x
კვებითი აშლილობები- ნერვული ანორექსია
22 თებერვალი, 0:36

image

იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც საკუთარ თავს

ჭარბი წონის მატარებლად თვლის, უფრო დიდია,

ვიდრე იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც მართლაც ჭარბი წონის არის. როდესაც განსვლა ადამიანის საკუთარი სხეულის აღქმასა და მის რეალურ ზომას შორის საკმაოდ იზრდება, ის შეიძლება კვებითი აშლილობების რისკ-ჯგუფს მივაკუთვნოთ.

ფსიქიატრიაში კვებით აშლილობებს განმარტავენ,

როგორც კვებითი პატერნების დარღვევას, რომელსაც

განაპირობებს პიროვნების დამოკიდებულება

საკუთარი სხეულის წონისა და ფორმის მიმართ. კვებითი აშლილობები მოიცავს ნერვულ

ანორექსიას, ბულემიას და მსგავს მდგომარეობებს.

1970 წლამდე კვებითი აშლილობები იშვიათ, გამონაკლის შემთხვევებად მიიჩნეოდა.

ნერვული ბულემიის აღწერის შემდეგ იმატა გამოვლენილი შემთხვევების რიცხვმა,

რომელთაც გამოკვეთილი სიმპტომატიკა და ქმედუნარიანობის დაქვეითება ახასიათებდათ.

კვებითი აშლილობების კლინიკურად შფასება ყოველთვის ვერ ხერხდება. პირველად

ჯანდაცვაში ნერვული ანორექსიის მხოლოდ ნახევრის ამოცნობა ხდება, ხოლო ნერვული

ბულემია, როგორც წესი, უფრო იშვიათია და ბულემიით დაავადებულ პირთა უმეტესობას მკურნალობა არ უტარდება.

კვებით აშლილობებს საერთო პათოფიზიოლოგია აქვთ, რომელიც ასე შეიძლება განისაზღვროს: სხეულის წონისა და ფორმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება. კვებითი აშლილობის მქონე ადამიანები საკუთარ ღირსებას აფასებენ მხოლოდ

სხეულის წონის, ფორმისა და მისი კონტროლის თვალსაზრსისით (Faiburn, Harrison; 2003).

ტერმინი ''ნერვული ანორექსია'' პირველად გამოიყენა ინგლისელმა ექიმმა უილიამ გალმა 1868 წელს, თუმცა, ნერვული ანორექსიის მრავალი შემთხვევა ადრეც იყო დაფიქსირებული. ნერვული ანორექსიის წამყვანი ნიშნებია სხეულის ძალიან დაბალი

წონა (სტანდარტულ წონაზე 15%-ით ნაკლები, სხეულის მასის ინდექსი <17.5),

განსაკუთრებული დამოკიდებულება სხეულის წონისა და ფორმის მიმართ, წონაში მატებისა და სიმსუქნის ძლიერი, ირაციონალური შიში, სიგამხდრის ძლიერი მოთხო-

ვნილება და ამენორეა ქალებში. ნერვული ანორექსია ხასიათდება საკვების შეზღუდვით.

პაციენტების უმრავლესობა ახალგაზრდა ქალია. ეს მდგომარეობა, როგორც წესი,

ვითარდება მოზარდობის პერიოდში, თუმცა, შესაძლებელია რომ ის ბავშვობის ან უფრო გვიანდელ პერიოდშიც განვითარდეს. წონაში მატების შიშით, მოზარდები ზღუდავენ

საკვების მიღებას და ხშირად შიმშილობენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თუმცაღა

ისინი არ კარგავენ მადას, ამიტომ ამ ტიპის ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს, როგორც

ფიზიკური, ასევე ფსიქიკური გართულებები.

ანორექსია ჩვეულებრივი დიეტის დაცვის მსგავსად იწყება, მაგრამ შემდეგში უმართავი

ხდება. ცენტრალური ფსიქოლოგიური ნიშანია სხეულის ფორმასა და წონასთან

დაკავშირებული ზეღირებული იდეები. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს დამახინჯებული

წარმოდგენა თავის სხეულზე, სჯეროდეს, რომ ის ძალიან მსუქანია, ხოლო

სინამდვილეში წონის მწვავე დეფიციტს განიცდიდეს.

სიგამხდრისკენ სწრაფვა რამდენიმე ფორმით ვლინდება. ზოგადად, ანორექსიით

დაავადებულნი ჭამენ ძალიან ცოტას. ზოგიერთი ცდილობს, წონის დაკლებას მიაღწიოს

პირღებინების გამოწვევით, ინტენსიური ვარჯიშით და საფაღარათე საშუალებების

ბოროტად გამოყენებით. ზოგჯერ პაციენტებს მოიცავს საკვებზე ფიქრი და დროდადრო

სიამოვნებას იღებენ იმით, რომ სხვებისთვის ''კულინარიულ შედევრებს'' ქმნიან.

