x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
არაადამიანური ძალა - რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს გაძლოს წყლის, ჰაერისა და მზის გარეშე?
ადამიანის სხეული-ძალიან ნატიფი და მგრძნობიარე რამაა. ჩვენ ის შეგვიძლია სრულიად უბრალო გზით დავაზიანოთ, სააბაზანო ოთახში მოულოდნელმა დაცემამაც კი შესაძლებელია მთელი ცხოვრება ინვალიდად გვაქციოს (ღმერთმა დაგვიფაროს!), მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანის ორგანიზმს შეუძლია აიტანოს ძალიან დიდი დატვირთვა. არსებობენ გაბედული ადამიანები, რომლებიც მზად არიან, სასიცოცხლო რისკის ფასად გამოსცადონ თავიანთი სხეულის გამძლეობა და დაადგინონ ადამიანის ორგანიზმის გამძლეობის ზღვარი.

მაინც რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს გაძლოს ძილის, წყლის, ჰაერის და ა.შ. გარეშე? როგორია რეკორდები ამ სფეროში? -სწორედ ამაზე გვექნება დღევანდელ პოსტში საუბარი.



1. ძილის გარეშე- 11 დღე



image

1965 წელს 17 წლის რემი გარდნერმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი, გაძლო რა უძილოდ 264, 4 საათი. ამ ცდის გამეორებას არავის არ ვურჩევ, რადგან მას შეუძლია დიდი ზიანი მიაყენის თქვენს ჯანრთელობას. ძილი აუცილებელია ჩვენი მეხსიერებისათვის, ტვინის კორექტულად მუშაობისა და გარემომცველ სამყაროსთან ადეკვატური ურთიერთქმედებისათვის.


2. უჰაეროდ-22 წუთი


image

დანიელმა ფრი-დაივერმა სტიგ სევერინსენმა დაამყარა შოკისმომგვრელი რეკორდი, გაძლო რა წყალში უჰაეროდ მთელი 22 წუთი. ერთი შეხედვით ეს ძალიან დაუჯერებლად ჟღერს, რადგან მეცნიერების დასკვნით, ადამიანის ტვინი ჟანგბადის გარეშე ოთხ წუთში კვდება. სევერინსონმა სიკვდილს იმით მოატყუა, რომ წყალში ჩაშვებამდე მთელი 19 წუთი სუნთქავდა მხოლოდ სუფთა ჟანგბადით. დაივერის სხეულის თითოეული უჯრედი იმდენად იყო გაჯერებული ჟანგბადით, რომ მან შეძლო წყალქვეშ ესოდენ დიდხანს გაჩერება.


3. წყლისა და საჭმელის გარეშე-18 დღე


image

1979 წელს 18 წლის პოლონელი პატიმარი ანდრეას მიხავეჩი ზედამხედველებს ციხის კამერის სარდაფში დარჩათ დამწყვდეული. მათ მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გაახსენდათ, რომ იქ პატიმარი ჰყავდათ გამოკეტილი. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფ ანდრეასს 15 დღე დასჭირდა იმისათვის, რომ გამოკეთებულიყო და ძალები აღედგინა. კატეგორიულად არ გირჩევთ ასეთი ექსპერიმენტების ჩატარებას სახლის პირობებში-რადგან წყალი კვებავს ჩვენს სხეულს, მოძრაობის უნარს უნარჩუნებს სახსრებს და არეგულირებს სხეულის ტემპერატურას.


4. გრავიტაციის გარეშე-437, 7 დღე


image

უჰაერო სივრცეში ცურვა-ერთი შეხედვით სასიამოვნო გასართობი გვგონია, უკიდურეს შემთხვევაში, შორიდან ეს ასე ჩანს. რუს კოსმონავტ ვალერი პოლიაკოვს მოუწია გრავიტაციის გარეშე კოსმოსში გაეტარებინა 437, 7 დღე, რას მსოფლიოს აბსოლუტურ რეკორდს წარმოადგენს. მაინც რატომაა უწონობა ცუდი სხეულისათვის? - საქმე იმაშია, რომ ჩვენი სხეული შექმნილია ისეთნაირად, რომ მასზე აუცილებლად უნდა მოქმედებდეს დედამიწის მიზიდულობის ძალა. ამ ძალის გარეშე კუნთები სწრაფად კარგავენ არამარტო მასას, არამეს ძალასაც.


5. მზის შუქის გარეშე-რამოდენიმე წელი


image

2004 წელს ჩეხმა მაგმა სდენეკ ზაგრადკამ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, გაატარა რა საფლავში მთელი 10 დღე წყლისა და საჭმლის გარეშე, თუმცა ჰაერის მისაწოდებლად საფლავს დატნეული ჰქონდა წვრილი მილი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მზის სხივების გარეშე ცხოვრების რეკორდი მას არ ეკუთვნის, ამ რეკორდის რეკორდსმენები 2004 წელს აღმოაჩინეს რუსმა სამართალდამცავებმა-მათ თათრეთის რესპუბლიკაში მიაკვლიეს ადამიანების კულტს, რომლებიც მიწისქვეშ ცხოვრობდნენ. ამ უცნაურ საზოგადოებაში იყვნენ 12-13 წლის ბავშვები, რომელთაც მზე არასოდეს ენახათ. უნდა გითხრთ, რომ მზე წარმოადგენს D ვიტამინის წყაროს, რომელიც ორგანიზმს კვებავს კალციუმით, რომელიც, თავი მხრივ, საჭიროა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, (თქვენი არ ვიცი და მე უმზეოდ გატარებული წლების გახსენებაზე უმალვე ჩემი საყვარელი რომანის "გრაფი მონტე-კრისტოს" გმირი ედმონ დანტესი ამომიტივტივდა გონებაში).



p.s. და ბოლოს, მინდა ჩვენი სტატია მხიარულ ნოტზე დავამთავრო და დაგისვათ შემდეგი კითხვა: თქვენი აზრით, რამდენ ხანს შეუძლია თანამედროვე ადამიანს გაძლება მობილური ტელეფონის და ინტერნეტის გარეშე? - ეს ორი რამ ხომ ჰაერივით საჭირო გახდა ჩვენთვის.


image









2
2317
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2317
  
2016, 22 თებერვალი, 0:07
კიდევაა ბევრი რამ, რა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია-მეგობრების, ოჯახის, შვილების გარეშე :)
2016, 22 თებერვალი, 0:00
კიდე როს გარეშე
0 1 2