x
სოციალური კონტრაქტი-ურთიერთობა სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის.
21 თებერვალი, 0:04

სოციალური კონტრაქტისახელმწიფოს წარმოშობის თეორიები


ნებისმიერი საგნის ან მოვლენის ანალიზისას, პირველ რიგში,
საჭიროა დავადგინოთ მისი წარმოშობა.სახელმწიფოს
წარმოშობის შესწავლას აქვს არა მარტო შემეცნებითი და
აკადემიური, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობაც. ამგვარი
ანალიზი საშუალებას იძლევა ღრმად ჩავწვდეთ ამ ინსტიტუტის
სოციალურ ხასიათს და მისი ფუნქციონირების მრავალფეროვან

მექანიზმებს.

საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა სახელმწიფოს წარმოშობის სხვადსხვა თეორიები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში არა მარტო ამ თეორიათა შემქნელების, არამედ იმდროინდელი პოლიტიკური ელიტის და ინტელექტუალური საზოგადოების გამწყობას გამოხატავდა.

სახელმწიფოს წარმოშობის თეორიები მოკლედ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ:

1) თეოლოგიური თეორია;

2)პატრიარქალური თეორია;

3)საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია;

4)ორგანული თეორია;

5)ფსიქოლოგიური თეორია;

6)ძალადობის თეორია.


ჩვენ, ამჟერად, განვიხილავთ სახელმწიფოს ჩამოყალიბების, საზოგადოებრივი
კონტრაქტის, თეორიას, რომელიც კავშირშია მოქალაქეების პოლიტიკურ ვალდებულებასთან და პირდაპირ უსვამს ხაზს, მათ ჩართულობას, თუ პასიურობას სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვის პროცესში.


რა არის სოციალური კონტრაქტი?


სოციალური კონტრაქტი აღნიშნავს თეორიათა ჯგუფს, რომლებიც ცდილობენ ახსნან, თუ რატომ აყალიბებენ და იცავენ ადამიანები სახელმწიფოებსა და საზოგადოებრივ წესრიგს. სოციალური კონტრაქტის იდეა გულისხმობს იმას, რომ ადამიანები ნებაყოფლობით ამბობენ უარს გარკვეული უფლებებისა და ძალაუფლებების გამოყენებაზე და მათ სახელმწიფოს გადასცემენ, სანაცვლოდ კი, კანონის ძალით, უსაფრთხოებასა და წესრიგს იღებენ.

სოციალური კონტრაქტის თეორია წარმოადგნეს ქვაკუთხედს იმ იდეისა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების ნებისმიერი სახე ხალხისგან უნდა მოდიოდეს. სოციალური კონტრაქტის იდეის მიხედვით სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩამოყალიბების ამხსნელ ყველა თეორიაში საწყისი წერტილი არის ადამიანთა მდგომარეობა იმ პერიოდში, რომლის დროსაც არ არსებობს რაიმე სახის საზოგადოებრივი წესრიგი, ამ მდგომარეობას „ბუნებით მდგომარეობასაც“ უწოდებენ. ამ მდგომარეობაში ინდივიდის ქმედებები მხოლოდ მისი ძალის ზომითა და სინდისითაა შეზღუდული. ამ საერთო საწყისი წერტილიდან მოყოლებული, სოციალური კონტრაქტის თეორიის მომხრეები სხვადასხვა გზებით ცდილობენ ახსნან თუ რატომაა ერთი ინდივიდის ინტერესებში უარი თქვას სრულ თავისუფლებაზე და სანაცვლოდ პოლიტიკური წესრიგისგან სარგებელი მიიღოს.
ტომას ჰობზი (1651),
ჯონ ლოკი(1689)

ჟან-ჟაკ რუსო (1762) კონტრაქტარიანიზმის ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსები არიან. სართო საწყისი წერტილის მიუხედავად, ისინი საკმაოდ განსხვავებულ დასკვნებამდე მივიდნენ. ჰობზი ძლიერი და ავტორიტარული მონარქიის მხარდამჭერი იყო, ლოკი მხარს ლიბერალურ მონარქიას უჭერდა, ხოლო რუსო - ლიბერალურ რესპუბლიკას. მათი შრომები კონსტიტუციური მონარქიის, ლიბერალური დემოკრატიისა და რესპუბლიკანიზმის საძირკველს წარმოადგენენ.


რა კავშირი აქვს საზოგადოებრივ კონტრაქტს პოლიტიკურ ვალდებულებასთან?


