x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
13 წელი და 6 ფილმი, რომლებმაც მსოფლიოს გააცნეს შუახმელეთი! (+ვიდეო და ბევრი ფოტო)
13 წელიდაში გადაიღეს 6 ფილმი, რომელიც ადამიანების მეხსიერებაში ღრმად ჩაიბეჭდა. ჯ. რ. რ. ტოლკინის რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმებს როგორც ჰოლივუდში, ასევე მთელს მსოფლიოში ძალიან ბევრი ფანატიკოსი ჰყავს. 2001 წელს უეცრად კინოსამყაროში გამოჩნდა ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო. ფენტეზის ჟანრის ფილმი გადაიღო პიტერ ჯეკსონმა. წარმატებულ რეჟისორს, ფილლმა ბევრი წარმატება შემატა. 2002 წელს ტრილოგიის მეორე ნაწილი გამოვიდა. მეორე ნაწილის თრეილერის გამოსვლამაც კი რეკორდები დაამყარა. ფილმს მილიონობით ადამიანი მოუთმენლად ელოდა, კინოთეატრებში რიგი იდგა და როგორც იქნა ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი გამოვიდა. ფილმმა პიტერ ჯეკსონს კიდევ ერთი ოსკარი შემატა. წარმატებას წარმატება მოჰყვებოდა. 2003 წელს ტრილოგიის ბოლო ნაწილი - ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება გამოვიდა. ამ ფილმა მოიპოვა საუკუნის ფილმის სტატუსი, ასევე ტიტანიკის შემდეგ, ყველაზე ძვირადღირებული და შემოსავლიანი ფილმი გახდა. 2003 წელს ოსკარზე ნომინერებულ ფილმმა, 11-ვე კატეგორიაში გამარჯვებულად გამოცხადდა.



image


ტრილოგიას წილად ხვდა დიდი კომერციული წარმატება, ისევე, როგორც აღიარება ვიზუალური ეფექტებისთვის. მან მიიღო 17 ოსკარი (ნომინირებული იყო 30-ზე) "მეფის დაბრუნება" 2003 წელს ნომინირებული იყო 11 კატეგორიაში. ფილლმა

11-ვე კატეგორიაში ოსკარი მიიღო. ამ მონაცემით კი ფილმი ტიტანიკსა და ბენ-ჰურს გაუტოლდა.



imageimageimage








ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო


ისტორია იწყება ბილბოს დაბადების დღით, ფროდო ბეგინსი -ტრილოგიის მთავავარი პერსონაჟია, ასევე ბილბოს შვილიშვილი, რომელსაც პაპისგან მემკვიდრეობით ბეჭედი გადაეცემა. ტრილოგიის დასაწყისში ბეჭდის სადუმლოებების შესახებ ჯერ არავინ იცის, თუმცა ჯადოქარი გენდალფი ძალიან დაეჭვდება. მოგვიანებით გენდალფი ფროდოს თავის საუკეთესო მეგობართან ერთად გზავნის კრიკორმოში, სადაც შეხვედრას პირდება. მგზავრობისას ჩერდებიან სერში, სადაც შეხვდებიან არაგორნს, რომელიც ისილდურის მემკვიდრე აღმოჩნდება. როდესაც არაგორნის ნდობას მოიპოვებენ, მათი მეგობრობაც მალევე ყალიბდება. ფროდო დაიჭრება და მას რივენდალში წაიყვანენ. რივენდალში იკრიბება საბჭო, რომლებიც განიხილავენ ბეჭდის ბედისწერას, საბოლოოდ გადაწყდება ბეჭდის განადგურება, რომლის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ფროდო ბეგინსი იღებს. ფროდოს ასევე დახმარებას გაუწევენ საბჭოს 4 წევრი, მათ შორის გენდალფი და თავის მეგობრები მაზრადან. თავდაგადასავლებით აღსავსე პირველ ნაწილში, ბეჭდის საძმოს ერთ-ერთი წევრი-ბორომირი დაიღუპება.


