x
სექსიზმი თანამედროვე სამყაროში
21 თებერვალი, 21:47

image თანამედროვე სამყაროში სექსიზმი გვხვდება თიტქმის ყველგან, ყველა სახელმწიფოსა და კულტურაში. სექსიზმი არის ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის დისკრიმინაცია გენდერული ან სქესობრივი ნიშნით. სექსიზმის საფუძველია საზოგადოებაში გავრცელებული ის ტრადიციული სტერეოტიპული როლები, რომლებიც მინიჭებული აქვთ ადამიანებს. სექსიზმი სადაო საკითხთა მთელ სპექტრს მოიცავს, დაწყებული არათანაბარი სამუშაო ანაზღაურებით, დამთავრებული მედიის მიერ ქალთა უფლებების შელახვით, რაშიც იგულისხმება მედია საშუალებებით ოჯახური კონფლიქტების დროს ქალთა ცემის ფაქტების ხშირი დემონსტრირება. სექსიზმის დეფინიციიდან გამომდინარე, თეორიულად შეგვიძლია დავუშვათ, რომ გენდერული დისკრიმინაცია მამაკაცებსაც ისევე ეხებათ, როგორც ქალებს, თუმცა იმის გამო, რომ მსოფლიოში კულტურათა უმრავლესობა პატრიარქალურია, სექსიზმის მსხვერპლნი, უფრო მეტად, ქალები ხდებიან. სექსიზმი საზოგადოებრივი განწყობაა, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს ქალის ცხოვრების ყველა ასპექტზე და არ მისცეს მას სრული თვითრეალიზაციის საშუალება.

სექსიზმი სამუშაოზე

სექსიზმი სამუშაოზე პირდაპირ კავშირშია განათლების სფეროში არსებულ სექსიზმთან. როდესაც ქალს აქვს წინასწარი მზაობა, რომ ის “დარჩება სახლში", ვეღარ ახერხებს სასწავლო რესურსების მობილიზებას, რომ მიიღოს მაღალი დონის განათლება და კონკურენცია გაუწიოს მამაკაცებს. ქალებს, ჩვეულებრივ, დაბალანაზღაურებადი პოსტი უჭირავთ, მაღალანაზღაურებად პოზიციებზე, როგორიცაა, ინჟინერია, მედიცინა, სამართალი, ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა ექთნობა, ბუღალტერია, “ქალთა გეტოებსაც" უწოდებენ. ერთმანეთს რომ შევადაროთ ქალი და იმავე პოზიციაზე მყოფი მამაკაცი, მამაკაცს მეტი ანაზღაურება ექნება, ვიდრე ქალს, მიუხედავად იმისა, რომ ქალს შეიძლება ჰქონდეს სათანადო კვალიფიკაცია. რა არის მსგავსი შეუსაბამობის მიზეზი? სოციოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს მიზეზი შეიძლება იყოს ქალის მიერ ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელი დროის გამოყოფა. თუმცა, საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის თანახმად, მამაკაცმა უნდა უზრუნველყოს ოჯახი ფინანსურად, ამიტომ მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მას ქალზე მაღალი შემოსავალი უნდა ჰქონდეს უფრო მეტად იმსახურებს მხარდაჭერას.

ქალების დისკრიმინაცია დამსაქმებელთან გასაუბრებაზე მისვლიდანვე იწყება, როცა დამსაქმებელი გასაუბრებაზე ქალებს ეკითხება მათი ოჯახური მდგომარებისა და პირადი ცხოვრების შესახებ, რაც სამსახურეობრივ უფლება-მოვალეობებს არ ეხება. ეს ხდება იმიტომ, რომ არსებობს მოსაზრება, ქალი, რომელსაც შვილი ჰყავს, კარგად ვერ იმუშავებს. რა თქმა უნდა, ყველა დამსაქმებელმა იცის, რომ პირდაპირ არ უნდა გაუშვან სამსახურიდან მსგავსი ქალები, თუმცა შეფარულად სხვა მიზეზს დაასახელებენ.

ქალთა დისკრიმინაცია და რელიგია

მსოფლიოში გავრცელებულ თითქმის ყველა რელიგიაში დომინანტურია მამრობითი სქესი. ზოგიერთ რელიგიაში ქალი უწმინდურ არსებად მიიჩნევა და იკრძალება მისი შეხება მშობიარობის შემდეგ, იმ დრომდე, ვიდრე არ გაივლის განწმენდის რიტუალს.

გენდერული დისკრიმინაცია განვითარებად ქვეყნებში

თუ ქალთა ემანსიპაცია დასავლეთის ქვეყნებში კვლავ გრძელდება და სულ უფრო იზრდება ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციათა რიცხვი, განვითარებად ქვეყნებში ხშირია დისკრიმინაციის ფაქტები, რომელიც მოიცავს ტრეფიკინგს, გაუპატიურებას, ოჯახურ ძალადობას, სელექტიურ აბორტებს და ა.შ. ქალი თანამედროვე სამყაროში კვლავაც მიიჩნევა პასიურ და სუსტ სქესად. ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი გენდერული თანასწორობის მისაღწევად. განვითარებად ქვეყნებში ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ქალებისთვის მეტი ფინანსური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა, რაც თავისთავად გულისხმობს მათ დასაქმებას.

კულტურულ კონტექსტში გენდერული როლები ცვალებადია, იცვლება პასუხისმგებლობები, მოლოდინები, უფლებები.

