x
რა არის პროფესიული ორიენტაცია?
21 თებერვალი, 17:47

image საზოგადოებრივი განვითარების თანამედროვე ეტაპზე განუზომლად დიდია

ადამიანური რესურსების განვითარებისა და რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობა.

ეკონომიკის მზარდი გლობალიზაცია, ახალი ტექნოლოგიებისა და პროფესიული

ცოდნის ათვისების საჭიროება დიდ გავლენას ახდენს შრომის სამყაროზე. სწრაფად

იცვლება მოთხოვნებისამუშაო ძალის შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების

მიმართ.


შრომის ბაზრის მობილურობის ზრდა და ადამიანის შესაძლებლობების განვითარება-

გამოყენების აუცილებლობა გაზრდილ მოთხოვნებს უყენებს როგორც პროფესიული მომ-ზადების სისტემას, ისე პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემასაც. ადამიანებს სჭირდებათ დახმარება პროფესიის არჩევის, შეცვლის, კომპეტენციების

ათვისების, განვითარების და პროფესიული ცხოვრების დაგეგმვის საკითხებზე.


პროფესიული ორიენტაცია გულისხმობს სისტემურ პროცესს, რომლიც საშუალებას

აძლევს ინდივიდებს თვითცნობიერების ამაღლებისა და გადაწყვეტილების უნარის

განვითარებით შეძლონ გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები/პოტენციალი სწავლისა და შემდგომი დასაქმების კუთხით. ასევე, პროფესიული ორიენტაცია გულისხმობს მსურველის, დაინტერესებული პირის დეტალურ ინფორმირებას

ამა თუ იმ პროფესიის/სპეციალობის შესახებ და კონსულტაციის საფუძველზე პიროვნების შესაძლებლობების, პიროვნული მახასიათებლებისა და შესაბამისობის

დადგენას ამა თუიმ პროფესიასთან მიმართებაში.


პროფორიენტაციის ძირითადი მიზანია დაეხმაროს ინდვიდს, აირჩიოს ან შეიცვალოს

პროფესია მისი მიდრეკილებების, ინტერესების, შესაძლებლობების, შრომითი ბაზრის

მოთხოვნების, განვითარების პერსპექტივების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ინდივიდმა დამოუკიდებლად

მიიღოს.


პროფორიენტაციის ამოცანებია:

დაეხმაროს ადამიანს საკუთარი შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების გამოვლენასა და გააზრებაში;

გააცნოს პიროვნებას პროფესიათა სამყარო, ცალკეული პროფესიის თავისებურებები და

ის მოთხოვნები, რომელსაც იგი უყენებს მომუშავეს;

გააცნოს ადამიანს კონკრეტული პროფესიით დასაქმების შესაძლებლობა;

დასაბუთებული რეკომენდაციის საშუალებით დაეხმაროს პიროვნებას პროფესიის

სწორად არჩევაში;


პროფორიენტაციული მუშაობის ფორმებია:

პროფესიული ინფორმირება- მოიცავს ადამიანისთვის საკუთარი შესაძლებლობებისა და

მიდრეკილებების გამოვლენასა და მათ გაცნობიერებაში დახმარებას; ასევე შრომის

ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმირებას.

პროფესიული კონსულტაცია- გულისხმობს კვალიფიციურ კონსულტირებას პროფესიის

არჩევის საკითხებზე. ხდება პიროვნებისთვის შესაფერისი პროფესიათა წრის განსაზღვრა მისი ინდივიდუალური თავისებურებებისა და უნარების გათვალისწინებით.

პროფესიული შერჩევა- მოიცავს ცალკეული პროფესიის მოთხოვნების შესაბამისად

მომუშავეთა შერჩევას. ამ დროს ხდება კონკრეტული ვაკანსიისთვის ყველაზე უფრო

შესატყვისი კანდიდატურების შერჩევა სამუშაოს სპეციფიური მოთხოვნების გათვალისწინებით.


პროფესიული კონსულტირება განსაკუთრებით აქტუალური დამამთავრებელ კლასებში

ხდება. მოზარდმა უნდა გადაწყვიტოს, რა მიმართულებით წავა სკოლის დამთავრების

შემდეგ- განაგრძობს სწავლას, თუ რაიმე საქმიანობით დაკავდება. თუმცა, სკოლის

დამთავრების შემდეგ პროფესიული ორიენტაციის პროცესი არ სრულდება. შესაძლოა

უმაღლეს, ან პროფესიულ სასწავლებელში მრავალი ისეთი საგნის თუ მიმართულების

შესწავლა მოუხდეს სტუდენტს, რომ რომლებმაც მისი არჩევანის შეცვლა გამოიწვიონ.

კონსულტაციის გარეშე კი სწორი გადაწყვეტილების მიღება რთულია.


კარიერის დაგეგმვასა და პროფესიასთან დაკავშირებულ რჩევებს მხოლოდ მოსწავლეები

და სტუდენტები არ საჭიროებენ, ამ პროცესში ჩართვა მნიშვნელოვანია, როგორც

დასაქმებული, ისე უმუშევარი, ზრდასრული ადამიანისთვისაც. შესაძლოა,

დასაქმებულმა პროფესიის ან საქმიანობის სფეროს შეცვლა მოინდომოს, რაც ადვილი

გადასაწყვეტი არ არის. პროფესიონალის რჩევები ასეთ ადამიანებს შესაფერისი გადაწყვეტილებების მიღებასა და სამომავლო ნაბიჯების გადადგმაში ეხმარებათ. რაც შეეხებათუმუშევრებს, პროფკონსულტატის მომსახურება და კარიერის

ხელმძღვანელები მათ საკუთარი ინტერესების, უნარების და შესაძლებლობების გამორკვევაში, დამსაქმებლის ოთხოვნებისა და შრომის ბაზრის მოძიებაში ეხმარებათ.