imageimageimage

imageimage


ტრილოგიის პირველი ნაწილი კინოთეატრებში 2001 წლის 10 დეკემბრს გამოვიდა. პიტერ ჯეკსონის გადაღებულ ფილმში, მთავარი როლებს ასრულებდნენ მსახიობები: ლივ ტაილერი, შონ ესტინი, ვიგო მორტენსენი, იან მაქკელენი, ელაიჯა ვუდი, ნოელ ეპლბი, ალან ჰოვარდი, მეგან ედვარდსი, შონ ბინი, ორლანდო ბლუმი, კრისტოფერ ლი, სალა ბეიკერი, კეიტ ბლანჩეტი და იან ჰოლმი.


imageimageimage








ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი


ტრილოგია გრძელდება, პიტერ ჯეკსონი ფილმზე შესანიშნავად მუშაობს, 2002 წელს გამოსულ მეორე ნაწილში, ფილმი იწყება პირველი ფილმის ერთ-ერთი კადრით, რომელშიც განდალფ რუხი ებრძვის ბალროგს კჰაზად-დუმის ხიდზე, რითაც ბეჭდის საძმოს წევრებს საშუალებას აძლევს, დატოვონ მორიის მაღაროები. ფროდო და სემი განმარტოვდებიან, ისინი დამოუკიდებლად ცდილობენ ბეჭდის განადგურებას მორდორში. გზად შეხვედრილ გოლუმსაც გაიყოლებენ. მოგახსენებთ, რომ გოლუმი ბეჭდის ყოფილი მფლობელი იყო. ბორომირის დაღუპვის და გენდალფის გაქრობის შემდეგ, არაგორნი, ლეგოლასი და ფიმლი, ფროდოს მეგობრების საპოვნელად ორკებს დასდევენ. ორი ციხე-კოშკის ნაწილში ასევე ვხედავთ მეფე თეოდენს, მოლაპარაკე ხეებს, რომლების ასევე საკმაოდ კარგად იბრძვიან. იწყება შუახმელეთის დიდი ომი...არაგორნი მძიმედ დაიჭრება, მაგრამ გადარჩება. ჰელმის ხრამში იწყება ბრძოლა ურუკ-ჰაებსა და როჰანელებს შორის, რომელშიც არაგორნი და მისი მეგობრებიც მონაწილეობენ. ფანგორნის ტყეში ხისწვერა და სხვა ენტები საბოლოოდ გადაწყვიტავენ, რომ ომში მონაწილეობას არ მიიღებენ. ხისწვერად ჰობიტები ტყიდან გაჰყავს, მაგრამ პიპინი მას სხვა მიმართულებით წაყვანას სთხოვას და ისინი პირდაპირ იზენგარდთან აღმოჩნდებიან, ტყის პირას, სადაც ამოჩეხილ ხეებს პოულობენ. იზენგარდში ენტები ამარცხებენ ორკებს და კაშხალს ხსნიან, რასაც მოჰყვება მთელი იზენგარდის დატბორვა და სარუმანს ციხე-კოშკში მიმწყვდევა.


imageimageimageimageimage



ტრილოგიის მოერე ნაწილი კინოთეატრებში 2002 წლის 5 დეკემბერს გამოვიდა. პიტერ ჯეკსონის გადაღებულ ფილმში, მთავარი როლებს ასრულებდნენ მსახიობები: ლივ ტაილერი, შონ ესთინი, იან მაქკელენი, ელაიჯა ვუდი, ქეით ბლანშეტი, კარლ ურბანი, ორლანდო ბლუმი, ბრიუს ოლპრესი, ვიგო მორტენსენი, ჯონ რის-დეივისი, ბერნარდ ჰილი, კრისტოფერ ლი, ბილი ბოიდი, დომინიკ მონაგანი, ჰიუგო უივინგი, მირანდა ოტო, შონ ბინი, დევიდ ვენჰემი, ენდი სერკისი.


