x
შიში და შფოთვა
22 თებერვალი, 15:08

imageბავშვობიდროინდელი შიშებიდან ჩვენს მეხსიერებას შეიძლება შემორჩეს სკოლის, მარტო დარჩენის, სიბნელის, დედასთან დაშორების, უცხოების შიში. რა თქმა უნდა, ეს მცირე ჩამონათვალია.

უპირველეად, უნდა აღინიშნოს, რომ შიში განვითარების ჩვეულებრივი ნაწილია და პიროვნებაში საფრთხისგან დაცვის ინსტინქტ ავითარებს.

შიში ჩვილობიდან მოზარდობის ასაკამდე ხშირი მოვლენაა. კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვების 90%- ს განვითარების გარკვეულ პერიოდში აქვს რაიმეს შიში. შიში და შფოთვა სტრესთან დაკავშირებული მოვლენებია, სტრესი კი იმუნურ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს. ეს ასე შეიძლება ავხსნათ: ადამიანის ყოველდღიური ენერგიის 80%-ს იმუნური სისტემა მოიხმარს. ამგვარად, შესაძლებელი ხდება, ნივთიერებათა ცვლა დაუპირისპირდეს მავნე ფაქტორებს. სტრესულ მდგომარეობაში ამ ენერგიის გამოუყენებლობა, შესაძლოა იმუნური სისტემის დაღვევისა და იმუნიტეტის დაქვეითების მიზეზი გახდეს. მართლაც, თუ გადავხედავთ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას და ცხოვრების პირობებს, სადაც სტრესის წარმომქმნელი ფაქტორები მეტია, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ნაკლებია.

ზოგი შიში გარკვეული ასაკობრივი პერიოდისთვის ნორმალურად ითვლება. მაგალითად, ჩვილობისთვის ბუნებრივია ხმაურის ან საყრდენის გამოცლის შიში. ნორმალურად ითვლება, აგრეთვე, 8 თვის ასაკიდან ჩამოყალიბებული შიში უცხოების მიმართ, რომელიც შესაძლოა 1-1, 5 წლამდე გაგრძელდეს. ასევე, ნორმალურია 5 წლის ასაკისათვის ურჩხულის ან მსგავსი წარმოსახვითი არსებების შიშიც. ეს სულიერ განვითარებაში მოსალოდნელი მდგომარეობაა. ზოგი შიში, როგორც თავს იჩენს გარკვეულ ასაკში, ასევე უნდა გაქრეს გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ. მაგალითად, 6 წლის ბავშვს თუ ჯერ კიდევ აქვს უცხო ადამიანების მიმართ შიში, ეს უკვე ყურადღების მიქცევას საჭიროებს.

როგორ ვითარდება შიშის რეაქცია?

ბავშვის დედასთან მიჯაჭვულობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, დედის დახმარებით შიშის დაძლევის შესაძლებლობაა. მაგალითად, როდესაც ბავშვი პირველად ჯდება ველოსიპედზე, იგი აკვირდება დედის სახის გამომეტყველებას და ქცევას. თუ დედა მხარს უჭერს, ბავშვს გამოუმუშავდება საკუთარი თავის რწმენა და დამოუკიდებლად მოქმედების უნარი. მაგრამ თუ დედა არ აქცევს ყურადღებას, ტუქსავს ან შეწუხებულ სახეს იღებს ბავშვის თავდაჯერება იკლებს და ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული შიში თანდათან იმატებს. ამ მიზეზით, ბავშვი ცდილობს თავი აარიდოს მსგავს სიტუაციას, ამ ქცევას დაღწევის შიში ეწოდება.

შიში შეიძლება ასევეე გამოვლინდეს როგორც განპირობება. როგორც ვიცით, ჩვილობაში ხმაურის შიში ნორმალურია. ვთქვათ, ბავშვს აბანავებენ და ამ დროს გარეთ საშინელი ხმაური გაისმა, ეს მდგომარეობა შეიძლება გახდეს წყლის ან ბანაობის ფობიის ჩამოყალიბების მიზეზი.

