x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბოლო დროის ტოპ-5 ცრუ ინფორმაცია,რომელიც ინტერნეტით გავრცელდა
1-ფილიპ-მორისი, მსოფლიოს უდიდესი სიგარეტის მწარმოებელი თითქოს მარიხუანის წარმოებას იწყებს.


„Marlboro M” ამ სახელით ლიცენზირებული სიგარეტი მარიხუანასგან იქნება დამზადებვული და ამერიკის ორ შტატში, კოლორადოსა და ვაშინგტონში გაიყიდ ება, (ზოგ წყაროში ოთხი შტატია მითითებული და ფასიც:კოლოფი 80$)რომ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, სერაფინ ნორციკმა განაცხადა, რომ კომპანია ამ საკითხზე დიდი ხანია მუშაობს და მთლიანად ეთანხმება მარიხუანას
ლეგალიზაციას. „Phillip Morris“- ის მარკეტინგულმა განყოფილებამ მთლიანად
შეისწავლა ბაზარი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა ეს პროდუტის გამოშვება.ეს ამბავი რამდენიმე ქართულმა საიტმაც გაავრცელა.


თუმცა ეს სრული სიცრუეა, პირველად ეს ინფორმაცია ერთ-ერთ პაკისტანურმა საიტმა გაავრცელა და შემდეგ სხვა ინტერტნეტგამოცემებმა აიტაცეს.

imageimage


2-"დალესის გეგმა"-ამ ბოლო ხანს ქართულ საიტებზე ისევ გააქტიურდა ე.წ. დალესის გეგმა(ან დოქტრინა), რომელიც თითქოს აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა შექმნა 50-იან წლებში და მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირის ხალხების მორალურ გახრწნას.აი ნაწყვეტი ე.წ. "დალესის გეგმიდან":


"დამთავრდება ომი, ყველაფერი როგორღაც დალაგდება, მოეწყობა და ჩვენ მთელ
ოქროს, მთელ მატერიალურ ძლიერებას გადავისვრით ხალხის
გამოსათაყვანებლად.ადამიანის ტვინი, ხალხის შეგნება შეიძლება შეიცვალოს.
იქ, საბჭოთა კავშირში, (ახლა კი იგულისხმება მთელი პოსტსაბჭოური სივრცე და
განვითარებადი ქვეყნები. ეს პროგრამა დღესაც, მსოფლიოში გაბატონებული ბნელი
ძალებისთვის, ახალი მსოფლიო წესრიგის ფუძემდებლებისთვის, მთავარ დევიზს
წარმოადგენს. ) ქაოსს შევქმნით, ჩვენ შეუმჩნევლად შევცვლით ნამდვილ
ფასეულობებს სიყალბით და ვაიძულებთ მათ იწამონ ეს ყალბი ფასეულობანი.
როგორ? ჩვენ ვიპოვით ჩვენს თანამოაზრეებს, ჩვენს თანამშრომლებსა და
მოკავშირეებს... ერთი მეორეზე მიყოლებით გათამაშდება თავისი მასშტაბებით
გრანდიოზული ტრაგედია ყველაზე უფრო ურჩი ხალხის დაღუპვისა და მისი
თვითშეგნების საბოლოოდ ჩაქრობისათვის, ლიტერატურასა და ხელოვნებაში ჩვენ
მათ თანდათან მოვუსპობთ სოციალურ არსს. ხელოვანთ ჩავუკლავთ მისწრაფებას –
შექმნან სახეები, გამოიკვლიონ პროცესები, რომელთაც ადგილი აქვთ ხალხთა
მასების წიაღში. ლიტერატურა, თეატრი, კინო ადამიანის ყველაზე უფრო მდაბალი
გრძნობების ამსახველი და გამავრცელებელი იქნება. ჩვენ ყველანი პირადად
მხარს დავუჭერთ და შევაქებთ ეგრეთ წოდებულ მხატვრების შეგნებაში სექსის,
ძალადობის, სადიზმის კულტს – ერთი სიტყვით, ყველაფერს ამორალურს... ჩვენ
შეუმჩნევლად, მაგრამ აქტიურად და მუდმივად შევუწყობთ ხელს ჩინოვნიკების,
მექრთამეების თავნებობას, უპრინციპობას; ბიუროკრატი აყვანილი იქნება
სათნოების სიმაღლეზე... პატიოსნება და წესიერება გამასხარავებული და
არავისთვის საჭირო აღარ იქნება. იგი წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა.
უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და მაწანწალობა, ლოთობა და
ნარკომანია, ცხოველური შიში ერთმანეთისადმი... უსირცხვილობა, ნაციონალიზმი
და ხალხთა შორის მტრობა... ყველაფერი ეს ოსტატურად და შეუმჩნევლად იქნება
კულტივირებული და აყვავდება მძაფრი ფერებით. მხოლოდ ზოგიერთნი მიხვდებიან
და გაიგებენ კიდეც თუ რა ხდება, მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენ ჩავაყენებთ
არამოდურ მდგომარეობაში და ქვეყნის სასაცილოდ გავხდით. მოვძებნით ხერხს,
რომ მათ ცილი დასწამონ და ისინი საზოგადოების ნაძირალებად გამოაცხადონ.
ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანების გასარყვნელად ბავშობისა და ჭაბუკობის
ასაკიდან. ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვქრთამოთ და
გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდობისაგან ჩვენ შევქმნით ჯაშუშებს,
კოსმოპოლიტებს....