imageimageimage











ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება


ტრილოგიის მესამე და ბოლო ნაწილი. პიტერ ჯეკსონი ეპიკური ფენტეზის ჟანრის ფილმი. არაგორნი და მისი მეგობრები ხვდებიან მერის და პიპინს. გენდალფი პიპინთან ერთად გაემგზავრება მინას ტირითში, სადაც მეფობს დაღუპული ბორომირის მამა, რომელიც შვილით ყოველთვის ამაყობდა. გენდალფს სურდა მინას ტირითის და როჰანის ერთობლივი ბრძოლა მტრის, ორკების წინააღმდეგ. მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდება, მინას ტირითის მეფე თავს მოიკლავს. ომი უკვე კარზეა, მინას ტირითი მტრის ალყაშია, ამ ურთულეს მომენტში ელრონდი არაგორნს ანდურილის ხმალს გადასცემს, რომლის საშუალებითაც არაგორნი მკვდრებს დაიხმარებს ორკებთან ბრძოლაში. მინას ტირითში გაჩარებულ ომს, არაგორნი, ლეგოლასი და გიმლი მოგვიანებით მკვდრებთან ერთად შეუერთდებიან, ომი კაცობრიობის გამარჯვებით სრულდება. არაგორნი მკვდრებს სამუდამოდ გაათავისუფლებს. ომში კვდება როჰანის მეფე თეოდენიც. ყველას მხოლოდ ერთი საფიქრალი რჩება, თუ სად არის ფროდო და ბეჭედი. იმედგაცრუებულები ბოლოჯერ უტევენ მტერს ფროდოს ხათრით. გაჭირვებული ფროდო ბეჭედს, დიდი სირთულეების შედეგად მაინც აგდებს ვულკანში. საურონი და მისი სამეფო ნადგურდება. ფროდოსა და სემს ნანგრევებიდან გადაარჩენენ განდალფი და არწივები. შუახმელეთი სიცოცხლეს უბრუნდება, არაგორნი გამეფდება, რომელიც ცოლად შეირთავს არვენს. სემი თავის შეყვარებულ როზი კოტონზე ქორწინდება. მაგრამ ფროდო, რომელიც ძველ ცხოვრებას ვერ ეგუება, ტოვებს შუახმელეთს განდალფის, ბილბოს, ელრონდის, კელებორნისა და გალადრიელის თანხლებით. ასე მთავრდება ეს შესანიშნავი ფილმი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფილმების რეიტინგშია შეტანილი.


imageimageimageimageimage



ტრილოგიის უკანასკნელი ნაწილი კინოთეატრებში 2003 წლის 1 დეკემბერს გამოვიდა. პიტერ ჯეკსონის გადაღებულ ფილმში, მთავარი როლებს ასრულებდნენ მსახიობები: ელაიჯა ვუდი, იენ მაკ-კელენი, შონ ესტინი, ვიგო მორენსენი, ბილი ბოიდი, ორლანდო ბლუმი, ჯონ რის-დეივისი, ენდი სერკისი, ლივ ტაილერი, ბერნარდ ჰილი, მირანდა ოტო, დევიდ ვენჰემი, ჯონ ნოუბლი, ჰიუგო უივინგი, იენ ჰოლმი კეიტ ბლანშეტი. ფილმმა მიიღო „ოსკარის“ 11 ჯილდო. მან გაიმარჯვა ყველა კატეგორიაში, რომელშიც წარდგენილი იქნა. ფენტეზის ჟანრის ფილმების ისტორიაში ეს არის პირველი ჯილდო საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.


imageimageimage











ვაგრძელებთ...





რათქმა უნდა ამით არ ვასრულებთ, როგორი იყო ისტორისს დასაწყისი არ გაინტერესებთ? რა არის დასაბამი ამ ტრილოგიის? ამაზე პასუხს გვცემს ჯ. რ. რ. ტოლკინი. რომელმაც ბეჭდების მბრძანებლის დასაბამად ჰობიტი გამოაცხადა. ჰობიტი ისევე პოპულარული ვერ გახდა, როგორც ბეჭდების მბრძანებელი, მაგრამ ფილმმა მაინც დიდი წარმატება მოიპოვა კინოსამყაროში. ნომინირებული იქნა ოსკარის დაჯილდოვებაზე და ბიუჯეტიც წარმატებული გამოდგან, ოღონდ ისე არა როგორც იყო მოსალოდნელი. მოდი ახლა თვალი გადავავლოთ ჰობიტს, არ მოიწყენთ...