თანამედროვე ხედვის თანახმად, კარიერის დაგეგმვა და პროფესიული ორიენტაცია

წარმოადგენს პროცესს, რომელიც მხოლოდ ერთჯერადი არჩევანის გაკეთებას კი არ გულისხმობს, არამედ კარიერის მართვის უნარების განვითარებას, გადაწყვეტილების მიღების ხერხების შესწავლასა და ამ ყველეფრის მთელი ცხოვრების მანძილზე გამოყენებას მოითხოვს.


პროფესიული ორიენტაცია, როგორც სამეცნიერო დისციპლინა, ეხმარება ადამიანებს,

აირჩიონ მათთვის შესაბამისი პროფესია საკუთარი უნიკალური მახასიათებლებისა და

გარემო ფაქტორების გათვალისწინებით. ამ საკითხებში გამოსარკვევად, პროფესიის

მაძიებელს, უმეტეს შემთხვევაში, სჭრდება ისეთი კომპეტენტური ადამიანების

დახმარება, როგორებიც პროფესიული კონსულტანტები არიან.

პროფკონსულტანტი ეხმარება ადამიანს საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, რაც

გულისხმობს საკუთარ უნარებში, შესაძლებლობებში, პიროვნულ მახასიათებლებსა და

ცოდნაში გამორკვევას. ამასთანავე, პროფკონსულტანტი პროფესიის მაძიებლებს აწვდის

ინფორმაციას დასაქმების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ და აცნობს

სხვადასხვა პროფესიას თუ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.


შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები განსხვავებული უნრებით, შესაძლებლობებით

და ინტერესებით ხასიათდებიან, შესაბამისად, განსხვავებულია ის ის სფეროები თუ

პროფესიები, სადაც ისინი საკუთარი თავის რეალიზებას და წარმატების მიღწევას

შეძლებენ. აქედან გამომდინარე, რეკომენდირებულია, რომ მოზარდობის ასაკშივე

დაიწყოს ბავშვმა საკუთარ ინტერესებზე, მიდრეკილებებზე, შესაძლებლობებსა და

უნარებზე ფიქრი, რათა მოემზადოს პროფესიის არჩევისა და შემდგომში დასაქმების

ბაზარზე დამკვიდრებისთვის. იგივე პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს

ზრდასრული ადამიანიც, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებს წარმატების

მიღწევას საკუთარ პროფესიაში და იძულებულია კარიერული გეგმები შეცვალოს და

აირჩიოს სხვა, მისთვის უფრო შესაბამისი პროფესია.








გამოყენებული ლიტერატურა:

1. ''აირჩიე პროფესია" ადამიანური რესურსის მართვის ცენტრი (PMC), 2014 წელი

2. http://vet.ge/orientation/





















15
1-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მაგდა ბერიშვილი
მაგდა ბერიშვილი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
მომავალში მკვდრეთით აღდგომისთვის გაყინული ადამიანები!მომავალში მკვდრეთით აღდგომისთვის გაყინული ადამიანები!
კრიონიქსი არის სფერო, რომელიც თვლის, რომ მომავალში იარს...
პათოლოგიური შემგროვებლობაპათოლოგიური შემგროვებლობა
პათოლოგიური შემგროვებლობა არის ფსიქიკური აშლილობა, რომელიც DSM-5-ში (ფსიქოლოგიური აშ...
ერი, რომელსაც ძველმა ცივილიზაციამ თავისი ცოდნა გადასცაერი, რომელსაც ძველმა ცივილიზაციამ თავისი ცოდნა გადასცა
V საუკუნეში ბარბაროსებმა (რომაელები ასე ეძახდნენ ძველ გე...
პანიკური აშლილობა!პანიკური აშლილობა!
პანიკური აშლილობა ერთერთი უძველესი დარღვევაა რომლსაც ახასიათებს მოულოდნელი პანიკური შეტევა დ...
მეცნიერებმა დედოფალი კლეოპატრას გარდაცვალების საიდუმლო ამოხსნესმეცნიერებმა დედოფალი კლეოპატრას გარდაცვალების საიდუმლო ამოხსნეს
კლეოპატრა VII, ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პ...
მომავლის გასაოცარი გამოგონებებიმომავლის გასაოცარი გამოგონებები
აქ მოცემულია, თუ როგორი ეგონათ მომავალი მე-19 საუკუნელებს: ...
5 უცნაური მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი ვერ გასცეს!5 უცნაური მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი ვერ გასცეს!
ძალიან ბევრი უცნაური ფაქტი თუ მოვლენა არსებობს, რო...
6 ამოუხსნელი მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებიც ვერ პასუხობენ!6 ამოუხსნელი მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებიც ვერ პასუხობენ!
დედამიწა სადუმლოებებით აღსავსეა, ეს ყველამ კარგად ვ...
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობაობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ოკა) ნეიროფსიქიატრიული აშლილობაა, რომელსაც ახასია...