შიშის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს სხვების საშიშ მდგომარეობაში ხილვა ანუ შიშის ვიზუალური შეცნობა. მაგალითად, ბავშვი თვითმფრინავში ხედავს დედის შეშინებულ სახეს და არ არის გამორიცხული მასაც დაეუფლოს თვითმფრინავის მიმართ შიში.

განშორების შიში

განშორების შიშის მიზეზი ძირითადად დედაა. მშობელს, ხშირად, არ სურს შვილი მის კალთას მოშორდეს და მაგალითად, სკოლაში წავიდეს. ამას მინიშნებებით ბავშვს გადასცემს. ხშირად ეუბნება, რომ მთელი დღე მოუთმენლად ელოდება მის დაბრუნებას და იმასაც ახსენებს თუ რა კარგად ატარებენ დროს ერთად. ბავშვი დედასთან დაშორებას ღალატად აღიქვამს და სკოლაში წასვლა აღა მოუნდება.

შისი რომ დავძლიოთ, უნდა გავარკვიოთ იგი ასაკობრივი მახასიათებელია თუ რომელიმე სხვა შემთხვევის შედეგი. მშობლებმა თვალი უნდა გაადევნონ ბავშვის ურთიერთობებს და მასთან ერთად ეს საკითხი განიხილონ. მათი მცდელობების შედეგად, ბავშვს თუ შიში არ გაუნელდა, დახმარებისათვის სპეციალისტს მიმართონ.

შფოთვა

შფოთვას იწვევს დაძაბულობის მდგომარეობის ან გამღიზიანებლის მოსალოდნელი ან სავარაუდო გაძლიერება. ეს შეიძლება ნებიემიერ სიტუაციაში განვითარდეს და არ აქვს მნიშვნელობა რეალური იქნება თუ წარმოსახული.

შფოთვის პირველწყარო

ფროიდის მიხედვით, ახალშობილს არ შესწევს გარეგან და შინაგან გაღიზიანებასთან გამკლავების უნარი, ვინაიდან არ შეუძლია თავისი ახალი სამყაროს გაკონტროლება. ეს სიტუაცია იწვევს მატრავმირებელ მდგომარეობას, რომელიც პირველადი შფოთვის სახელით არის ცნობილი, რომლის მაგალითად თავად დაბადების პროცესი შეიძლება დავასახელოთ.

შფოთვის სახეები:

რეალისტური შფოთვა - გარე სამყაროდან მომდინარე რეალურ საშიშროებაზე ემოციური რეაქციაა. მაგალითად, საშიში ცხოველი ან გამოცდა.

ნევროტული შფოთვა - ემოციური რეაქცია იდის მიუღებელი იმპულსების მოსალოდნელი გაცნობიერების საშიშროებაზე. მას განაპირობებს შფოთვა იმის თაობაზე, რომ ეგო ვერ შეძლებს ინსტინქტური მისწრაფებების გაკონტროლებას.

მორალური შფოთვა წარმოიქმნება მაშინ, როცა ეგო განიცდის სუპერ- ეგოს მხრიდან დასჯის საშიშროებას. მორალურ შფოთვას მაშინ აქვს ადგილი, როცა იდი არაზნეობრივი აზრებისა და ქმედებების აქტიურად გამოხატვას ცდილობს და სუპერ-ეგო ამაზე დანაშაულის განცდით ან სირცხვილით პასუხობს.

შფოთვის შემცირების ერთ-ერთი მეთოდია დაცვის მექანიზმების გამოყენება.

დაცვის მექანიზმები არაცნობიერ დონეზე არსებობენ და ისინი ამახინჯებენ ან უარყოფენ რეალობას.

განდევნა

შფოთვის მიზეზი განიდევნება ცნობიერებიდან, რითაც ხელს უშლის მის გამოვლენას. სამწუხაროდ, განდევნილი ელემენტი ფსიქიკის ნაწილად რჩება, თუმცა ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს და ჩვეულებრივ განაგრძობს ცხოვრებას.

