x
სოციალური ინტერესი
20 თებერვალი, 23:59

ნათია კიკვაძე

20.02.2016 წელი


image













ბავშვის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებაში, მის ჯანსაღად ფუნქციონირებაში არსებით როლს ასრულებს მჭიდრო ემოციური ურთიერთობების დამყარება განვითარების ადრეულ ეტაპზე. დედასთან თუ სხვა მეურვესთან მიჯაჭვულობის ხარისხი განსაზღვავს ინდივიდის სხვებთან ურთიერთქმედების ხასიათს, გარშემომყოფებთან კონტაქტის სპეციფიკასა და სოციუმის წევრებთან გახსნილობას. სწორედ სოციალურ კავშირებსა და ადრეული გამოცდილების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას თეორეტიკოსი ალფრედ ადლერი თავის კონცეფციაში.
imageადლერი დარწმუნებული იყო, რომ სხვებთან შეწყობა, შეგუება არის არის ერთ-ერთი პირველი ამოცანა, საკითხი, რომელსაც ვეჯახებით ცხოვრებაში. სოციალური კონტაქტების რეგულირების შემდგომი ხასიათი, რომელიც ჩვენი ცხოვრების სტილის
ნაწილია, გავლენას ახდენს ყველა ცხოვრებისეული პრობლემისადმი ჩვენს პიროვნულ მიდგომაზე. თეორეტიკოსს შემოაქვს სოციალური ინტერესის ცნება, რაც გულისხმობს ინდივიდის თანდაყოლილ სწრაფვას, პოტენციალს, ითანამშრომლოს სხვებთან პერსონალური და საზოგადოებრივი მიზნების მისაღწევად. ეს ტერმინი მომდინარეობს გერმანული სიტყვიდან Gemeinschaftsgefuhl, რაც ითარგმნება, როგორც „საზოგადოებრივი მგრძნობელობა, გრძნობები“.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე სოციალური გავლენები უფრო ძლიერია, ვიდრე
ბიოლოგიური ძალების, ადლერის ხედვით, სოციალური ინტერესის პოტენციალი თანდაყოლილია. თეორეტიკოსის მიდგომაში ბიოლოგიური ელემენტი დომინირებს. თუმცა ის, თუ რა ხარისხით რეალიზდება სოციალური ინტერესის ჩვენი მიდრეკილება,
დამოკიდებულია ჩვენს ადრეულ სოციალურ გამოცდილებაზე.

არავის შეუძლია, განერიდოს გარშემომყოფებსა და მათდამი ვალდებულებებს. ადამიანები გარკვეულ ოჯახებში, თემსა თუ ერში იბადებიან. ეს ერთობები აუცილებელია ინდივიდის დაცვისა და გადარჩენისათვის. თუმცა პიროვნებას სჭირდება, ითანამშრომლოს გარემოსთან საკუთარი სოციალური ინტერესის გამოსახატავად. ინდივიდი აქტიურად უნდა ცდილობდეს სოციუმთან შეწყობას, მასთან სიახლოვეს პირადი და სოციალური მიზნების მისაღწევად.

„მეზობლობა“, ახლობლობა ესაა სიტუაცია, რომელიც მოითხოვს კოოპერაციას, თავდაპირველად დედასთან თუ სხვა ახლო მეურვესთან, შემდეგში ოჯახის სხვა წევრებთან და ყოველდღიურ შემხვედრ თუ სასკოლო გარემოსთან. ადლერი განსაკუთრებით აქცენტირდებოდა დედის როლზე, მასთან ხომ პირველად შედის ბავშვი
კონტაქტში. ბავშვთან თავისი ქცევის სპეციფიკით დედას შეუძლია გააძლიეროს სოციალური ინტერესი ან პირიქით, მისი განვითარება საგულისხმოდ შეაფერხოს.