სინამდვილეში არავითარი "დალესის გეგმა" არ არსებობს, არსად არ მოიძიება ამ ტექსტის ორიგინალიც.ე.წ. დალესი გეგმა პირველად 90-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნდა რუსულ პრესაში და მისი ფრაგმენტები აღებულია ანატოლი ივანოვის რომანიდან «Вечный зов» (1981წ).ხოლო ნაწილი იური-დოლდ მიხაილოვის რომანიდან «У чёрных рыцарей"(1956წ).დანარჩენი ციტატები ამოკრებილია აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს მემორანდუმიდან, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას შეეხება(1948წ) და მას არაფერი საერთო არ აქვს ე.წ. "დალესის გეგმასთან".

image


3-შემდეგი სიცრუე პირდაპირ კავშირშია წინა თემასთან.აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა ბენ კარლსონმა CBS-ის პირდაპირ ეთერში მთელ ამერიკას "ფეიკი" ფრაზა დაუბრეხვა..ამ ფრაზას ინტერნეტით დიდი განხილვა მოჰყვა.


"იოსებ სტალინმა განაცხადა, რომ ამერიკის დაშლისთვის საჭიროა სამი
რამ:- მათი სულიერი ცხოვრების, პატრიოტიზმის და მორალის განადგურება."..


რუსებს ბუმერანგივით მიუბრუნდათ გამოგონილი "დალესის გეგმა"..ეს ფრაზა სწორედ აქედანაა აღებული და რა თქმა უნდა სტალინთან არაფერი საერთო არა აქვს.


4-აშშ-ში მუზეუმის დარაჯმა 2, 5 ათასი წლის მუმია გააუპატიურა!-ეს არის გაუპატიურების უნიკალური შემთხვევა, ასეთი მსგავსი არასოდეს მომხდარა.ეს ინფორმაცია ელვის სიწრაფით გავრცელდა სოციალურ ქსელებში და რამდენიმე სერიოზულმა გამოცემამაც გამოაქვეყნა.


თუმცა გაირკვა, რომ პირველწყაროს ვერსად მიაგნეს, პირველად ეს ინფორმაცია World News Daly Report-მა გაავრცელა, საიტმა, რომელიც მხოლოდ ე.წ."ფეიკების" გავრცელებითაა დაკავებული.

image

5-მოსკოვის მეტრო ტრაგედიას გადაურჩა ყურადღებიანი თანაშრომლის გამო.როგორც აღმოჩნდა, რელსზე ერთ-ერთ ჭანჭიკი მოშვებული იყო, მეტროს თანამშრომელმა "სმენით" დაადგინა მოყანყალებული რელსი მეტრო სადგურ "Молодежная"-ში..შეჩერდა მოძრაობა და ხარვეზი აღმოფხვრეს.


ეს ინფორმაცია ისე ფართოდ გავრცელდა ინტენრეტსიატებზე, რომ მეტროს პრეს-სამსახურის უფროსი ანდრეი კრუჟალინი იძულებული გახდა განმარტება გაეკეთებინა:ეს ინფორმაცია თესავს პანიკას მოსახლეობაში და შეცდომაში შეჰყავს ისინი. დიახ, გეგმიური შემოწმების დროს გამოვლინდა ჭანჭიკების შესუსტება დამხმარე საკვანძო ხაზზე. მაგრამ ის არ მოქმედებს მატარებლების უსაფრთხოებაზე და მხოლოდ დამხმარე სათადარიგო ხასიათს ატარებს.

image



1
469
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
469
  
2016, 22 თებერვალი, 14:19
საინტერესოა, რა რჯის ამ გამოცემებს საზოგადოება რომ მოატყუონ.
0 1 1