image


ჰობიტიც ბეჭდების მბრძანებლის მსგავსად 3 ნაწილად გაიყო: „ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა“, „ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი“, „ჰობიტი: ხუთი არმიის ბრძოლა“. რეჟისორ პიტერ ჯექსონის კინოტრილოგია, რომელიც ეფუძნება ჯ.რ.რ. ტოლკინის ამავე სახელწოდების რომანს. მასში მოთხრობილია ამბები, რომლებიც მოხდა ბეჭდის ომამდე 60 წლით ადრე. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მარტინ ფრიმენი (ბილბო ბეგინსი) და რიჩარდ არმიტიჯი (თორინ მუხისფარი). გადაღებებში ასევე მონაწილეობას მიიღებს ბეჭდების მბრძანებლის რამდენიმე ვარსკვლავი - იენ მაკ-კელენი (განდალფი), ენდი სერკისი (გოლუმი), ელაიჯა ვუდი (ფროდო ბეგინსი), კეიტ ბლანშეტი (გალადრიელი), კრისტოფერ ლი (სარუმანი), ჰუგო უივინგი (ელრონდი), იენ ჰოლმი (მოხუცი ბილბო ბეგინსი) და ორლანდო ბლუმი (ლეგოლასი). მუსიკას ფილმისათვის ოსკარის მფლობელი კომპოზიტორი ჰოვარდ შორი წერს, რომელსაც ეკუთვნის „ბეჭდების მბრძანებლის“ მუსიკალური თემებიც.


imageimageimageimageimage







ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა


ბეჭდების მბრძანებელის მსგავსად მოვლენა ისევ მაზრაში ვითარდება. ისევ ბილბო ბეგინსი, მაგრამ ამჯერად იხსნებს ჯუჯა თრორის ერებორში მეფობას და იმას, თუ როგორ აყვავდა მთისქვეშეთის სამეფო, სანამ დრაკონი სმაუგი მას დაიპყრობდა. ტრილოგიის პირველივე ნაწილში ვხედავთ გულცივ ელფებს, რომლებიც არ ეხმარებიან ჯუჯებს. წლების შემდეგ ბილბო ბეგინსს ეწვევა ჯადოქარი განდალფი და თან მოჰყავს ცამეტი ჯუჯა, მათ შორის - თორინი.ბილბო ბეგინსი შეუერთდება ამ რაზმს და გაეშურებიან ერებორისკენ. გზად ბევრი თავგადასავლები ელით, მაგრამ მათ მოგზაურობას ხელს ვერაფერი უშლის. განდალფი ხვდება თეთრ საბჭოს - ელრონდს, გალადრიელსა და სარუმან თეთრს და ესაუბრება ჯუჯების მოგზაურობის შესახებ. იგი აგრეთვე უამბობს საშიშროებაზე, რომელიც რადაგასტმა დოლ გულდურში იხილა და შიშზე, რომ იქ მცხოვრები ნეკრომანტი, როგორც იგი საკუთარ თავს უწოდებს, სინამდვილეში საურონია. რაღაც მომენტში ბილბო იკარგება, სადაც პოულობს ბეჭედს, რომელიც ეკუთვნის გოლუმს. არ დავივიწყოთ ორკები, რომლებიც ყოველ წუთს დასდევენ ჯუჯებს. ზუსტად ამ ორკების დამსახურებაა ჯუჯების სახელმწიფოს განადგურებაც. ორკებს და ჯუჯებს შორის შეტაკებას ჯუჯები გადაურჩებიან, არწივების დახმარებით ისინი ქაროკზე მიდიან, ამასობაში გამოცნდება მთა, საიდანაც იღვიძებს დრაკონი სმაუგი.


imageimageimageimage

image



ჰობიტის დასაწყისი "მოულოდნელი მოგზაურობაა", რომელიც კინოთეატრებში 2012 წლის 28 ნოემბერს გამოვიდა. პიტერ ჯეკსონის გადაღებულ ფილმში, მთავარ როლებს ასრულებდნენ მსახიობები: მარტინ ფრიმენი, იენ მაკ-კელენი, რიჩარდ არტიმიჯი, გრემ მაკ-ტევიში, კენ სტოტი, ეიდენ ტერნერი, დინო გორმენი, მარკ ჰელდროუ, ჯედ ბროფი, ადამ ბრაუნი, სტივენ ჰანტერი, ენდი სერკისი, კეიტ ბლანშეტი, კრისტოფერ ლი, ელაიჯა ვუდი, ჰუგო უივინგი და იენ ჰოლმი.