რატომ იცავენ ადამიანები სახელმწიფოებს?
რატომ უნდა დაიცვას ხალხმა საზოგადოებრივი წესრიგი?
ეს ის კითხვებია, რომლებიც თავისთავად პასუხს სცემენ კითხვას, თუ რა კავშირში
არიან სახელმწიფოს შიგნით არსებული ინდივიდები შიდაწყობასთან.
სოციალური კონტრაქტის თეორიის თანახმად, ადამიანები ნებაყოფლობით ამბობენ სხვადასხვა მართვის ბერკეტებზე უარს, რადგან სახელმწიფოს გადასცენ ეს უკანასკნელი და სწორედ სახემწიფომ უზრუნველყოს სხვადასხვა, როგორც ბიუროკრატიული, ასევე სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები.
ვართ თუ არა ვალდებულები ასე მოვიქცეთ?
სოციალური კონტრაქტის თეორიის დასაბამიც სწორედ ესაა. თუ შენ რაღაცაზე იტყვი უარს და სუვერენს გადააბარებ, როგორც ამას ჰობსი იტყოდა, ხარ თუ არა შენ ვალდებული ჩაერიო გადაწყვეტილების მიღების პროცესში?
შეიძლება თუ არა კონცეპტუალური მიდგომა ამ საკითხთან იმგვარად, რომ თუ შენ სოციალურ კონტრაქტს გააფორმებ სახელმწიფოსთან და კვლავ გადაწყვეტ სახელმწიფო მართვაში მონაწილეობას, მაშინ შენ, როგორც კონტრაქტის მეორე მხარე, არღვევ მას.
ამგვარი დილემა ბევრია ამ თეორიაში და სხვადასხვა ავტორის კრიტიკით შევეცდები დავადასტურო, რამდენად კავშირშია ერთმანეთთან ვალდებულება და კონტრაქტი.


ჰობსის სოციალური კონტრაქტი


ჰობსის ბუნებრივ მდგომარეობაში ყველას აქვს ყველაფრის უფლება. ადამიანის ბუნების მანკიერებებს ჰობსი განსაზღვრავს შემდეგნაირად: მეტოქეობა, რომელიც აიძულებს ადამიანებს ნადავლის ჩაგდების მიზნით ერთმანეთს დაესხნენ თავს, უნდობლობა უსაფრთხოების მიზნით და დიდების მოპოვების სურვილი. სიცოცხლის ხელყოფა ჰობსთან შეიძლება, რადგან კანონები არ არსებობს, მაშინ
როცა ლოკისთვის კანონები არსებობს, ე.წ დაუწერელი, შინაგანი კანონები, რაც შეიძლება მორალთან და გონიერებასთან გავაიგივოთ, რომ ადამიანმა არ უნდა შელახოს სხვისი სიცოცხლის უფლება და ასევე მოვალეა, თუ დაინახავს რომ ერთი ადამიანის საფრთხის ქვეშ აგდებს სხვის სიცოცხლეს ასეთი ადამიანი ალაგმოს, იმიტომ რომ მან არამარტო საკუთარი სიცოცხლე უნდა დაიცვას არამედ სხვა ადამიანებისაც.
ჰობსი იყენებს ტერმინ „სამოქალაქო მდგომარეობას“ რომელიც არ არსებობს ბუნებრივ მდგომარეობაში. ბუნებრივი მდგომარეობა მისი აზრით არის ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ. არსებობს შიში, რომლის გამოც უჩნდება ადამიანს სახელმწიფოს ანუ უსაფრთხო გარემოს შექმნის სურვილი. უნდა წარმოიქმნას სახელმწიფო, რომლის მთავარი მიზანი სწორედ უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ჰობსისგან განსხვავებით
ბუნებრივ და საომარ მდგომარეობას ლოკი არ ათანაბრებს, მისი აზრით ბუნებრივი მდგომარეობა გონიერების საფუძველზე არსებული თანაცხოვრებაა, ომი მხოლოდ ძალის გამოყენებაზე განაცხადია, რაც სცდება გონიერების საზღვრებს. იმისთვის რომ ეს იქნას თავიდან აცილებული საჭიროა საზოგადოების შექმნა. ხელისუფლება წყვეტს დავას, რომელიც გამორიცხავს ომს.


