x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61786
  • ვიდეო:311332
  • სურათი:412199
პარლამეტის თავჯდომარე 1921 წელს კარლო ჩხეიძე

1921 წელი ... 21 თებერვალი ... საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღე ... ფრონტზე მიმავალი ბატალიონი და პარლამენტის თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე ...

ჩემი მეხსიერებიდან არასდროს ამოიფხვრება ერთი სურათი. თებერვლის თვეა. თფილისი თითქოს გააშრო ზამთრის სუსხმა. ნავთლუღისა და კოჯორის მხრიდან ისმის ზარბაზნების გრიალი და ტყვიისმფრქველთ ტკაცა-ტკუცი. დამფუძნებელი კრება ფერმიხდილი, თვალებ მიმქრალი კარლოს თავჯდომარეობით ჩქარის დაასრულოს საქართველოს კონსტიტუცია. უეცრად ქუჩიდან მოისმის სამხედრო მარშის ხმა. პრეზიდიუმს ატყობინებენ, რომ სასახლის წინ ფრონტზე მიმავალმა ლეგიონმა უნდა ჩამოიაროს. დამფუძნებელი კრება იყრება და კარლოს მეთაურობით მიეშურება ქუჩაში საბრძოლველად განმზადილ ახალგაზრდათა მისასალმებელათ. ლეგიონი შესდგა. მოხუცი, რაინდული გარეგნობის სარდალი(მტრის მიერ ლაჩრულათ მოკლული 1923 წელს) სამხედრო სალამს აძლევს დამფუძნებულ კრების თავჯდომარეს.
მხრებ-მოხრილი, გაფითრებული, ტკივილით და მწუხარებით აღსავსე თვალებით გაჰყურებს კარლო, თავ-აწეული, შორს მაღლა, თითქოს ზეცას შესჩივისო და ისმის მისი მოწყვეტილი, სასოწარკვეთილი ხმა: "...რა დავაშავეთ?! ვის რა წავართვით?! შევრაცხვყავით ვინმე?! მიუხდით ვინმეს სახლში?! დავჩაგრეთ ვინმე?! მაშ რისთვის, რისთვის?!!..." მის გაბრაზებულ ხმას პასუხს აძლევდა ზარბაზნების ქუხილი. თითქოს ამ კეთილშობილ სინდისის გოდების დახშობას ლამობდა თფილისის კარებზე მომდგარი ძალმომრეობა...image

0
54
1-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:ნიკოლოზი123
ნიკოლოზი123
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0