x
როგორ ავიცილოთ თავიდან სტერეოტიპული აზროვნება
21 თებერვალი, 13:07

სტერეოტიპებს ხშირად მივყავართ არასწორ დასკვნამდე, რომლის გამოც ასევე შეიძლება უსაფუძვლო ქმედება ჩავიდინოთ. ეს არის გარკვეული ტიპის სქემები, განზოგადებული წარმოდგენები გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლებზე. ადამიანებს ხშირად გააჩნიათ სტერეოტიპული შეხედულება, რომელიც ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებელია.
ისინი აკეთებენ დასკვნებს და იქცევიან ამ წარმოდგენებიდან გამომდინარე ისე რომ ვერც
კი ამჩნებენ თუ რა განაპირობებს ამ დასკვნას/ქცევას. თუმცა ზოგს ეს გაცნობიერებული
აქვს და სწორედ სტერეოტიპული შეხედულებების არსებობის გაცნობიერებაა მთავარი ნაბიჯი მათი დაძლევისთვის.
სტერეოტიპებიადამიანები მიდრეკილები არიან სხვადასხვა სოციალური
ჯგუფის წევრები კატეგორიებად დაყონ, ვიანიდან ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ
გამარტივების საშუალებით, ინფორმაციის ადვილად აღქმისთვის საჭიროა ეს ინფორმაცია უკვე
არსებულ სქემაში მოვაქციოთ. ამისგამო კი ჩვენ აღარ აღვიქვამთ ყველაფერს თავიდან და ვეღარ ვამჩნევთ ახლის ძველისგან განსხვავებას. სწორედ ამის გამო, რომ ახალი ინფორმაციის
აღქმა ხდება არაობიექტური, სტერეოტიპები წარმოადგენენ უარყოფით მოვლენას და მათი არსებობის გაცნობიერების შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მათი დაძლევითვის.

არსებობს სხვადახხვა სახის სტერეოტიპები: ეთნიკური, რელიგიური, გენდერული და სხვა კლასობრივი ნიშნის. ეთნიკურია სტერეოტიპები, როდესაც ის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმოამდგენლის მიმართ წარმოიშვება. ასე მაგალითად ჩვენ
ვიცით თუ რა სტერეოტიპული წარმოდგენები აქვთ ქართველებს სომხების, ქურთების, იეზიტების და სხვათა მიმართ. გარადა ამისა ჩვენ ასევე გაგვაჩნია გარკვეული წარმოდგენები თვით ქართველების მიმართ(ყველა მეგრელი აფერისტია და ა.შ.). რელიგიური სტერეოტიპები სხვადასხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ გარკვეულ შეხედულებებს გულისხმობს. მაგალითად სშირია აზრი იმის შესახებ რომ მუსულმანი ხალხი გამოირჩევა აგრესიულობით. არანაკლებ ცნობილია გენდერული
სტერეოტიპებიც, რომელთა მიხედვით ქალი და კაცი რიგი თვისებებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ყველა ეს და სხვა სტერეოტიპები ეფუძნება გარკვეულ გამოცდილებას, თუმცა წარმოადგენს ახალი რეალობის ობიექტურად აღქმის შესაძლებლობის საფრთხეს. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ზუსტი შთაბეჭდილება მივიღოთ ინდივიდზე, ყურადღება მივაქციოთ მის უნიკალურ მახასიათებლებს.

დავამსხვრიოთ სტერეოტიპები

სტერეოტიპებთან ბროლისთვის უნდა შევეცადოთ არ ავყვეთ სხვის სტერეოტიპული წარმოდგენებს, რისთვისაც კარგი იქნება დიალოგში შესვლა, ერთობლივი
მსჯელობა, დისკუსია ამა თუ იმ საკითხზე. როდესაც სხვა თავის წარმოდგენებს გვახვევს ჯერ დავუსვათ კითვა საკუთარ თავს „ნუთუ მართალია ის“ და შემდეგ ვიმსკელოთ ამ თემაზე. მჯელობა შეიძლება ჩვენთვისაც მოვახდინოთ, თუმცა მსჯელობა სუბიექტთან თავის წარმოდგენებზე უფრო მარტივად მიგვიყვანს სწორ დასკვნამდე. სტერეოტიპული აზროვნებისას ადამიანები ხშირად ელემენტარულ კითხვებს ვერ სცემენ პასუხს, თუ რატომ გონიათ ისე როგორც გონიათ და სხვა. ამიტომ მათთან საუბარი ამ თემაზე ნამდვილად გასაგებს გახდის და თავს აგვარიდებს მათ სტერეოტიპებს, პირველ
რიგში ჩვენ და შესაძლოა მათაც დავეხმარებით მცდარი შეხედულების დამსხვრევაში.