ნერვული ანორექსიით დაავადებული ზოგიერთი ადამიანი აღიარებს, რომ საჭმელს

მალავს, ზოგი კი მას მაღაზიიდან იპარავს ან სხვა გზით შოულობს მას.

პაციენტთა გარკვეულ ნაწილს ახასიათებს უკონტროლო კვების განმეორებითი

ეპიზოდები. გადაჭარბებული ჭამის შემდეგ, პაციენტი შებერილობას გრძნობს და მან

შეიძლება ხელოვნური პირღებინება გამოიწვიოს. ასეთ ეპიზოდებს თან სდევს სინდისის

ქენჯნა და წონაში დაკლების ინტენსიური ძალისხმევა. პაციენტის აღშფოთებას იწვევს

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ურჩევს მას ჭამისგან თავი არ შეიკავოს.

ნერვული ანორექსიის სხვა სიმპტომებია:

ოსტეოპოროზი;

კანის სიმშრალე და სიყვითლე, სხეულზე თმის საფარველის მომატება;

დაბალი სისხლის წნევა, სუნთქვის და პულსის სიხშირის შემცირება, სხეულის

ტემპერატურის კლება;

ძლიერი გატაცება ფიზიკური ვარჯიშით;

დეპრესია და ძილის დარღვევა;

გუნება-განწყობილების საერთო ფონის დაქვეითება, შერწყმული ჰიპერაქტიობასთან

(შორსწასულ შემთხვევაში ჰიპერაქტიობა იცვლება მოდუნებით);

დაბალი თვითშეფასება.

რატომ იკლავენ ადამიანები თავს შიმშილით და რატომ არის მათ შორის ამდენი ქალი?

არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმისა, რომ კვებითი აშლილობებისადმი

მიდრეკილება შეიძლება გენეტიკურად გადაეცემოდეს (Strober, 1992), თუმცა

გამოკვლევათა დიდი ნაწილი ფოკუსირებულია იდეალური წონის შესახებ ქალების

წარმოდგენაზე, რომლებსაც საზოგადოება და სოციალური მედია ქმნის. საზოგადოებაში

ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომლის მიხედვითაც სიგამხდრე მიმზიდველი

და სასურველია, ლამაზია ''გამხდარი ქალი''. ბევრი ჟურნალი, რომელიც სპეციალურად

ქალებისთვის გამოდის, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს წონის დაკლებას, რასაც ვერ

ვიტყვით მამაკაცებისთვის განკუთვნილ ჟურნალებზე (Andersen & DiDomenico, 1992). ამრიგად, ქალების წარმოდგენამ, რომ ისინი ჭარბი წონისანი არიან, შეიძლება

უფრო დიდი მხარდაჭერა მიიღოს საზოგადოებიდან და კულტურიდან, ვიდრე

მამაკაცებმა.

ზოგი მეცნიერი ნერვული ანორექსიის მიზეზად ბიოლოგიურ ფაქტორებს ასახელებს.

ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ანორექსიას იწვევს ჰიპითალამუსის დისფუნქცია,

რომელიც აკონტროლებს მენსტრუალურ ციკლს და საკვების მოთხოვნილებას. ასევე მნიშვნელოვანია პიროვნული და ოჯახური ფაქტორები. ნერვული ანორექსიის

მქონე ადამიანები ჩართულნი არიან საკუთარ თავთან უმოწყალო ბრძოლაში

თვითკონტროლის, იდენტობის განცდისა და ეფექტურობის მიღწევის მიზნით. ამ

მოსაზრებას ადასტურებს კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც მოცემული

დაავადების განვითარების მექანიზმში დაბალი თვითსეფასება და სრულყოფილებისაკენ სწრაფვა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ნერვული ანორექსიით დაავადებულებს ხშირად

ახასიათებთ, სიჯიუტე, გადაჭარბებული აკურატულობა, რიგიდულობა, დედისადმი

გადაჭარბებული მიჯაჭვულობა.

ნერვული ანორექსიით დაავადებული ადამიანების ოჯახებში საკმაოდ ხშირია გართულებული ურთიერთობები. ამ დაავადების მქონე მოზარდები ხშირად იზრდებოდნენ ისეთ ოჯახურ გარემოში, სადაც მაღალი იყო "კონტროლი", (ავტორიტარული აღზრდის სტილი) და მათგან მოითხოვდნენ "სრულყოფილებას". ასევე ადგილი ჰქონდა მშობლების მხრიდან ჰიპერმზრუნველობას, როცა მშობელი არ

ასწავლის ბავშვს პრობლემებთან გამკლავებას.

ნერვული ანორექსია საჭიროებს ხანგრძლივ და ინტენსიურ მკურნალობას ფსიქიატრთან და ფსიქოთერაპევტთან. უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს საკმარისი

რაოდენობით მტკიცებულებები, ნერვული ანორექსიის მკურნალობისა და მართვის

შესახებ. საერთო მოსაზრების მიხედვით, ამ შემთვევაში გამოუსადეგარია ინტენსიური

ფსიქოანალიტიკური მეთოდების გამოყენება. კლინიკური გამოცდილება გვეუბნება, რომ

პიროვნული ურთიერთობების გაუმჯობესებასა და თვითეფექტურობის დანცდის

ამაღლებაზე მიმართული საშუალებები გარკვეულწილად ღირებულია.