ლოკის სოციალური კონტრაქტი


ლოკის მიხედვით, ომი იწყება იმ შემთხვევაში, როცა ერთი ადამიანი მეორის მთლიანად დამორჩლებას შეეცდება, ამ დროს მტრის წინააღმდეგ ბრძოლა სამართლიანია, რადგან ერთ ადამიანს უწევს საკუთარი სიცოცხლის დაცვა. მტრობას ადამიანთა შორის წარმოქმნის ბუნებრივი კანონის – გონების უარყოფა, გონებაა ის ბუნებრივად განსაზღვრული კანონი, რომლის მიხედვითაც ადამიანმა, რომელიც თავისუფალია, არ უნდა მიაყენოს სხვის თავისუფლებას, სიცოცხლეს ზიანი. ამ
კანონის უარყოფა, წარმოქმნის სურვილს ძალის გამოყენებისა რასაც მივყავართ ომამდე.
ლოკთან „პოლიტიკური საზოგადოება“ წარმოიქმნება მაშინ, როცა მის წევრებს ექნებათ საკუთარი ქონების დაცვის და სხვების მიერ ამ უფლების დარღვევის შემთხვევაში დასჯის უფლება. სწორედ ამიტომ სახელმწიფოს უმთავრესი მოვალეობა საკუთრების დაცვაა, რადგან ბუნებრივ მდგომარეობაში არ არის დადგენილი კანონი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა სადაო საკითხების განსჯა და სამართლიანი განაჩენის
გამოტანა. ლოკი უფრო ოპტიმისტურად უდგება საკითხს და მიიჩნევს, რომ ადამიანს არა შიში არამედ სიცოცხლის გახანგრძლივების ან შენარჩუნების სურვილი აქვს. „ლევიათანში“ კერძო საკუთრება მოხსენიებულია, მაგრამ არა როგორც მთავარი უფლება. მსგავსი საზოგადოება კი იარსებებს მხოლოდ მაშინ, როცა თითოეული ადამიანი უარს იტყვის საკუთარ, ბუნებისგან მინიჭებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და ამ უფლებას გადასცემს საზოგადოებას. ამით წარმოიქმნება სახელმწიფოც.


სად არის ჩვენი პოლიტიკური ვალდებულება?


საერთო ხელისფულების დამყარებისთვის საჭიროა ადამიანებმა თავიანთ წარმომადგენლად დანიშნონ ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი. ერთ პიროვნებაში
გაერთიანებულ მრავალ ადამიანს ის უწოდებს სახელმწიფოს, უძლეველ ლევიათანს, რომელსაც ადამიანები უნდა უმადლოდნენ მშვიდ ცხოვრებას და მფარველობას. სუვერენის ხელისფლება უზენაესია, მისი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, ძალაუფლება მის ხელშია. სახელმწიფოც ჰობსთან წარმოიქმნება სწორედ ადამიანთა ნებაყოფლობითი შეთანხმებით, ისევე როგორც ლოკთან.თუმცა, ჰობსი არ უარყოფს მოპოვების გზით, ანუ ძალის გამოყენებით შექმნილ სახელმწიფოს არსებობასაც.

ამ შემთავევაში, ვიყენებთ სომონსის პოლიტიკური ვალდებულების თეორიას.
A ვალდებულია გააკეთოს B ან A-ს აქვს მოვალეობა გააკეთოს B.
მოცემული ფორმულა მიესადაგება კონტრაქტიანიზმს შემდეგი ასპექტებით.
1) ვალდებულება-თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიებში ტარდება არჩევნები, სადაც საზოგადოება ირჩევს ხელისუფალს და მას ავალებს სხვადასხვა სახელმწიფოებრივი საქმიანობის განხორციელებას. ეს მაგალითი, თავისთავად, მოიცავს სოციალური კონტრაქტის ცნებას, მაშინ როდესაც ხმის მიცემის შემდეგ მოქალაქეებს გააჩნიათ prima facie