imageimageimage







ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი


ტრილოგია გრძელდება, ჰობიტი ბილბო ბეგინსი მოგზაურობს ჯადოსან განდალფი, ჯუჯა თორინ მუხისფარის და მისი თანმხლები ჯუჯების კომპანიაში მარტოსული მთისკენ, ბნელტევრის, ესგაროთის და ველის გავლით. მათი მიზანია დრაკონ სმაუგის მიერ მიტაცებული განძის დაბრუნება. გავიდა ერთი წელი, მაგრამ აზოგის რაზმი კვლავ მისდევს თორინს და ჯუჯებს. მეორე ნაწილში ბილბო გამოიყენებს ბეჭედს, რის შედეგადაც ეჭვს ბადებს მეგობრების თვალში. ტყეში ჩნდებიან ელფები, ლეგოლასისა და ელფი ქალის, ტაურიელის მეთაურობით. ისინი ანადგურებენ ობობეს და ატყვევებენ ჯუჯებს. მიჰყავთ ელფების სამეფოში, სადაც მებრძოლ ტაურიელსა და ჯუჯა კილის შორის სიყვარულის გრძნობები ყალიბდება. ჯუჯები აღწევენ ელფების ტყვეობას, მაგრამ აზოგის არმიის, ორკების მახეში ებმევიან. შეტაკებაში კილი მძმედ იჭრება. ტრილოგიის მეორე ნაწილში, მთავარ როლებში შემოდის ბარდი, რომელიც ფლობს დრაკონის განადგურების უკანასკნელ შავ ისარს. არკენსტუნის მოსაძიებლად ბილბო შედის მთაზე, სადაც აღვიძებს სმაუგის დრაკონს. სმაუგის მიერ დევნისას ბილბო და ჯუჯები ცდილობენ დრაკონის გამდნარი ოქროთი მოკვლას. მიუხედავად ამისა, გაღიზიანებული დრაკონი ტოვებს მთას და გადაწყვიტავს, გაანადგუროს ტბისპირა ქალაქი და მისი ხალხი, რომელიც დაეხმარა ჯუჯებს. შეშინებული ბილბო უყურებს მას და ფიქრობს იმაზე, თუ რა გამოიწვიეს დრაკონის გაღვიძებით.


imageimageimageimageimage


ჰობიტის მეორე ნაწილში: სმაუგის ნაოხარი -მონაწილეობას იღებენ შემდეგი მსახიობები: იენ მაკ-კელენი, მარტინ ფრიმენი, რიჩარდ არმიტიჯი, ჯეიმზ ნესბიტი, კენ სტოტი, კეიტ ბლანშეტი, იენ ჰოლმი, კრისტოფერ ლი, ჰუგო უივინგი, ენდი სერკისი, ევანჯელინ ლილი, ბენედიქტ კამბერბეჩი, ლუკ ევანსი, მიკაელ პერსბრანდტი, სტივენ ფრაი, ლი პეისი და კონან სტივენსი. ფილმი კინოთეატრებში გამოვიდა 2013 წლის 15 დეკემბერს. რეჟისორი ისევ პიტერ ჯეკსონია.


imageimageimage








ჰობიტი: ხუთი არმიის ბრძოლა


ტრილოგია ამით სრულდება ჰობიტის ბოლო ნაწილი - ხუთი არმიის ბრძოლა საკმაოდ დრამატული დასასრულით გამოირჩევა. ბილბო ბეგინსი, თორინ მუხისფარი და ჯუჯები კვლავ მარტოსულ მთაში იმალებიან. ამ დროს დრაკონი სმაუგი მიემართება ტბისპირა ქალაქისკენ, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ მის სამფლობელოში შემოჭრილები სწორედ იქიდან მოვიდნენ. კილი ტაურიელს სიყავრულში გამოუტყდება. საურონი ჩნდება და ცდილობს გალადრიელის შეჩერებას, მაგრამ ჯადოსნობის გამოყენებით გალადრიელი ნაზგულებს ციხესიმაგრიდან განდევნის. იწყება 5 არმიის ბრძოლა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს შუახმელეთის ბედისწერა. ლეგოლასი და ტაურიელი ბოლგს ფარულად მიჰყვებიან და იხილავენ ორკთა დიდ ლაშქარს და ომისთვის მომზადებულ ასეულობით ღამურას. ბარდი ყველანაირად ცდილობს ჯუჯებთან ხელშეკრულებას, მაგრამ თორინი მტკიცე უარზე დგება, ამასობაში გამოჩნდება ჯუჯების არმიაც, რომლებსაც თავს დაესხმევიან ორკები, საბოლოოდ ჯუჯებს და ელფებს ერთ მხარეზე უწევთ ბრძოლა. თორინი აზოგს მოკლავს, მაგრამ სასიკვდილოდ დაიჭრება და ისიც მალევე დაიღუპება. ლეგოლასიც მამის სიკვდილს განიცდის და გაემგზავრება მის ერთგულ მეგობართან, რომელიც მისგან განსხვავებით ადამიანია, მას ჰქვია არაგორნი. აქედან იწყება ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიაც.