ოჯახი

ხშირად, გოგონასა და ბიჭს ოჯახში სხვადასხვაგვარად ზრდიან. პატრიარქალური კულტურისათვის დამახასიათებელია ვაჟის ყოლის სურვილი. ამის ახსნა მრავალი ფაქტორით შეიძლება. მაგალითად, განვითარებად ქვეყნებში არ არსებობს ან ძალიან სუსტადაა განვითარებული ხანდაზმულთა სოციალური დაზღვევისა და საპენსიო სისტემა, ამდენად, მშობელს ურჩევნია ვაჟი, რომელიც ქორწინების შემდეგ სახლში დარჩება და მშობლებს მოუვლის, ქალიშვილი კი თხოვდება და მშობლების სახლიდან მიდის. მეტიც, ზოგიერთ საზოგადოებაში, როდესაც ამბობენ, რომ ჰყავთ, ვთქვათ, ოთხი შვილი, ეს მათი ვაჟიშვილების რაოდენობას აღნიშნავს. გახშირდა შერჩევითი აბორტიც, რაც ქალიშვილის ყოლის არასასურველობიდან გამომდინარეობს. განსაკუთრებით რადიკალური ხასიათი ამ პროცესმა ჩინეთში მიიღო, სადაც დემოგრაფიული პრობლემების გამო ოჯახებს მხოლოდ ერთი შვილის ყოლის უფლება აქვთ.

რუკაზე მსოფლიოს ქვეყნებია გამოსახული. რაც უფრო მუქდება მწვანე ფერი, მით უფრო მძაფრადაა გამოხატული ვაჟიშვილის ყოლის სურვილი. საქართველო ამ ქვეყნების რიცხვში მოხვდა.

image









გარდა ამისა, პატრიარქალური საზოგადოებისათვის დამახასიათებელია ისიც, რომ ოჯახის ქონების მემკვიდრედ არ იგულისხმება ქალიშვილი. მთლიანობაში ქალი საოჯახო საქმეებთან არის გაიგივებული, მამაკაცი კი საგარეოსთან.


სკოლა და განათლება

გენდერული უთანასწორობა აქაც აშკარაა. სკოლამდელ საგანმანათლებლო სისტემაში, დაწყებით საფეხურზე ქალები, როგორც აღმზრდელები ჭარბობენ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლები და დირექტორები უმეტესად მამაკაცები არიან. მრავალ ქვეყანაში გოგონებს განათლების მიღების საშუალება შეზღუდული აქვთ. 2012 წელს საქართველოში მომზადდა “გენდერული თანასწორობის საკითხი საზოგადოებრივი მეცნიერების სწავლებისას, სახელმძღვანელოების გენდერული ანალიზი", რომლის მიხედვითაც, ქალისა და მამაკაცის გენდერულ როლებში იკვეთება, რომ მამაკაცი გამბედავი, ძლიერი, აქტიური, მებრძოლი, პოლიტიკოსი, მეცნიერი და მეამბოხეა, ხოლო ქალის როლი უმნიშვნელოა, პასიური, მხოლოდ საოჯახო საქმეებითა და გართობით არის დაკავებული.

საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო კურსში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ისეთი თემების სწავლებისას, როგორიცაა დემოკრატია, თანასწორობა, დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებები, არ არის სათანადოდ გამახვილებული ყურადღება გენდერულ უთანასწორობაზე, ქალთა უფლებებზე, ოჯახურ ძალადობასა და სხვა მსგავს საკითხებზე, რომელთა გარეშეც აღნიშნული თემის სრულყოფილად გაგება წარმოუდგენელია.

38 წლის ჩინელმა დიზაინერმა იანგ ლიუმ "The Huffington Post"- თან ინტერვიუში განაცხადა: “ქალბატონები სტერეოტიპებს ებრძვიან. ბრძოლის მომენტი გენდერული თანასწორობის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანი და რთული პროცესია. გარკვეულწილად, გენდერული თანასწორობა ორ სქესს შორის მიღწეულია, მაგრამ რაღაც ასპექტებში თანასწორობის მიღწევას ახლაც ცდილობენ".

120
2-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:თამარი ღაჭავა
თამარი ღაჭავა
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
რა იწინასწარმეტყველა ვაგნას პატარა მემკვიდრემრა იწინასწარმეტყველა ვაგნას პატარა მემკვიდრემ
დრო მიდიოდა, ვანგა არ ჩქარობდა თავისი მემკვიდრის დასახელებას.ნათ...
განათლებული პორნომსახიობები მაღალი IQ-თიგანათლებული პორნომსახიობები მაღალი IQ-თი
ამ ქალბატონებს სრულად თავისუფლად შეეძლოდ ცხოვრების ჩარხი სხვაგვარად, თ...
ნაპოვნია უცხოპლანეტელის თავის ქალა (+ ვიდეო)ნაპოვნია უცხოპლანეტელის თავის ქალა (+ ვიდეო)
დანიაში, კუნძულ ზელანდიაზე, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი თავის ქ...
ყველაზე შიშისმომგვრელი მუმიები!ყველაზე შიშისმომგვრელი მუმიები!
როდესაც საუბარს ვიწყებთ მუმიებით, პირველ რიგში გვახსენდება საშინელება და შიშ...
ემოციებიემოციები
ძნელი წარმოსადგენია ცხოვრება ემოციების გარეშე. რა იქნებოდა რომ არ განვიცდიდეთ ბედნიერებას, შიშს, სიბ...
ურთიერთგაცვლაურთიერთგაცვლა
ურთიერთგაცვლა ჩვენი ცხოვრების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია , ეს წესი გულისხმობს ვალდებულება...
თვითშეფასებათვითშეფასება
თვითშეფასება ერთ-ერთი იმ პროცესთაგანია, რომლებიც აყალიბებენ თვითცნობიერებას. პიროვნების თვითშეფას...