ულამაზესი სამკაულები და აქსესუარები, რომლებიც განსაკუთრებით უყვარდა ცნობილ დიზაინერს.

image

image

image

image

image

6. კერი ბრედშოუ (სარა ჯესიკა პარკერი) «სექსი დიდ ქალაქში»

image

image

image

«სექსი დიდ ქალაქში», მთელი პლანეტის, სუსტი სქესის წარმომადგენლების საყვარელი სერიალია. ამ სერიალის მთავარმა გმირმა, კერიმ უამრავი ლამაზი სამოსი და ფეხსაცმელი შესძინა მოდის მიმდევრების კარადებს. თითქმის ყველა სერიაში არის თითო fashion-აღმოჩენა.

imageimageimage

image

image

image

7. დეიზი ბუკენენზე (კერი მალიგანი) «დიდი გეტსბი»

image

image

და რა თქმა უნდა, ბოლო წლების ყველაზე დახვეწილი ფილმი «დიდი გეტსბი», რომლის მათავარი გმირის, დეიზის იმიჯი ყველას ნუსხავს და ზუსტად გადმოსცემს ჯაზის ეპოქას. მისი ყველა სამოსი, უდაოდ, თვალისმომჭრელად გამოიყურება. ფილმის კოსტუმები პრადას ეკუთვნის, ხოლო სამკაული – საიუველირო სახლს Tiffany & Co.

imageimage

0
221
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0