(ასე ვთქვათ, მორალური)ვალდებულება დაემორჩილონ ძველი, ან ახალი სუვერენის მიერ
შემოტანილ და დამკვიდრებულ კანონს.
2) პოზიციური მოვალეობა- თუ ჩემი მოვალეობაა არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ ვეღარ ჩავთვლით, რომ კონტრაქტიანიზმი მოცემულ მომენტში თავისთავად მისაღებია, მაგრამ თუ, ამ შემთხვევაში, ხმის მიცემა ყველა მოქალაქის მოვალეობაა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ისინი შეთანხმდნენ არა აპრიორი სუვერენს გადასცენ ძალაუფლება, არამედ შეთანხმდნენ, რომ ჰქონდეთ არჩევნების ჩატარების ბერკეტი
და ამით იყენებენ ისინი სოციალური ძალაუფებას. ანუ, მეორე შემთხვევაში, საზოგადოების წევრები კონტრაქტს აფორმებენ არა სახელმწიფო მოხელესთან, არამედ ერთმანეთთან, რადგან შეჯერდნენ, ჰქონდეთ არჩევნების
ჩატარების უფლება და შემდეგ ამ არჩევნებმა გადაწყვიტოს ბიუროკრატის ყოფნა/არ ყოფნა.
ეს მონაწილეობისა და სოციალური პასუხისმგებლობის არაპირდაპირ მეთოდს ჰგავს და უფრო გამართლებულია დემოკრატიული წყობის ქვეყნებში. ავტოკრატიებს უფრო “ოლიგარქიის რკინის კანონი’’ მსჭვალავს, სადაც ადრე თუ გვიან ხალხის მიერ პირდაპირ არჩეული და შეთანხმებული პოლიტიკური “ელიტა’’ წარმართავს სახელმწიფო პროცესებს.
საბოლოოდ, სად არიან ადამიანები ვალდებულნი სახელმწიფოს
წინაშე? ისინი ვალდებულნი არიან მმართველის ან მმართველთა ჯგუფის წინაშე, რომელიც, მათ განაგებს და განუსაზღვრავს ცხოვრების ლიმიტებს.

კრიტიკა


ჰობსისა და ლოკის მოსაზრებები საზოგადოებრივი კონტრაქტის თეორიების შესახებ, არათუ საინტერესოა, არამედ კარდინალურად ატრიელებს სახელმწიფო მმართველობის ტიპს და მის განმსაზღვრელ ასპექტებს.
მათში გამოყენებული 2 ტერმინი, სადაო საკითხად იქცა რამოდენიმე თანამედრვე ფილოსოფოსის ნაშრომებში.მათგან ერთ-ერთია ჰამპტონი.
ეს ტერმინები კი, გახლავთ:

ჰობსის-
Alienation (საზოგადოება პირდაპირ უკაშირდება სუვერენს, შენ ხდები შენი უფლებებისგან გაუცხოვებული)ლოკის-
Agency Social Contract Theories ( საზოგადეობა+საზოგადოება-სუვერენს შეთანხმებულად ვაძლევთ ძალაუფლებას და როდესაც აღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ისევ ვართმევთ.
ჰამპტონი გვეუბენა, რომ ეს ორი ცნება, ამ ორი ავტორის განმასხვავებელი პრონციპი ვერ იქნება, რადგან ლოკის Agency -ში თავისუფლად შეიძლება იყოს
გაუცხოება საზოგადოების მიმართ.

ასე, და ამგვარად, გარდა იმ გამასხვავებელი ფაქტორებისა და კრიტიკისა, რაც ზემოთ ჰობსის და ლოკის სოციალური კონტრაქტის განხილვის დროს მოვიყვანე. ჰამპტონსაც აქვს მოცემული თემის საკრიტიკებელი ბერკეტი.


კონტრაქტიანიზმის მომავალი


გარდა კრიტიკისა, რომელიც მუდამ თან სდევს საზოგადოებრივი კონტრაქტის თეორიას, ჩვენ ვხვდებით პრაგმატულ სტილს
კონტრაქტიანიზმის პრობლემის გადაწყვეტისას, რომელიც სულ ახალ ხედვებს ამკვიდრებს და გვესაურება, პოლიტიკური ვალდებულების და კონტრაქტის გაერთიანების შესაძლებლობებზე. როგორ ხდება ეს?
თანამედროვე კონტრაქტის თეორია მიმოიხილა ფილოსოფოსმა მარგარეტ ჟილბერტმაც იგი გვისახავს თემის განხივლის რამოდენიმე ასპექტს:

-აქტუალური კონტრაქტის თეორიის სტანდარტული მიზნები;

-Objection to act- ანუ, ისინი, ვინც თვლიან, რომ აქვთ პოლიტიკური ვალდებულება.


ვალდებულებები შეიძლება დაკავშირებული იყოს, მაგალითად ტელევიზორის ყიდვასთან, საშემოსავლო გადასახადებთან, სამხედრო სამსახურთან ა.შ ( ამ შემთხვევაში, ნაგულისხმევია სავალდებულო სამხედრო სამსახური).
ამ ყველაფერს აქვს თავისი განმარტება, მაგრამ არსებობს სხვადასხვაგვარი გაგების შესაძლებლობა.
კერძოდ, როგორი ინტერპრეტაცია შეიძლება მოჰყვეს იმას, რომ შენ გაქვს პოლიტიკური ვალდებულება? ანუ, რა შემიძლია მე გავაკეთო კონტრაქტის გაფორმების გარდა.
ჟილბერტი სამოქალაქო მონაწილეობის და მართვის სხვადასხვა ტიპებს გვთავაზობს:

1) ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო, საზოგადოებრივი ორგანიზაციები;

2)შევმნათ იდეალურ ტიპები;

3)შევქმნათ არაფორმალური ორგანიზაციები.