imageთეორეტიკოსი დედის ადრეულ აღზრდით მიდგომას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევდა ბავშვის როგორც სოციალური ინტერესის, ისე მისი პიროვნების სხვა ასპექტების სრულყოფილად განსავითარებლად. ის წერდა:
„ეს კონტაქტი (დედასა და შვილს შორის) ისეთი ინტიმურია და სიღრმისეული, მკვეთრი შედეგების მომტანი, რომ ჩვენ გვიან წლებში ვერ შევძლებთ, მივუთითოთ რაიმე მახასიათებელზე, პიროვნულ შტრიხზე, როგორც მემკვიდრეობით განპირობებულზე. ყოველი მიდრეკილება, რომელიც შესაძლოა გენეტიკური იყოს, შეიძლება ადაპტირდეს, გავარჯიშდეს, დაიხვეწოს და ხელახლა მოდიფიცირდეს დედის ჩარევით. სწორედ დედის ეს უნარიანიობა თუ ამ უნარის ნაკლებობა ახდენს გადამწყვეტ გავლენას ჩვილის შესაძლებლობებზე“(Adler quoted in Grey, 1998, p. 71).image


დედას შეუძლია, ბავშვს ასწავლოს თანამშრომლობა, ამხანაგური ურთიერთობები და სიმამაცე, სითამამე. მაგრამ ბავშვი ემოციურ სიახლოვეს, ნდობას უნდა გრძნობდეს სხვებთან, რათა ცხოვრებისეულ გამოწვევებს გაბედულად გაუმკლავდეს. ბავშვები (მოგვიანებით მოზარდები), რომლებიც სხვებს ქედმაღლურად უყურებენ, მტრული განწყობითა და ეჭვის თვალით, მსგავს დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ცხოვრებისადმიც. ის, ვისაც არ აქვს სოციალური ინტერესი, შეიძლება გახდეს

ნევროტული ან კრიმინალი. ადლერი აღნიშნავს, რომ ბოროტება ომებიდან დაწყებული და რასობრივი სიძულვილითა თუ მარგინალობით დამთავრებული, მომდინარეობს სწორედ სოციალური, საზოგადოებრივი გრძნობების ნაკლებობიდან.imageimage












თავისი კარიერის დასაწყისში ადლერი ფიქრობდა, რომ ადამიანების წარმმართველია ძალაუფლებისკენ სწრაფვა და დომინირების მოთხოვნილება. შემდგომში, მივიდა დასკვნამდე, რომ ინდივიდების მთავარი მამოტივირებელია სოციალური ინტერესი. ვიდრე ძალაუფლებისა და დომინანტობის მიდრეკილება. აღსანიშნია, რომ ადლერის თეორიული შრომები მნიშვნელოვანწილად მის პირად გამოცდილებას ასახავდა.


გამოყენებული ლიტერატურა:

Duane P.Schultz, Sydney Ellen Schultz.Theories Of Personality.EighthEdition.
ლორა ბერკი. „ბავშვის განვითარება“. მე-7 გამოცემა

20
1-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ნათია კიკვაძე
ნათია კიკვაძე
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ისტორიული პერსონაჟები, რომელთა რეალური სახე აქამდე არ გინახავთისტორიული პერსონაჟები, რომელთა რეალური სახე აქამდე არ გინახავთ
სახის ძვლისა და თავის ქალის რეკონსტრუქციის შედეგ...
ნუთუ მომავლის ადამიანები ასეთი მახინჯები იქნებიან?ნუთუ მომავლის ადამიანები ასეთი მახინჯები იქნებიან?
თანამედროვე ავტომობილები დაპროექტებულია ისეთნაირად, რომ მაქ...
უცხოპლანეტელების არსებობის ფაქტი დამტკიცებულიაუცხოპლანეტელების არსებობის ფაქტი დამტკიცებულია
მექსიკაში გამოაქვეყნეს 80 წლის წინ აღმოჩენილი არტიფაქტის ფოტოსურ...
მეცნიერების მიერ შექმნილი "მონსტრი კაცი" გრაჰმი. + 4 ფოტო 1 ვიდეომეცნიერების მიერ შექმნილი "მონსტრი კაცი" გრაჰმი. + 4 ფოტო 1 ვიდეო
გაიცანით გრაჰამი. მისი შემქმნელების თქმით ის ...
ფაქტები, რომლებსაც მეცნიერები ვერ ხსნიანფაქტები, რომლებსაც მეცნიერები ვერ ხსნიან
1. როგორ გაჩნდა სიცოცხლე? მიუხედავად უამრავი თეორიისა, ზუსტა...