უარყოფა

ადამიანებს ახასიათებს თავის ისე დაჭერა, თითქოს ზოგიერთი მოვლენა ისე არ არის, როგორც არის. “ეს მე არ შეიძლებოდა დამმართნოდა" - მსგავსი ფრაზებით ისინი უარყოფენ მომხდარ მოვლენებს და თითქოს არც არსებულა ისინი, ისე განაგრძობენ ცხოვრებას.

რაციონალიზაცია

ეს არის დაუშვებელი აზრებისა და ქმედებების დასაშვები მიზეზების ძიების პროცესი. ადამიანი პოულობს ისეთ ახსნას, რომ იყოს ეთიკურად მისაღები.

რეაქტიული ფორმაცია

სურვილების დიამეტრალური ცვლილება.

პროექცია

ამ დაცვის მექანიზმის მოქმედების დროს, ადამიანი სხვას მიაწერს იმას, რაც თვითონ ახასიათებს. მაგალითად, არის უყურადღებო და ეუბნება მეგობარს, რომ “შენ ხარ უყურადღებო".

რეგრესია

განვითარების უფრო ადრეულ დონეზე დაბრუნება. მაგალითად, როდესაც ადამიანი ტირის ის ბრუნდება ადრეულ დონეზე, ბავშვობაში.

შფოთვის მიზეზების გაგება მისი შემცირების ერთ-ერთი ხერხია. შფოთვის წარმომშობი მიზეზები ძირითადად, პიროვნებაში ან მის საცხოვრებელ გარემოშია. უნდა დააკვირდეთ და გააცნობიეროთ, რომ შფოთვა არსებობს, ამის გარეშე შფოთვას ვერ დაძლევთ. მოერიდეთ შფოთის გაზვიადებას. უარყოფითი ემოციების გაზვიადება ბევრ ადამიანს სჩვევია, ეს მანკიერ წრეს ქმნის. გაზვიადებული შფოთი კი უფრო მეტ შფოთს წარმოქმნის. უფრთხილდით ამ მანკიერ წრეს.


56
1-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:თამარი ღაჭავა
თამარი ღაჭავა
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
მეცნიერების დასკვნა:  ყოველი მესამე ადამიანი შურიანიამეცნიერების დასკვნა: ყოველი მესამე ადამიანი შურიანია
სამეცნიერო ჟურნალმა Science Advances-მა გამოაქვეყნა ესპან...
ლიკურგის თასის საიდუმლო – ნანოტექნოლოგიები ძველ რომშილიკურგის თასის საიდუმლო – ნანოტექნოლოგიები ძველ რომში
ლიკურგის თასი, დრეკადმინიანი ქამელეონი ზოგიერთ, ძ...
ევთანაზიაევთანაზია
ავტორი:ნათია ჭანტურია 17.09.16 ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ტკბილს, კარგ სიკვდილს.სასი...
კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დამბურძგლავი ექსპერიმენტები!კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დამბურძგლავი ექსპერიმენტები!
ოდითგანვე ადამიანები სხვადასხვა საშინელი ექსპერიმენტე...
8 სახიფათო სინდრომი,როდესაც პიროვნება საყვარელ ადამიანს შორდება8 სახიფათო სინდრომი,როდესაც პიროვნება საყვარელ ადამიანს შორდება
საყვარელ ადამიანთან დაშორება იწვევს დეპრესიას, ...
10 საინტერესო ფაქტი ჯალათების შესახებ10 საინტერესო ფაქტი ჯალათების შესახებ
1. ჯალათის, ტრადიციული, ნიღბიანი თავსაბურავი გამოგონილეა. სინამდვილეში,...
5 უცნაური მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი ვერ გასცეს!5 უცნაური მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი ვერ გასცეს!
ძალიან ბევრი უცნაური ფაქტი თუ მოვლენა არსებობს, რო...