x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
III მსოფლიო,ანუ რელიგიური ომი

image||| მსოფლიო ომი კარსაა მომდგარი.დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენგანს ამ სიტყვების გაგონებაზე ტანში ჟრუანტელი გვივლის და ღრმა ფიქრებში მივყავართ, თუმცა მეგობრებო საუბედუროდ დღითი-დღე გვიახლოვდება და მწიფდება ეს ტრაგედია.
ჩვენს ირგვლივ ათასწლეულების განმავლობაში იყო სისხლისმღვრელი და სასტიკი ბრძოლები.მრავალი ომის ჩამოთვლა შეგვიძლია ჩვენ წელთ ახრიცხვამდეც და მერეც, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი დაწყების მიზეზი რამოდენიმე ეგოისტი მმართველი გახლდათ, რომლებსაც სწყუროდათ სხვისი მიწა-წყალი, სიმდიდრე ან სულაც პირადი მიზნებით მოქმედებდნენ.შეიძლება ითქვას, რომ 21 საუკუნეში განვითარების პიკს მივაღწიეთ ეკონომიკასა და ტექნიკაში.განვითარებული ქვეყნები მშვიდობას ქადაგებენ, თუმცა იარაღის წარმოებასა და განვითარებაში 10ჯერ მეტს ხარჯავენ, ვიდრე ჯანდაცვასა და განათლებაში.ნუთუ ეს ფაქტი უნებურადაა მიღებული და არავითარი ძრახვა ან მიზანი არ გააჩნია?!
დღეს-დღეისობით აღარავის შურს სხვისი მიწა, რადგან თუნდაც დუბაის და ლას-ვეგასის მაგალითმა გვაჩვენა როგორ შეიძლება ხრიოკი უდაბნო წალკოტად გადავაქციოთ ეკონომიკისა და სიმდიდრის ხარჯზე.ომში ჩართული ქვეყნები კი იმაზე ნაკლებად ვითარდებიან ვიდრე პირველყოფილები-ბობლის აღმოჩენამდე, ამიტომ მიწისთვის ომს აზრი ეკარგება და ყველაზე ეგოისტიც ხვდება, რომ ეს მის რეპუტაციას არათუ გაზრდის, არამედ სრული კრახისკენ წაიყვანს.
21 საუკუნეში არათუ ომის საბაბი, არამედ სასაცილოც კია დავა იმაზე ვისი საზღვარი სადაა და ყველა ერთხმად თანხმდება 'ჩვენი სამშობლო დედამიწაა', თუმცა ამ ყველაფრის ფონზე წინ გამოდის უფრო ძლიერი ძალა რელიგიის სახით.ყველა დამეთანხმება, რომ ადამიანი უსაზღვრო რწმენით ნიშნავს ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობით, რომელიც უკან დახევასა და აზრის შეცვლაზე არასდროს დათანხმდება.სწორედ ამ ფსიქოლოგიური მიზეზის გამო, რელიგია უძლიერეს იარაღად ითვლება და ||| მსოფლიო ომის დაწყების სავარაუდო და ლოგიკურ საძირკველს წარმოადგენს.
imageამ მოსაზრებას საკმაოდ ამყარებს დღევანდელი რეალობა, სადაც რამდენიმე მუსლიმანურმა სექტამ მსოფლიოს ომი გამოუცხადა, ISIS აფეთქებს უდანაშაულო ათასობით ადამიანს მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებულ რელიგიას აღიარებენ, იტაცებენ და თავებს აჭრიან.სულ უფრო და უფრო ძლიერდება მათი სექტა და მუსლიმის მიმდევართა რაოდენობაც საოცრად იზრდება.სულ რაღაც 30 წლის წინ მსოფლიო მაშტაბით მუსლიმთა რაოდენობა 750 მილიონს აღწევდა, თუმცა ახალი ჩატარებული კვლევით მათი რაოდენობა 1.5 მილიარდამდე გაიზარდა.რა თქმა უნდა, ISIS-ის ქმედებებს თავად მუსლიმანური ეკლესიაც ეწინააღმდეგება და მშვიდობას ქადაგებს, თუმცა მათ ეს ვერ შეაჩერებთ.


image
თუ გადავხედავთ ისტორიას, არაერთ მაგალითს ვნახავთ რელიგიური სხვადასხვაობისა და შეხედულებების გამო დაწყებულ ბრძოლას, რომელიც საბოლოოდ ყველასთვის წამგებიან და სისხლიან ლაქად დარჩა.პროსტესტანტებისა და კათოლიკების 30 წლიანი ომი-შეეწირა 8 000 000 ადამიანი.საფრანგეთის რელიგიური ომი - შეეწირა 4 000 000 ადამიანი.ასევე ყველასთვის კარგად ნაცნობი ჯვაროსნული ომები - დაიღუბა 3 000 000-ზე მეტი ადამიანი და სხვა ასეთი ომის ჩამოთვლაა შესაძლებელი.მოსახლოების ზრდასთან ერთად იზრდება ქრიტიანობის, ბუდიზმის, ისლამის, იუდაიზმისა და ა.შ. მიმდევართა რაოდენობა.ამასთან თვითოეული მათგანი აღიარებს თავისი რელიგიის ერთადერთობასა და სისწორეს რის შედაგადაც იწყება კამათი.რელიგიის შეურაცხოფასა და აბუჩად აგდებას კი მიმდევრები სასიკვდილო განაჩენით ასამართლებენ.
imageამ ყველაფრის ფონზე, რატომღაც არავინ უსვამს თავის თავს კითხვას "ნუთუ შეიძლება ღმერთის სახელით სხვისი მოკვლა ან თავის აფეთქება?!".გვავიწყდება, რომ არცერთი რელიგია არ ქადაგებს ძალადობასა და სისასტიკეს.როგორ შეიძლება ჯანსაღი აზროვნების ადამიანმა იფიქროს, რომ სამოთხეში მოხვდება თუ თავს აიფეთქებს უამრავ უდანაშაულო ადამიანთან ერთად? ნუ გადააქცევთ სარწმუნოების ქადაგებას იმ მარაზმში, როცა წვიმის ღმერთებს, მზის ღმერთებს და ათას სისულელეებს ახალდაბადებულ ბავშვებს სწირავდნენ!!!

2
267
9-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
267
  
2016, 21 თებერვალი, 14:51
მართალი ხარ მაგაზე არ მიმიქცევია ყურადღება,ალბათ იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არა რაიმე კონკრეტულ შენობას არამედ ზოგად მქადაგებლურ ინსტიტუტზე მინდოდა ხაზის გასმა.მადლობა რჩევისთვის
2016, 21 თებერვალი, 14:33
საინტერესო და რთული თემაა, რელიგია ხელშეუხებელია,ომიც კარზეა მომდგარი. ამ კარგ ნმაუშევარში პატარა ცვლილებას შევიტანდი, ეკლესია ქრისტიანებისაა, მუსლიმებისას მეჩეთი ჰქვია.;-)
0 1 2