x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
აშშ ჩვენი მოკავშირე და პარტნიორია, მაგრამ რატომ არ გვაძლევს ქვეყნის თავდაცვისათვის აუცილებელ შეიარაღებას!

image მოგეხსენებათ საქართველომ კარგა ხანია აირჩია პოლიტიკური ორიენტირი და ღიად დააფიქსირა, რომ მისი მიზანი იყო შესულიყო ევროპული სტრუქტურებისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის (ნატო) რიგებში სრულუფლებიან წევრად.
შესაბამისად ქვეყანა უკვე წლებია ატარებს სამხედრო, ეკონომიკური მიმართულებების და დემოკრატიის დასამკვიდრებლად აუცილებელ რეფორმებს. მიუხედავად ამისა რიგი ევროპული სახელმწიფოს მესვეურები ღიად აფიქსირებენ მათ აზრს, რომ საქართველო ჯერ მზად არაა ევროპის სტრუქტურებში და ჩრდილო ატალნიკური ალიანსის წევრობისათვის.
თავად ამ სტრუქტურებისა და კავშირის ხელმძღვანელობა გვეუბნება, რომ ჩვენთვის მათი კარები ღიაა. რა გამოდის? ღიაა კარები რომელშიც არ გვიშვებენ და ჩემი მოსაზრებით ეს გამოწვეულია არა საქართველოს ნაკლებად დემოკრატიულობაში ან თავდაცვის უწყების სისუსტეში (ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის თავდაცვის უწყებები მომზადების დონით და გამოცდილებით, ერთად აღებული ვერ მივა საქართველოს სამხედრო უწყების დანაყოფების მომზადებასთან და გამოცდილებასთან), არამედ ჩვენი ტერიტორიების 20%–ის ოკუპანტი რუსეთისათვის ანგარიშის გაწევის გამო.
რუსეთის ხელისუფლება პრეზიდენტ პუტინის ხელმძღვანელობით დიდი ხანია ღიად აცხადებს, რომ არ დაუშვებენ რუსეთის საზღვრებთან ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მიახლოებას.
რუსეთს ჯერაც ვერ "მოუნელებია" ბალტიისპირეთის გაწევრიანება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში, გახსოვთ ალბათ როგორი ოპერატიულობით განათავსა მაშინვე გაძლიერებული სამხედრო დანაყოფები კალინიგრადის ოლქში, სადაც შედარებით თანამედროვე "ისკანდერის" ტიპის რაკეტებიც განათავსა, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ ბირთვული ქობინის ტარებაც.
მას შემდეგ რაც საქართველომ მიიღო სამოქმედო გეგმა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მისაღებად, სასწრაფოდ დაიწყო თავდაცვის უწყების რეფორმირება "ნატოს" სტანდარტებით, პირველი სამოქმედო გეგმის წარმატებით დაძლევის მერე უკვე უნდა მიგვეღო შემდეგი სამოქმედო გეგმა, "MAP" ანუ ალიანსში შესასვლელი ბოლო ეტაპის გეგმა, თუმცა გერმანიის კანცლერის ქალბატონი მერკელის შეუვალმა პოზიციამ ალიანსში მისაღები გეგმა დაგვაკარგვინა (ალიანსში წევრად ქვეყანას იღებენ ალიანსის წევრი ქვეყნების ერთსულოვანი თანხმობით), რამაც რუსეთს აგრესიის სურვილი გაუღვიძა და 2008 წელს მის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტების მიერ დაბომბილი იქნა ქართული სოფლები, მას შემდეგ რაც ქართულმა არმიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა რუსეთი ღიად გადავიდა შეტევაზე რეგულარული ჯარით, მიწასთან გაასწორა ქართული სოფლები, დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი, მოაწყო ქართველების გენოციდი და ეთნოწმენდა სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, ამასთან ერთად მოახდინა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ზემო აფხაზეთის (დალის ხეობის) ოკუპაცია.
მე ვთვლი, რომ რუსეთისაგან მომდინარე აგრესიის შესაჩერებლად უალტერნატივო საშუალებაა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრობა, მაგრამ მიკვირს როცა აშშ აიარაღებს პრაქტიკულად "ტერორისტებს" (ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ათასი ჯურის "ამბოხებულებს") ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით, როცა ჩვენთვის როგორც პარტნიორი ქვეყნისათვის პრაქტიკულად არაფერს არ იმეტებს. მე არ ვამბობ: რატომ არ გვჩუქნის აშშ შეიარაღებას? არამედ ვამბობ: მოგვყიდოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ან მისმა მოკავშირეებმა ალიანსში, თავდაცვისათვის აუცილებელი სამი სახის შეიარაღება:
1. ტანკსაწინააღმდეგო
2.ჰაერსაწინააღმდეგო
3. დამრტყმელი ვერტმფრენები
ჩვენ არ და ვერ გვექნება პრეტენზია ამერიკული ტანკების (აბრამსი) ჩუქებაზე ან შესყიდვაზე, მიზეზთა გამო რაზეც ამ სტატიაში არ ვისაუბრებ, არც ამერიკულ ბომბდამშენებზე დაა გამანადგურებელ ავიაციაზე არა გვაქვს პრეტენზიები, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებლად გვჭირდება ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და დამრტყმელი ვერტმფრენები.
გთავაზობთ სირიაში მებრძოლი "მემბოხეების" შეიარაღებაში არსებული ტანკსაწინააღმდეგო ამერიკული სისტემის "BGM-71 TOW" სურათებს.
imageimageimageimageimage



12
365
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
365
  
2019, 3 აპრილი, 6:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2016, 25 თებერვალი, 13:55
აქ მეც ვეთანხმები ბაჩანას, მაგრამ სად ებრაელების ერთსულოვნება და სად ჩვენი?
ებრაელი ებრაელს არ მოკლავს აქ კი ბიძაშვილი ბიძაშვილს კლავს და მამა შვილს ან პრირიქით. :(
2016, 24 თებერვალი, 21:44
ბაჩო ახალაიას ტიბეტისა და ისრაელის მაგალითი აქვს მოყვანილი თავის წიგნში. მე მას ვეთანხმები.
2016, 24 თებერვალი, 0:18
კარგია, მაგრამ ასეთი იდილია მხოლოდ იაჰოველების ჟურნალებშია.
სანამ იარსებებს კაცობრიობა ომი მუდამ იქნება, რადგან "სილა ესტ უმა ნე ნადო"-ს ამართლებს ბევრი ქვეყანა.
2016, 24 თებერვალი, 0:15
ეჰ მსოფლიო მშვიდობას არაფერი ჯობია!!! მარა სადაა...
2016, 24 თებერვალი, 0:15
კარგი სანახავი კი იქნება. :)
2016, 24 თებერვალი, 0:14
ტანკსაწინაამღდეგო ლაკარტკებით დავიცვათ თავი :D
2016, 24 თებერვალი, 0:13
აი დარდი. :)
2016, 24 თებერვალი, 0:13
არგვინდა ბატონო რაც აქ ჩამოთვალე
2016, 24 თებერვალი, 0:12
ვიღაცას შენი გრანატები არ მოეწონა :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10