x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61778
  • ვიდეო:311299
  • სურათი:412197
მეტროში ქალის გადარჩენისთვის მოსკოვის მერმა ორი მამაკაცი დააჯილდოვა.

image


მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა მოსკოვის მეტროში ლიანდაგებში ჩავარდნილი ქალის გადარჩენისთვის ორი მამაკაცი დააჯილდოვა.


შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს, მოსკოვის მეტროს სადგურ "კრასნოსელსკი"–ს ბაქანზე ქალი გახდა ცუდად. გონება დაკარგა და გადავარდა ლიანდაგებში. მის საშველად მორიგე პოლიციელი არტიომ კოროლიუკი და ბაქანზე მყოფი მგზავრი, ყირგიზეთის მოქალაქე მარატ ისაევი გადახტნენ. ქალი დააწვინეს ლიანდაგების შუაში და მატარებლის მოახლოებამდე რამდენიმე წამში თვითონაც მოასწრეს დაწოლა. ვაგონებმა სამივეს გადაუარა. პოლიციელი და მისი დამხმარე მამაკაცი არ დაშავებულან. ქალმა დაცემისას მიიღო დაზიანებები და საავადმყოფოში გადაიყვანეს.


"მათ თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნეს ადამიანი. დიდ მადლობას ვუხდი მათ და გადავცემ მადლობის წერილებს."– თქვა მერმა.image



მოსკოვი. 20 თებერვალი.

0
99
11-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0