x
არ შემიყვარო
21 თებერვალი, 1:07

"ცოლი მყავს და მალე შვილიც მეყოლება, მაპატიე რომ ცხოვრება დაგინგრიე, მაპატიე თუ შეგიძლია"image

უკვე მერამდენედ აიარა ეს ქუჩა მერე რა რომ წვიმდა და უკვე შუა ღამე იყო?

წვიმს? იწვიმოს...მას ხომ ისედაც ცა ჩამოექცა თავზე....ტკივილისგან სუნთქვა უჭირდა..სიყვარული დაკარგა...თვალწინ დათასთან გატარებული ლამაზი დღეები უტრიალებდა...ახსენდებოდა მათი პირველი შეხვედრა, პირველი კოცნა, ახსენდებოდა მასთან გატარებული ყოველი ალერსიანი დღე და ღამე ...სძულდა დათა და უფრო მეტად საუკათი თავი...რატომ? რატომ მომექეცი ასე? უშენოდ როგორ ვიცხოვრო? მე ხომ სიგჟემდე მიყვარხარ, დაიღრიალა და იქვე დიმუხლააა...

უკვე ძალა აღარ შესწევდავდა გზა გაეგრძელებია აღარც სურვილი ქონდა...

-დახმარება ხომ არ გჭირდებათ?

-არამგონია თქვენ ჩემი დახმარება შეძლოთ...გოგონას არც აუხედავს უცნობისკენ....

-არ ღირს ტირილი, ჯობია ისე გაკეთო რომ მან იტიროს....

-რა იცი ჩემზე ჭკუას რომ მარიგებ?

-კარგით მაპატიეთ...მაგრამ ის ვიცი რომ ამ დროს ქუჩაში და თანაც ასეთ წვიმაში ყოფნა კარგი ნამდვილად არ არის...

-ამის მეტი აღარაფერი მომივა ირონიულად ჩაიცინა გოგონამ და წამოდგომა სცადა...ბიჭმაც ხელი შეაშველა...გოგონამ ბიჭს ცრემიანი თვალებით შეხედა შემდეგ თავი დახარა და ჩაიბუტბუტა

-არ შემეხოოო...ბიჭი გოგოს იმწამსვე დაემორჩილა ხელი გაუშვა და განზე გადგა..

-კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ ეხლა ჩემს ტაქსში ჩაჯდებით და სახლში მიხვალთ მე კი ახალს ვიპოვი...

გოგონას წინაღმდეგობა არ გაუწევია.ტაქსიში ჩაჯდა .... სანდრომაც მიაღწია როგორც იქნა სახლამდე სრულიად სველმა...შხაპი მიიღო და დასაძინებლად დაწვა მაგრამ უცნობ გოგონაზე ფიქრები არ ასვენებდნენ თვალწინ მისი ცრემლიანი და ტკივლიანი თვალები ედგა...სულ ბავშვი იყო, ნეტა რა მოხდა მის თავს? ალბათ რომელიმე ცხოველმა თავი შეეაყვარა გამოიყენა და მერე მიატოვა...იმედია კარგად იქნება...გაუძლებს....

იყო ტკივილიანი და ცრემლიანი დღეებიი, მაგრამ თეომ იპოვა ძალა გაეგრძელებია ცხოვრება სამშობლოში ოჯახი ელოდა რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვიის რომ მას კარგი განათლება მიეღო უცხოეთში...მას უბრალოდ არ ქონდა უფლება ფარხმალი დაეყარა...


ამ ამბის შემდეგ შვიდი წელი გავიდა...თეომ წარჩინებით დაამთავრა სწავლა და სამშობლოშიც დაბუნდა...

თეომ მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად სამუშაოდ ერთ ერთი არასამთავრობო ოგანიზაცია აირჩია და ბათუმშიც გადავიდა მარტო საცხოვრებლად...

თეომ მიაღწია მიზანს მაგრამ მან ვერ შეძლო წარსულის დავიწყება...ვერ აპატია ვერც თავს და ვერც დათას...სიყვარულს სამუდამოდ გადაუკეტა გულისკარები.. თვლიდა რომ ბედნიერებას არ იმსახურებდა...გარეგნულად ლამაზი და წარმატებული გოგონა უყვარდა უამრავს მაგრამ თავად არ თვლიდა რომ სიყვარულს იმსახურებდაა..

ერთ დღესაც თეომ როგორც ყოველთვის საყვარელ კაფეში შეირბინა რათა მეგობრებისთვის ყავა აეღო და სამსახურში გაქცეუიყო..ყავა აიღო და კარისკენ გაეშურა სწორედ ამ დროს ვიღაცას დაეტაკა და წამში ორივენი ყავით გაიწუწეს..

-ვაი, მაპატიეთ...შეყვირა თეომ...

-გაპატიოთ? მადლობაც ხომ არ გითხრათ ცხელი ყავა რომ არ გადამასხით?...

-შემთხვევით მომივიდა...

-დიდი შეღავათია...

- როგორ დაგეხმაროთ?

-უკვე საკმაოდ დამეხმარეთ...იქნებ გზიდან ჩამომეხსნათ აბაზანას ვიპოვი სადმე...

-მე დახმარება მინდოდა ჯანდაბამდეც გზა გქონია.უზრდელი, უხეში...

თეო გიჟივით გამოვარდა გარეთ მანქანაში ჩაჯდა და სამსახურში მისვლამდე ილანძრებდა...

ის ბიჭი სანდრო იყო...ისინი შვიდი წლის შემდეგ შეხვდენ ერთმანეთს თუმცა ამის შესახებ ვერცერთი ვერ მიხვდა რათქმაუნდა...

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა ი ქ ნ ე ბ ა . . .

სიყვარულით: ინტერ გოგონა


218
7-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
არ შემიყვარო 2არ შემიყვარო 2
თეოს დილის გაბრაზება დღის ბოლომდე გაყვა სამსახურიდან დროზე ადრე წავიდა მაგრამ ვერც სახლში მოისვე...
ვინ არის  ქართველი გოგონების ახალი გულთამპყრობელი?ვინ არის ქართველი გოგონების ახალი გულთამპყრობელი?
სტანისლავ ბონდარენკო ქართველმა მაყურებელმა სერიალიდან "დამიბ...
როგორ დავტოვოთ კარგი შთაბეჭდილებაროგორ დავტოვოთ კარგი შთაბეჭდილება
ადამიანი სოციალური არსებაა, აქედან გამომდინარე მისი ბუნებრივი მდგომარეობაა მ...
ამ წელს მოსალოდნელი ვარსკვლავური ქორწილებიამ წელს მოსალოდნელი ვარსკვლავური ქორწილები
ქორწინება, პირდაპირი მნიშვნელობით, ხომ ორი სხვადასხვა ადამიანის ურ...
აზერბაიჯანელი მილიარდელის საქციელმა მთელი თურქეთი აალაპარაკააზერბაიჯანელი მილიარდელის საქციელმა მთელი თურქეთი აალაპარაკა
როგორც BAKU.WS-იუწყება , აზერბაიჯანელი მილიარდელი ...
არ შემიყვარო 5არ შემიყვარო 5
იმ საღამომ ყველაფერი შეცვალა... ორივე მათგანი მიხვდა რომ მათი ვითომ მეგობრობის გაგრძელება აღარ შ...
არ შემიყვარო  7არ შემიყვარო 7
უკვე ორი დღე გავიდა რაც სანდრო და თეო ანტალიაში ჩამოვიდნენ სანდრო როგორც კი საქმეებს მორჩება სა...