imageimageimageimageimage


ჰობიტის ბოლო ნაწილი გამოვიდა 2014 წლის 17 დეკემბერს. პიტერ ჯეკსონის გადაღებულ ფილმში მთავარ როლებს ასრულებდნენ მსახიობები: მარტინ ფრიმენი, იენ მაკ-კელენი, რიჩარდ არმიტიჯი, ბენედიქტ კამბერბეჩი, ორლანდო ბლუმი, ევანჯელინ ლილი, ლუკ ევანსი, ლი პეისი, გრემ მაკ-ტევიში, კენ სტოტი, ეიდენ ტერნერი, დინ ო გორმენი, ჯონ ბელი, რაიან კეიჯი, სტივენ ფრაი, ბილი კონოლი, მანუ ბენეტი, კრისტოფერ ლი, ჰუგო უივინგი, კეიტ ბლანშეტი, სტივენ ჰანტერი, უილიამ კირჩერი, ჯონ კელენი, ადამ ბრაუნი და ჯედ ბროფი.


imageimageimage










THE LORD OF THE RINGS & HOBBIT - ამ ფილმების საშუალებით ძალიან ბევრი

მსახიობი, მსოფლიოდ ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდა. ესენია:

ვიგო მორტენსენი, ლივ ტაილერი, ორლანდო ბლუმი, ელაიჯა ვუდი, იან მაკ-კელენი,

ლუკ ევანსი, კრისტოფერ ლი, კეიტ ბლანჩეტი, იან ჰოლმი, მარტინ გრიმენი და

რიჩარდ არტიმიჯი.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage










სულ ეს არის... რაც თქვენთვის მოვამზადე, ფილმებს მსოფლიო მასშტაბით ძალიან

ბევრი ფანატი ჰყავს, მათ შორის ვარ მეც. ეს ფილმები, განსაკუთრებით ბეჭდების

მბრძანებლის სამი ნაწილი, ჩემი ცხოვრების უსაყვარლესი ფილმია. ტოლკინის

კრებული, რომლითაც ლეგენდარული, მოგონილი შუახმელეთი მსოფლიომ

გაიცნო ნამდვილად ძალიან საინტერესო გამოდგა. თუ ვინმეს არ გაქვთ ეს ფილმები

ნანახი, მაშინ გირჩევთ აუცილებლად უყუროთ...


დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედია მოგეწონებათ... სტატია მოვამზადე

ექსკლუზიურად intermedia.ge -სთვის. მომზადებულია მთლიანად ჩემს მიერ.














სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი












8
712
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
712
  
2016, 22 თებერვალი, 13:54
მადლობა ლელაჩკაა
2016, 22 თებერვალი, 13:53
ნამდვილად, ვეთანხმები ყველას – ძალიან კარგი ნამუშევარია!!!
2016, 22 თებერვალი, 13:39
მადლობა სიხარულო
2016, 22 თებერვალი, 13:39
მშვენიერი ნამუშევარია :) ყოჩაღ
2016, 22 თებერვალი, 13:11
კი ზუსტად მასე... წლებიც მითითებული მაქვს
2016, 22 თებერვალი, 13:10
ყველა ნაწილი მაქვს ნანახი,აშკარად ბევრი გიშრომია.აი ჰობიტი არ მაქვს ნანახი,იმიტომ რომ ვერ გავიგე ,თანმიმდევრობა.ანუ როგორც გიწერია იმ მიყოლებით ვნახო?
2016, 22 თებერვალი, 13:03
მადლობა . ეს არის ჩემი შაბათი- კვირა :D
2016, 22 თებერვალი, 13:02
ბრავო, კარგი ნამუშევარია. გავაზიარე, ცხადია.
0 1 8