x
beko777
გოდერძი ბუკიას ინოვაციური გადაწყვეტილება - პერიოდული შეხვედრები ახალგაზრდობასთან

imageცოტა მსმენია და ცოტა ვიცი საქართველოში ისეთი ადამიანები, რომლებიც ქვეყნის განვითარებისთვის და მომავლის სიძლიერისთვის ყველაზე სტრატეგიულ ნაწილთან - ახალგაზრდობასთან ურთიერთობაზე თანხმდებოდეს, გარდა ტრაფარეტული შეხვედრებისა და წინასაარჩევნო პიარისა. ამ ცოტაში აშკარად ლიდერობს ხობის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი - გოდერძი ბუკია, რომელმაც რამდენიმე დღის უკან პირველი საქმიანი შეხვედრა მოაწყო ხობელ სტუდენტებთან და მათ გარდა იმისა, რომ რაიონში ჩატარებული და მიმდინარე ბიზნეს-ეკონომიკური პროექტების სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა - პირდაპირი წესით დასაქმება და სამსახური შესთავაზა, საკუთარი რაიონის კეთილდღეობაში მონაწილეობის მისაღებად.


imageგოდერძი ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა - ერთად აცნობდნენ სტუდენტებს ყველა პროექტის დეტალებს, რომელთა განხილვაშიც აქტიურად თავად სტუდენტები ჩაერთვნენ.
შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ფინალისკენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუდენტებმა აქტიურად დააყენეს საკუთარი სოფლის პრობლემები მაჟორიტარის და ხობის ხელმძღვანელების წინაშე, ძირითადი პრობლემა კი - ინფრასტრუქტურა იყო, გზები რომლის უმეტესი ნაწილის მოწესრიგება ან მიმდინარეობს, ან მთავრდება, ან უახლოეს პერსპექტივაში ჯდება რაიონის ბიუჯეტში.


სტუდენტებმა სურვილი გამოთქვეს ჩართულიყვნენ იმ პროექტების განხორციელებაში, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს გოდერძი ბუკიას ხელმძღვანელობით ხობის რაიონის მასშტაბით, თავად მაჟორიტარისგანაც აბსოლუტური მზადყოფნა დაინახეს, რაც ძალზე იშვიათი და სასიამოვნო დამთხვევაა ხოლმეე ახალგაზრდობისა და პოლიტიკოსთა შეხვედრა-დებატების დროს.


imageimageimageimageimageimage





0
312
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
312
15
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0