შემდეგი სტერეოტიპების დაძლევის კარგი მეთოდია ამ წარმოდგენის ობიექტებთან ხშირი კონტაქტი. ადმიანები უმეტეს წილად თავის მსგავს ხალხთან კონტაქტობენ,
საკუთარი ჯგუფის წარმომადგენლებთან. ამ დროს შეგვექმნას რეალობას აცდენილი წარმოდგენები იმ ჯგუფზე რომელთანაც არ გვაქვს ხშირი ურთიერთობა, ან სულაც არ გვქონია შეხება ძალზე მარტივია. სწორედ ამიტომ საჭიროა მათთან კონტაქტის დამყარება, რეალური სურათის შესადგენად. თუმცა კონტაქტი უნდა იყოს სწორად დამყარებული, მეგობრული.

ასევე კარგი მეთოდი იქნება, თუ ჩვენ ჯერ არ ვიცით ჩვენს გონებაში არსებული სტერეოტიპების შესახებ, თუმცა ვეჭვობთ, ამოვწერთოთ ფურცელზე ჩვენი
შეფასებები კონკრეთულ საკითხზე/პიროვნებაზე და განვიხილოთ თითოეული, თუ რატომ ვაფასებთ ისე, როგორც ვაფასებთ. რის საფუძველზე ხდება ეს. ყველაფერი ზევით ჩამოთვლილი არის კარგი საშულება, როგორც უკვე არსებული სტერეოტიპების დამსხვრევისთვის, ისე ახალი სტერეოტიპების შეძენისგან თავის არიდებისთვის, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად მთავარია არ დავკარგოთ სურვილი დავინახოთ რაც შეიძლება ობიექტურად რეალობა და ავირჩიოთ აზროვნების უფრო რთული, არაკომფორტული გზა.

72
2-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ქეთევან ბაირამაშვილი
ქეთევან ბაირამაშვილი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
მავნე ჩვევებზე დამოკიდებულებამავნე ჩვევებზე დამოკიდებულება
ტერმინი დამოკიდებულება თავდაპირველად ვიწრო მნიშვნელობით გამოიყენებოდა მხოლოდ ნარკ...
მესამე რაიხის საიდუმლოებებიმესამე რაიხის საიდუმლოებები
მესამე რაიხის (გერ. Drittes Reich მესამე რაიხი, მესამე სახელმწიფო) გერმანიის არა...
კუნძულ როსის საშინელი ისტორიაკუნძულ როსის საშინელი ისტორია
ინდოეთის ოკეანეში, ანდამანის კუნძუ როსზე, II მსოფლიო ომის შემდეგ, არავინ ცხოვრ...
რა მოხდება თუ ადამიანი 7 დღეს გაატარებს დუმილშირა მოხდება თუ ადამიანი 7 დღეს გაატარებს დუმილში
დუმილის დროს ადამიანი მიაღწევს ცხვორების გაცნობიერების ახალ დონ...
ლიკურგის თასის საიდუმლო – ნანოტექნოლოგიები ძველ რომშილიკურგის თასის საიდუმლო – ნანოტექნოლოგიები ძველ რომში
ლიკურგის თასი, დრეკადმინიანი ქამელეონი ზოგიერთ, ძ...
მეცნიერების დასკვნა:  ყოველი მესამე ადამიანი შურიანიამეცნიერების დასკვნა: ყოველი მესამე ადამიანი შურიანია
სამეცნიერო ჟურნალმა Science Advances-მა გამოაქვეყნა ესპან...
კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დამბურძგლავი ექსპერიმენტები!კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დამბურძგლავი ექსპერიმენტები!
ოდითგანვე ადამიანები სხვადასხვა საშინელი ექსპერიმენტე...
5 უცნაური მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი ვერ გასცეს!5 უცნაური მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი ვერ გასცეს!
ძალიან ბევრი უცნაური ფაქტი თუ მოვლენა არსებობს, რო...