ეს ყველაფერი, შემდგომში, ჩვენს პოლიტიკაში მონაწილეობას და ჩართულობას ერთმნიშვნელოვნად გაზრდის.შეიძლება თუ არა, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს ჰქონდეს განსაკუთრებული პოლიტიკური ვადებულება, რომ მხარი დაუჭიროს

მის ქვეყანაში პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერებაზე და ეს ქვეყანა ამით გააძლიეროს?
სწორედ ამაში იმალება ჟილბერტის თანამედროვე კონტრაქრტის თეორიის სიმართლე.
მოკლედ რომ ვთქვათ, ჟილბერტი მტკიცებითად ამახვილებს ყურადღებას ქვეყნის პოლიტიკურ საზოგადოებაზე და მათ მოვალეობა/ვალდებულებებზე. მისი აზრით, კონტრაქტი სწორედ ამ საზოგადოების და მათ შემედგენელ ნაწილებთან ფორმდება, რაც ქმნის სოციალურ ჯგუფს.
ვალდებულებები, ამ ხედვით, არ არის მორალური მოთხოვნა და ამ პრინციპებზე დაფუძნებული რეალობა.
პოლიტიკური მორალი გამოწვეულია სახელმწიფო მართვაში ჩართვით, რასაც უზრუნველყოფს joint-committee (შეკრული საზოგადოება).

საბოლოოდ, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ვხვდებით, რომ სოციალური კონტრაქტის თეორია სახელმწიფო წარმოშობის თეორიებიდან ერთ-ერთი ძირეული და ფუნდამენტურია, მაგრამ არა ერთადერთი და მართვისთვის განუმეორებელი.
იგი მხოლოდ ზოგ და გარკვეულ შემთხვევაში ესადაგება მმართველობის სხვადასხვა ფორმას და ამართლებს მას.






































33
შეფასება არ არის
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ოდოშაშვილი გიორგი
ოდოშაშვილი გიორგი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
რამდენი მონარქიაა მსოფლიოში?რამდენი მონარქიაა მსოფლიოში?
მონარქია, როგორც მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც მთელი სახლმწიფო ძალაუფლება, ...
კონსტანტინეპოლის დაცემაკონსტანტინეპოლის დაცემა
კონსტანტინეპოლი მე-15 ს-ის შუა ხანებისთვის უკვე დიდი ხნის დასუსტებული იყო. ქვეყანაში იყ...
სასწრაფოდ: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში ( ვიდეო )სასწრაფოდ: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში ( ვიდეო )
თურქეთის დედაქალაქში დაძაბულობაა. გავრცელებული ...
14 ფაქტი ადოლფ ჰიტლერის შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ!14 ფაქტი ადოლფ ჰიტლერის შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ!
ვინ იყო ადოლფ ჰიტლერი? ამ საიტზე ეს ყველამ კა...
როგორ გამოიყურებოდნენ მსოფლიო ლიდერები ახალგაზრდობაში?როგორ გამოიყურებოდნენ მსოფლიო ლიდერები ახალგაზრდობაში?
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიო ლიდერების ახალგაზრდობას...
მერკელი მცხეთის დროებით იზოლატორში იჯდამერკელი მცხეთის დროებით იზოლატორში იჯდა
ამბობენ, მერკელი ვერ იტანს ქართველებს, ვერ იტანს ქართველებსო. ვერ იტა...
პუტინი თურქეთს სირიაში "დიდ სტალინგრადის" მოწყობით დაემუქრა!პუტინი თურქეთს სირიაში "დიდ სტალინგრადის" მოწყობით დაემუქრა!
დღეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმის პუტინის და თუ...
15 საიდუმლო აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტებზე, რაც თქვენ არ იცოდით15 საიდუმლო აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტებზე, რაც თქვენ არ იცოდით
მალე აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები იქნება და საინტერ...
სტალინის ცბიერებასტალინის ცბიერება
იოსებ ჯუღაშვილი(სტალინი) ბესარიონის ძე 1878-1953 1942 წელს მსო...