ბოლო წლებში რეკომენდირებულია ოჯახური თერაპიის ჩატარება. შედეგბი აჩვენებს, რომ ამ ტიპის თერაპია გარკვეულ რეზულტატებს იძლევა შედარებით უფრო ახალგაზრდა პაციენტების შემთხვევაში, მაგრამ, ზოგადად, ოჯახური თერაპიის ეფექტურობა საეჭვოა (Russel et al, 1987).

სხეულის ფორმაზე, წონასა და კვებაზე ანომალიური წარმოდგენების შეცვლის მიზნით,

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიაც გამოიყენება (Hey et al, 2003).

ხშირად ნერვული ანორექსიის სამკურნალოდ იყენებენ ანტიდეპრესანტებს, ვინაიდან

დეპრესია ხშირად წინ უსწრებს ან თან ახლავს კვებით აშლილობებს.

მკურნალობის წარმატება დიდად არის დამოკიდებული პაციენტთან კარგი

ურთიერთობის დამყარებაზე. პაციენტს კარგად უნდა გავაგებინოთ, რომ აუცილებელია

ადეკვატური წონის აღდგენა შიმშილით გამოწვეული ფიზიკური და ფსიქოლოგიური

ეფექტების მოსახსნელად. ასევე, აუცილებელია პაციენტის მშობლების

გათვითცნობიერება აშლილობასთან და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ

საკითხებში. შემთხვევათა უმრავლესობაში მკურნალობა მიმდინარეობს ამბულატორიულ

და დღის სტაციონარის პირობებში. ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს, თუ სახეზეა

შემდეგი ჩვენებები:

1. პაციენტის უკიდურესად დაბალი, საფრთხის შემცველი წონა;

2. გამოხატული მძიმე დეპრესია და თვითმკვლელობის რისკი;

3.თუ ამბულოტორიულ მკურნალობას არ მოჰყვა შედეგი.

უნდა აღინიშნოს, რომ ანორექსიით დაავადებულებს ხშირად აღენიშნებათ რეციდივი,

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგაც კი.





გამოყენებული ლიტერატურა


1. ოქსფორდის კლინიკური ფსიქიატრიის სახელმძღვანელო

2. ''ფსიქოლოგია და ცხოვრება''- რ. გერიგი, ფ.ზიმბარდო








59
1-ს არ მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მაგდა ბერიშვილი
მაგდა ბერიშვილი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
რა იწინასწარმეტყველა ვაგნას პატარა მემკვიდრემრა იწინასწარმეტყველა ვაგნას პატარა მემკვიდრემ
დრო მიდიოდა, ვანგა არ ჩქარობდა თავისი მემკვიდრის დასახელებას.ნათ...
ბავშვთა მიმართ ძალადობა   ბავშის უგულებელყოფა/დაუდევრობაბავშვთა მიმართ ძალადობა ბავშის უგულებელყოფა/დაუდევრობა
ბავშვის უგულებელყოფა მშობელთა ან მზრუნველ პირთა მიერ ...
მომავალში მკვდრეთით აღდგომისთვის გაყინული ადამიანები!მომავალში მკვდრეთით აღდგომისთვის გაყინული ადამიანები!
კრიონიქსი არის სფერო, რომელიც თვლის, რომ მომავალში იარს...
ერი, რომელსაც ძველმა ცივილიზაციამ თავისი ცოდნა გადასცაერი, რომელსაც ძველმა ცივილიზაციამ თავისი ცოდნა გადასცა
V საუკუნეში ბარბაროსებმა (რომაელები ასე ეძახდნენ ძველ გე...
პანიკური აშლილობა!პანიკური აშლილობა!
პანიკური აშლილობა ერთერთი უძველესი დარღვევაა რომლსაც ახასიათებს მოულოდნელი პანიკური შეტევა დ...
მეცნიერებმა დედოფალი კლეოპატრას გარდაცვალების საიდუმლო ამოხსნესმეცნიერებმა დედოფალი კლეოპატრას გარდაცვალების საიდუმლო ამოხსნეს
კლეოპატრა VII, ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პ...
მომავლის გასაოცარი გამოგონებებიმომავლის გასაოცარი გამოგონებები
აქ მოცემულია, თუ როგორი ეგონათ მომავალი მე-19 საუკუნელებს: ...
5 მიზეზი თუ რატომ ვირჩევთ ცუდ ლიდერებს5 მიზეზი თუ რატომ ვირჩევთ ცუდ ლიდერებს
რატომ არის ასეთი ბევრი ცუდი ლიდერი მსოფლიოში? ფსიქოლოგი რობერტ ჰოგენი ვა...
5 უცნაური მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი ვერ გასცეს!5 უცნაური მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი ვერ გასცეს!
ძალიან ბევრი უცნაური ფაქტი თუ მოვლენა არსებობს, რო...